08 ივნისი, 2014
ნუკა კვალიაშვილი დედის ავადმყოფობაზე სკანდალური განცხადების გაკეთებას აპირებს
უფ, რამდენი რამე უნდა მოვყვე, თქვენ არ იცით დაახლოებით ორი თვის წინ მომღერალ ეკა კვალიაშვილს საგანგაშო ვირუსი დაუდგინეს, ნეიროვირუსული ინფექცია. მომღერლის მეგობრები ეკა ხოფერიას გადაცემაში შეიკრიბნენ და ტელემარათონი გამართეს. ეკა კვალიაშვილმა აღებული თანხით საფრანგეთში გამგზავრება და მკურნალობა შეძლო.

საფრანგეთიდან დაბრუნებულმა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უახლოეს მომავალში ბრიფინგის გამართვას აპირებდა და ყველაფერს მაშინ იტყოდა...

ხალხის ნაწილი დაინტერესდა, რატომ არაფერს ამბობდა თავისი ჯანმრთელობის შესახებ მომღერალი, რომელმაც სწორედ ხალხის დახმარებით შეძლო სამკურნალოდ გამგზავრება.

ეკას
შვილმა ნუკა კვალიაშვილმა „ფეისბუქზე“ სტატუსი გამოაქვეყნდა. სტატუსის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, თუ რასთან დაკავშირებით გაიმართება ეკას ბრიფინგი.

„ბევრი მეკითხება, ეკა როგორ არის. ძალიან, ძალიან მალე დაგიწერთ ყველაფერს რა და როგორ არის. ასევე გაგიმხელთ „ჯეოსელის“, „ბილაინის“ და „მაგთის“ სირცხვილს.

უფ, რამდენი რამე უნდა მოვყვე, თქვენ არ იცით. ასევე მოტყუებული ხალხის ამბებსაც გეტყვით, რომლებსაც ეგონათ, რომ დასახმარებლად ჩარიცხეს ფული და ეს ფული დღემდე არ ჩარიცხულა ეკასთან და ბევრს ენა გადმოგდებული რომ აქვს და ტლიკინებს, მოგაკეტინებთ ყველა ეგეთს ძალიან მალე.

მხოლოდ საქართველოში: ადამიანის ცუდად ყოფნაზეც პიარს იკეთებენ ეს ახვრები. ფუი,
სამარცხვინოებო.....“

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
rezi kia
S O L I D A R O B A rodis unda viswavlot qartvelebo aaa
20:13 / 14-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ოოოოო
დაწყნარდით ქართველებო , თორემ ბოღმა დაგახრჩობთ. ლანძღვის მაგიერ სიმართლეს ჩახედეთ თვალებში , თორემ თქვენ რომ შეგეხოთ მსგავსი პრობლემა შეიძლება ადამიანები ცოცხლად დაჭამოთ (ამ ახალგაზრდა ქალის ნათქვამს რომ ასე აკრიტიკებთ, ჯობს თანაგრძნობა გამოიჩინეთ). თორემ ეკა კვალიაშვილი მისი მამიდა და ქალიშვილი საქართველოს ნაწილია და მის კვალს თქვენი მაპატიეთ და "ბოდვით" ვერასოდეს ვერანაირად ამოშლით. გრცხვენოდეთ. ეკას კი უფლის მადლი და ძალა არ მოკლებოდეს!
13:14 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარგო
კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა. რა ვერ გაიგეთ.ეს გოგო ამბობს, თუ ვინმემ დაეხმარეთ დედაჩემს ჩვენამდე არ მოსულაო.ბილაინმა ჯეოსელმა და მაქთმა შეჭამეს თუ ხალხმა გადმორიცხა.მაგრამ თუ ხალხმა არ გადმორიცხა, ე ი. ხალხი მაშინ ტყუის და ბ. ჯ მ არაფერ შუაშია.ასე თუ ისე ეკამდე თანხები არ მისულა და ამ გოგოს ტყუილად ნუ ლანძღავთ
11:52 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
სარა
უზრდელი დედის გაზრდილი უზრდელი შვილი
08:01 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
nelo
Tavxedo
00:13 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS