07 ივნისი, 2014
როგორ არჩევენ ძიძებს ცნობილი დედები და ვინ უზრდის შვილებს ირინა ონაშვილს, ხატია სიჭინავასა და ანა კოშაძეს
რთული იყო, ენატრებოდა, ახსენებდა, რუსკაც მოდიოდა ხოლმე ბავშვის სანახავად, მაშოს კი არა, ჩვენც გვენატრებოდა, რადგან ჩვენზეც დიდი ამაგი ჰქონდა XXI საუკუნეში ქალი მხოლოდ დიასახლისი რომ აღარაა, ეს უკვე ცნობილი ამბავია. ჩვენს რეალობაში ჩამოყალიბებული ძიძის ინსტიტუტი, ბევრ ქალს დაეხმარა იმაში, რომ არ ყოფილიყო მხოლოდ დედა და ცოლი. შედეგად, დღეს გვყავს წარმატებული, საქმიანი სუსტი სქესი, რომელიც სამსახურთან ერთად ოჯახსა და შვილებსაც არ აკლებს ყურადღებას, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან რთულია.

შვილი ის ფენომენია, რომლისთვისაც დედას ყველაფერი ყოველთვის გამორჩეულად კარგი
უნდა. ამიტომაც ძალიან საფრთხილოა ძიძის შერჩევის საკითხი. ძნელია, საკუთარი შვილი ანდო უცხო ადამიანს. უმარავი დეტალია გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ ბავშვზე დედის არყოფნამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს, ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიიღოს და ა.შ. გადავწყვიტეთ, ჩვენს სელებრითებთან გვესაუბრა ძიძის შერჩევის, ფუნქციების, როლისა და მოვალეობების შესახებ. მათთან, ვისაც ამ საკითხში გამოცდილება დაუგროვდა და შეუძლია, სხვებსაც გაუზიაროს.

ანა კოშაძე:
- ძიძა მაშოზეც მყავდა და ანასტასიაზეც. მაშოს თავისი ძიძა რუსკა ძალიან უყვარდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო წასვლა მოუხდა. შემდეგ მალევე გაჩნდა ანასტასია და ავიყვანეთ ნანა, რომელიც დღემდე ჩვენთან მუშაობს და ბავშვებს ძალიან უყვართ, განსაკუთრებით - ანასტასიას. სხვათა შორის, ნანასაც გამორჩეული დამოკიდებულება აქვს მის მიმართ, ალბათ იმიტომ, რომ მისი გაზრდილია და ამაგიც დიდი აქვს.
- როგორ აარჩიეთ ძიძა?
- საერთოდ, ძალიან ძნელია ძიძის შერჩევა. ჩემს ბევრ ახლობელს სააგენტოს მიერ შერჩეული კარგი ძიძები ჰყავთ, მე კი ორივე ბავშვისთვის მაინც რეკომენდაციის და საახლობლოში გაკითხვის შედეგად ავიყვანე ძიძა. ნანას ჩემთან ახალი დაწყებული ჰქონდა მუშაობა, როცა სრულიად შემთხვევით ჩემი მეგობრის მეგობარს შევხვდით ქუჩაში და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ნანა ადრე თურმე მათთან მუშაობდა და ძალიან გახარებულები დარჩნენ მასთან შეხვედრით, რაც ჩემთვის კიდევ უფრო სასიხარულო იყო.
- მაშოსთვის პირველ ძიძასთან განშორება და ახალთან შეგუება რთული არ იყო?
- კი რთული იყო, ენატრებოდა, ახსენებდა, რუსკაც მოდიოდა ხოლმე ბავშვის სანახავად, მაშოს კი არა, ჩვენც გვენატრებოდა, რადგან ჩვენზეც დიდი ამაგი ჰქონდა. გამომრჩა ქალბატონი ჟანა, რომელიც რუსკას შემდეგ ჩვენთან მუშაობდა, ისიც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაგრამ ცოტა ხნას მოუწია ჩვენთან ყოფნამ, მალე საზღვარგარეთ წავიდა... თავი მანაც ძალიან კარგად დაგვამახსოვრა, ცხარე ცრემლით ვტიროდი და დარჩენას ვთხოვდი (იცინის). ურთიერთობების აწყობა მაშოს არ უჭირს, მაგრამ ისეთი დამოკიდებულება, როგორიც რუსკას მიმართ ჰქონდა, არავისთან გამოუხატავს, ალბათ ამაგსაც მნიშვნელობა აქვს.
- ღამეც უწევს შენთან დარჩენა ძიძას?
- იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში ვცხოვრობთ, ნანა სულ ჩვენთანაა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ანუ ჩვენთან ცხოვრობს, შაბათ-კვირას ისვენებს.
- როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძიძის შერჩევის დროს?
- დადებითი და უარყოფითი თვისებები ყველას აქვს, როდესაც ოჯახში უცხო ადამიანი შემოდის და დღე და ღამე რჩება, ეს შეიძლება შენთვისაც რთული იყოს და მისთვისაც. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღებიანი იყოს, დანარჩენი მერე და მერე გვარდება. თუმცა, ჩვენ არ გაგვჭირვებია შეგუება. სახლში მისვლა მიხარია, არ მეზარება იმ ადამიანთან კონტაქტი, პირიქით, ვთხოვ ხოლმე, რომ დამელოდოს, ერთად ვივახშმოთ და ა.შ. ჩემთვის, ნანა ისეა, როგორც ოჯახის წევრი.
- ხშირად საუბრობენ ძიძის დადებით და უარყოფით გავლენაზე ბავშვის აღზრდაში. შენ რას ფიქრობ ამაზე, ბავშვის ძიძასთან გაზრდას უარყოფითი მხარეები აქვს?
- არ მგონია, რომ კარგი ძიძა ბავშვზე უარყოფით გავლენას ახდენდეს. იმ შემთხვევაშია ეს ნეგატიური, როცა მშობლები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ შვილებს. ჩემს შემთხვევაში კი ყველა საღამო, შაბათ-კვირა და თითქმის ყველა თავისუფალი წუთი ბავშვებს ეკუთვნის.

ირინა ონაშვილი:

- მშობლისთვის ძიძის შერჩევაზე რთული საკითხი არ არსებობს, ძნელია, იპოვო ისეთი ადამიანი, რომელსაც შვილს ანდობ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მე ამ მხრივ გამიმართლა. ძიძა საახლობლოს პრინციპით შევარჩიე, 3 კვირის იყო საბა, მანანა ჩვენთან რომ მოვიდა და დღემდე ჩართულია საბას აღზრდაში.
- მხოლოდ ბავშვთან დაკავშირებული დეტალები ეხება თქვენს ძიძას, თუ საოჯახო საქმეებიც?
- არასწორად მიმაჩნია, როცა სახლში მიჰყავთ ძიძა ბავშვის აღსაზრდელად და შემდეგ ტრეფიკინგის მსხვერპლივით ამუშავებენ სხვა საქმეებზეც. როცა ბავშვს სძინავს, თუ თავისი სურვილით რამეს გააკეთებს, ეს სხვაა, მაგრამ დავალდებულება არ მიმაჩნია სწორად. ამიტომ ჩემს ძიძას ევალება მხოლოდ ბავშვის მოვლა, საბას ტანსაცმლის მოვლა, გასეირნება, საჭმლის მომზადება მხოლოდ საბასთვის და არა ოჯახისთვის და ა.შ. მსმენია, რომ ძიძებს ეზარებათ გარეთ გასვლა, მანანა კი ამ მხრივ ძალიან აქტიურია, აჭმევს თუ არა, სასეირნოდ გაჰყავს.
- მიუხედავად იმისა, რომ საბა ძიძას მიჩვეულია, სახლიდან რომ გადიხართ მაინც აქვს უსიამოვნო შეგრძნება ან თუ გეტირებათ ხოლმე?
- გააჩნია ხასიათს. 2 წელია, საბას ძიძა, მანანა, ჩვენთანაა და ვატყობ, ბავშვს ძალიან უყვარს. დაძინებისას რომ ვსაუბრობთ, არ არსებობს, მანანა არ ახსენოს, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. სხვაგვარად რომ იყოს, გამიჭირდებოდა ბავშვის დატოვება. აბა, როგორ უნდა დატოვო ბავშვი, როცა ხვდები, რომ ძიძა არ მოსწონს, ან მის დანახვაზე ტირის. სხვათა შორის, საღამოობით მანანასაც ეტირება, ოღონდ ჩემთან როცა რჩება, მაშინ არა. თუ მე სახლში მისვლა მაგვიანდება და მანანას წასვლის შემდეგ ჩემს დას უწევს ბავშვის გადაბარება, საბა ტირის, მანანა მინდაო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაც ძალიან უყვარს.

იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნია
კომენტარებს რატომ არ აქვეყნებთთთთთთთთთთთთ??????????
12:11 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
აუ კარგით რა მეტიჩრობააა მეც მქონა სამსახური და ამათგან განსხვავებით იმიტო ვმუშაობადი რო ოჯახს სჭირდებოდა მარა ბავშვის აღზრდაზე დიდი ბედნიერება რ არი,რატო უნდა დაბანოს აჭამოს ან გაასეირნოს სხვამ ,დედა რას აკეთებს ამ დროს?თქვენ ვითომ სელებრითებო რას აკეთებთ ბავშვს ძიძას რო უტოვებთ,საშუალება გაქვთ ოჯახში და რა უნდა გააკეთო ისეთი სხვაგან რო ბავშვი მოიშორო 500 ლარად და მიუგდო ძიძას.და ვითომ დაკავებულებიიი მესმის ლუკმა პურისთვის გიწევდეთ მუშაობა,ვაი თქვენს პატრონებს
11:31 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ხსხ
სიჭინავა რა ღორობააა ორ ბავშვზე 500 ლარიიი ვითომ საშუალება არ გაქვთ?არ გრცხვენიააა????ერთზე მესმის 500 ორზე???კაი რა ფულის მეტი რა გაქვთ.მარა ვისაც მეტი აქვს ის უფრო ჟოშკავს
11:27 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS