- ნინო, გუშინ ლიდერი იყავი, ელოდი ამ წარმატებას?
-
- ''ჰერიო ბიჭებო'' ერთ-ერთ არხზე ლევან ჯავახიშვილმა იმღერა და საკმაოდ ემოციურიც გამოვიდა, რატომ შეარჩიე შენც იგივე სიმღერა, თამრიკო გვერდწითელს ბევრი სხვა სიმღერა აქვს.
- ხომ გითხარი, ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება, ძალიან მიყვარს და ორგანულია ჩემთვის. სხვა შემთხვევაში ალბათ არ გავხდებოდი ლიდერი. ლევანის შესრულება მეც ძალიან მომეწონა, ნამდვილად ემოციური იყო, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ჩემმა ნამღერმა ''ჰერიო ბიჭებომ'' ნაკლები ემოცია გამოიწვია. ყველა არ ტიროდა დარბაზში, მაგრამ ემოცია ნამდვილად იყო.
- თამრიკო დაგეხმარა, როცა ამ სიმღერაზე მუშაობდი?
- სამწუხაროდ არ იყო თბილისში, ვერ შევხვდით ერთმანეთს.
- კონკურსანტებს ხშირად აქვთ პრეტენზიები ჟიურის წევრების მიმართ, შენ თუ გქონია განცდა რომელიმე ტურზე, რომ დაიჩაგრე?
- გული დამწყვეტია, მაგრამ გასახსენებლად არც ღირს. ლაიზა მინელიზე ვიმუშავე ბევრი და ძირითადად ამ ტურზე მწყდება გული.
- ნინო, შენი მეუღლე, გიგა, ისევ არ დადის ლაივკონცერტებზე?
- არა, შორიდან ყურება ურჩევნია. თვითონაც არ მინდა, რომ მოვიდეს. ზუსტად ვიცი, რომ ინერვიულებს და ეს ნერვიულობა ჩემზეც გადმოვა. გიგა ყველაზე კომპეტენტურია ჩემთვის. ვამთავრებ თუ არა სიმღერას, ვურეკავ და ვეკითხები, როგორ მოეწონა. ძალიან მომთხოვნია და ვიცი, არ მომატყუებს.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის




















