საფრანგეთიდან დაბრუნებულმა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უახლოეს მომავალში ბრიფინგის გამართვას აპირებდა და ყველაფერს მაშინ იტყოდა...
ხალხის ნაწილი დაინტერესდა, რატომ არაფერს ამბობდა თავისი ჯანმრთელობის შესახებ მომღერალი, რომელმაც სწორედ ხალხის დახმარებით შეძლო სამკურნალოდ გამგზავრება.
ეკას
„ბევრი მეკითხება, ეკა როგორ არის. ძალიან, ძალიან მალე დაგიწერთ ყველაფერს რა და როგორ არის. ასევე გაგიმხელთ „ჯეოსელის“, „ბილაინის“ და „მაგთის“ სირცხვილს.
უფ, რამდენი რამე უნდა მოვყვე, თქვენ არ იცით. ასევე მოტყუებული ხალხის ამბებსაც გეტყვით, რომლებსაც ეგონათ, რომ დასახმარებლად ჩარიცხეს ფული და ეს ფული დღემდე არ ჩარიცხულა ეკასთან და ბევრს ენა გადმოგდებული რომ აქვს და ტლიკინებს, მოგაკეტინებთ ყველა ეგეთს ძალიან მალე.
მხოლოდ საქართველოში: ადამიანის ცუდად ყოფნაზეც პიარს იკეთებენ ეს ახვრები. ფუი,
სამარცხვინოებო.....“
სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის




















