06 ივნისი, 2014
გიორგი ვარდოსანიძის ყოფილი შეყვარებული თხოვდება
იქ უამრავი მოდელი, ლამაზი გოგო ტრიალებდა, მაგრამ თამთა რომ დავინახე, გარშემო ყველა და ყველაფერი წაიშალა, გადავირიე სანამ გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას გახმაურებული სიყვარული ოჯახის შექმნით დაგვირგვინდებოდა, წყვილს ცალ-ცალკე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელიც საზოგადოებისთვის დამალული არ ყოფილა. გიგი გაჩეჩილაძისა და სალომეს ''ლავსთორის'' შეხსენება ალბათ არ გჭირდებათ, რადგან ამ თემაზე სტატიები დღესაც იწერება.

გიორგი ვარდოსანიძის ექსსიყვარული თამთა შალამბერიძე კი, შეიძლება ითქვას, პრესისთვის მიუწვდომელია, უარს აცხადებს ინტერვიუებსა და კომენტარებზეც კი, თუმცა ბუკლეს მის ცხოვრებაში განვითარებული მნიშვნელოვანი სიახლე
უყურადღებოდ მაინც არ დარჩენია.

Rating

მათ, ვისაც არ ახსოვს გიორგისა და თამთას სიყვარულის ამბავი, მოკლედ გეტყვით, რომ წყვილი ერთმანეთთან ფილმმა ''ოცნების ქალაქი'' დააკავშირა, რომელშიც არც ერთი თამაშობს და არც მეორე, გადაღებაზე ორივე დამოუკიდებლად, თავ-თავიანთ მეგობრებთან იყვნენ მისულები, მაგრამ გიორგის მომხიბვლელი, თუმცა უცნობი გოგონა უყურადღებოდ არ დარჩენია.

''პირველი დანახვისთანავე მოვიხიბლე კი არა, ''გავჭედე'', იქ უამრავი მოდელი, ლამაზი გოგო ტრიალებდა, მაგრამ თამთა რომ დავინახე, გარშემო ყველა და ყველაფერი წაიშალა, გადავირიე'', - ასე ჰყვებოდა თამთაზე ''ყურებამდე'' შეყვარებული გიორგი საყვარელი ქალის გაცნობის ამბავს ერთ-ერთ ინტერვიუში. თამთა იმ პერიოდში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, კარგადაც მღერის, პროექტ ''ნუცას სკოლაშიც'' მონაწილეობდა, ასევე თამაშობდა სერიალში ''გოგონა გარეუბნიდან''.

როგორც ყოველთვის, მაშინაც გიორგი პრესასთან პირად ცხოვრებაზე ღიად საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ თამთასთან ბედნიერი იყო. წყვილის ურთიერთობა დაახლოებით 3 წელიწადს გაგრძელდა... მართალია, სალომე ჭაჭუაცა და გიორგი ვარდოსანიძეც ერთხმად ამტკიცებენ, რომ შეყვარებულებს ერთმანეთის გამო არ დაშორებიან და მიზეზი რეალურად სულ სხვა რამ იყო, მაგრამ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონის დასრულების შემდეგ ძალიან მალე გიორგიმ განაცხადა, რომ მისი, როგორც შეყვარებულის სტატუსი შეიცვალა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თამთას დაშორდა.

რამდენიმე თვეში ამას მოჰყვა გიგი გაჩეჩილაძისა და სალომეს დაშორება. არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ კი გიორგი ვარდოსანიძისა და სალომეს სიყვარულის ამბავიც გაცხადდა. ეს ურთიერთობა საკმაოდ ხმაურიანი იყო, ალბათ წყვილისთვისაც არ იქნებოდა მარტივი კრიტიკოსთა ქარცეცხლის გაძლება, მაგრამ საბოლოოდ ოჯახი შექმნეს და ახლა ერთად ცხოვრობენ.

Rating

სულ ცოტა ხნის წინ კი გავიგე, რომ თამთაც შეყვარებულია და დაოჯახებას აპირებს. ამჟამად ის დანიშნულია გიორგი ხურცილავაზე და როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.
ამ თემის გამო მინდოდა თამთასთან დაკავშირება, მაგრამ მსახიობმა კომენტარის გაკეთებაც კი არ ისურვა.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
ელენე
რა საყვარელი და ლამაზი გოგო ყოფილა,მოვიხიბლე.წარმატებები!
14:40 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ბოღმიანებო და შურიანებო, რა იქნება ორივე წყვილს ბედნიერება რომ უსურვოთ რატომ უნდა გააღიზიანოთ ,ასეთი რა დააშავეს.ორივე წყვილი ულამაზესია
02:50 / 07-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ბიჭის ფოტო ტუ გაინტერესბთ, გიორგი ხურცილავა ჩაწერეთ ფბ-ზე.ძალიან ლამაზი ბიჭია. ასე რომ ვარდოსანიძე -ჭაჭუას წყვილს, შალამბერიძე-ხუცილავას წყვილმა აჯობა ბევრად. დოდოშკა ხურცილავას ძმისშვილია.
01:12 / 07-06-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
ესაა უცხოელი მილიონერი? ყველაფრის მიუხედავად მაინც ბედნიერებას გისურვებ თამთა შენს გიორგისთან ერთად,ჩემს გიორგის და სალოს კი კიდევ ერთხელ მოვესიყვარულები ამბები.ჯი-ს ბედკრული თავფურცლიდან! აბა ბოღმა მპოსტველებო ვემზადები და გიგერიებთ!
00:35 / 07-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
სალომე მართლა კარგი გოგოა,მაგრამ ეს თამთა ძალიან ლამაზია და ბევრ სალომესნაირს სჯობს თ თუ შედარებაზე წავიდა საქმე.
23:57 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მელო
თამთას საქმროს უკეთესი სურათი არ გაქვთ?
23:18 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ბესტ
თამთასთან სალომე საერთოდ არაფერია!!! რას ჰგავს სახეზე სალომე
20:22 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლილი
დარწმუნებული ვარ გიორგის და სალომეს რწყვილს, თამთას და გიორგის რწყვილი აჯობებს
16:08 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მერი
ისე კარგი იქნებოდა ამ ბიჭის ცოტა უკეთესი სურათი დაგედოთ.
16:05 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მეა
სალომე შეუდარებელია. ლამაზიცაა,ეშხიანიც,სექსუალურიცა ,მიმზიდველიც და გარკვეული ხიბლის მატარებელი. ათი თამთასნაირი ვერ შეედრება სალომეს. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს. მასაც უპოვია თავის შესაფერი.
15:14 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS