- სალომე, შოუში რთული დავალებების შესრულება გიწევს. ლოკოკინები, მატლები ჭამე, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელია.
- მსგავს პროექტში მონაწილეობა ძალიან მინდოდა. ''შიშის ფაქტორს'' რომ ვუყურებდი, ვამბობდი, ეს პროექტი თუ გაკეთდა, ნეტავ, შემომთავაზონ-მეთქი და ''ადრენალინიდან''
- როგორც მივხვდი, გველების შიში საერთოდ არ გაქვს.
- მსგავსი რაღაცების საერთოდ არ მეშინია. ერთადერთი სიმაღლის შიში მაქვს და ამ პროექტში ამ შიშის დაძლევაც მოვახერხე.
- ეს უცნაური ''კერძები'' მანამდე გქონდა გასინჯული?
- (იცინის) არ მქონდა გასინჯული. ''ადრენალში'' მონაწილეებმა ხის მატლები ვჭამეთ, გემრიელი იყო. საშინელი გემო ნამდვილად არ აქვს. მატლებს მიწები ჰქონდა და ამიტომ არ გამჭირვებია. სხვათა შორის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. დიდი რაოდენობით პროტეინებს შეიცავს. ისეთი მოტივირებული ვიყავი გამარჯვებაზე, რომ 100 მატლი რომ ჰქონოდა ჩემს კონკურენტს შეჭმული, მე 101-ს შევჭამდი.
- პროექტში გამარჯვების შემთხვევაში თანხას რაში დახარჯავ?
- პროექტში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავს. მარტო სამორი ბალდე რომ ვთქვა, მგონი, ესეც საკმარისია.
- კიდევ რა სირთულე გელოდება?
- წინასწარ არაფერს გვეუბნებიან. ალბათ კიდევ გართულდება დავალებები. მთავარია, ძალისმიერი დაბრკოლებები არ შემხვდეს, თორემ გოგო მარტო მე ვარ ნახევარფინალში და შანსი არაა, რომ ფინალში გადავიდე.
სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის




















