06 ივნისი, 2014
გიორგი ვარდოსანიძის ყოფილი შეყვარებული თხოვდება
იქ უამრავი მოდელი, ლამაზი გოგო ტრიალებდა, მაგრამ თამთა რომ დავინახე, გარშემო ყველა და ყველაფერი წაიშალა, გადავირიე სანამ გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას გახმაურებული სიყვარული ოჯახის შექმნით დაგვირგვინდებოდა, წყვილს ცალ-ცალკე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელიც საზოგადოებისთვის დამალული არ ყოფილა. გიგი გაჩეჩილაძისა და სალომეს ''ლავსთორის'' შეხსენება ალბათ არ გჭირდებათ, რადგან ამ თემაზე სტატიები დღესაც იწერება.

გიორგი ვარდოსანიძის ექსსიყვარული თამთა შალამბერიძე კი, შეიძლება ითქვას, პრესისთვის მიუწვდომელია, უარს აცხადებს ინტერვიუებსა და კომენტარებზეც კი, თუმცა ბუკლეს მის ცხოვრებაში განვითარებული მნიშვნელოვანი სიახლე
უყურადღებოდ მაინც არ დარჩენია.

Rating

მათ, ვისაც არ ახსოვს გიორგისა და თამთას სიყვარულის ამბავი, მოკლედ გეტყვით, რომ წყვილი ერთმანეთთან ფილმმა ''ოცნების ქალაქი'' დააკავშირა, რომელშიც არც ერთი თამაშობს და არც მეორე, გადაღებაზე ორივე დამოუკიდებლად, თავ-თავიანთ მეგობრებთან იყვნენ მისულები, მაგრამ გიორგის მომხიბვლელი, თუმცა უცნობი გოგონა უყურადღებოდ არ დარჩენია.

''პირველი დანახვისთანავე მოვიხიბლე კი არა, ''გავჭედე'', იქ უამრავი მოდელი, ლამაზი გოგო ტრიალებდა, მაგრამ თამთა რომ დავინახე, გარშემო ყველა და ყველაფერი წაიშალა, გადავირიე'', - ასე ჰყვებოდა თამთაზე ''ყურებამდე'' შეყვარებული გიორგი საყვარელი ქალის გაცნობის ამბავს ერთ-ერთ ინტერვიუში. თამთა იმ პერიოდში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, კარგადაც მღერის, პროექტ ''ნუცას სკოლაშიც'' მონაწილეობდა, ასევე თამაშობდა სერიალში ''გოგონა გარეუბნიდან''.

როგორც ყოველთვის, მაშინაც გიორგი პრესასთან პირად ცხოვრებაზე ღიად საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ თამთასთან ბედნიერი იყო. წყვილის ურთიერთობა დაახლოებით 3 წელიწადს გაგრძელდა... მართალია, სალომე ჭაჭუაცა და გიორგი ვარდოსანიძეც ერთხმად ამტკიცებენ, რომ შეყვარებულებს ერთმანეთის გამო არ დაშორებიან და მიზეზი რეალურად სულ სხვა რამ იყო, მაგრამ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონის დასრულების შემდეგ ძალიან მალე გიორგიმ განაცხადა, რომ მისი, როგორც შეყვარებულის სტატუსი შეიცვალა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თამთას დაშორდა.

რამდენიმე თვეში ამას მოჰყვა გიგი გაჩეჩილაძისა და სალომეს დაშორება. არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ კი გიორგი ვარდოსანიძისა და სალომეს სიყვარულის ამბავიც გაცხადდა. ეს ურთიერთობა საკმაოდ ხმაურიანი იყო, ალბათ წყვილისთვისაც არ იქნებოდა მარტივი კრიტიკოსთა ქარცეცხლის გაძლება, მაგრამ საბოლოოდ ოჯახი შექმნეს და ახლა ერთად ცხოვრობენ.

Rating

სულ ცოტა ხნის წინ კი გავიგე, რომ თამთაც შეყვარებულია და დაოჯახებას აპირებს. ამჟამად ის დანიშნულია გიორგი ხურცილავაზე და როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.
ამ თემის გამო მინდოდა თამთასთან დაკავშირება, მაგრამ მსახიობმა კომენტარის გაკეთებაც კი არ ისურვა.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ვაბშე არ მაინთერესებს რაშვება რას აპირებს დაა რას დააპირებს
12:53 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ღმერთო დიდებულო
"რავარი საქმეა" ვარდოსანიძის მერე ეს ტიპი რო გაგეჩითება ცხოვრებაში ?.. ნამდვილად არ მომწონს ეს ბიჭი. თამთა 100 თავით უკეთესს იმსახურებდა ჩემი აზრით:)
11:27 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ზზზზზზ
სალომეც კარგია და ეს გოგონაც დაბოგმილებო,სალომემ რა დაგიშავათ?სალომე კველას გვიყარხარ
11:23 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებ თამთა:)
არსებობს 2 კატეგორია ადამიანებისა:1) "ლიჟბი" სადმე გამოჩნდეს(საიტია,ჟურნალია თუ ტვ_ია და მაგაზე ხომ საერთოდ იხოკავენ) ნებისმიერ თემაზე გააკეთებს კომენტარს და იპრუტუნებს პობალშომუ ყველანაირ სისულელეს... 2)როგორც არ უნდა უტრიალოთ,არ გამოვა კონტაქტზე და მითუფრო პირადზე არ ამოიღებს ხმას... ეს გოგო ეგეთი ტიფშაა და ვეღარ უნდა გაიგოთ ამ ვითომ ჟურნალისტებმა ?!! პ.ს სასოწარკვეთილი "დასდევს" ერთი მეტიჩარა გოგო,ასევე მეტიჩარა ჟურნალიდან ამ შალამბერიძის ქალს და ვერ ათქმევინა 2 წინადადებაც კი... შეეშვით!
11:12 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
4+1=5
ძალიან საყვარელი გოგოა, ჭაჭუას ათასჯერ ჯობია, ღმერთმა ხელი მოუმართოს, კაცებს ტვინი მარტო ერთ ადგილას აქვთ სამწუხაროდ.
10:03 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS