06 ივნისი, 2014
გიორგი ვარდოსანიძის ყოფილი შეყვარებული თხოვდება
იქ უამრავი მოდელი, ლამაზი გოგო ტრიალებდა, მაგრამ თამთა რომ დავინახე, გარშემო ყველა და ყველაფერი წაიშალა, გადავირიე სანამ გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას გახმაურებული სიყვარული ოჯახის შექმნით დაგვირგვინდებოდა, წყვილს ცალ-ცალკე სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რომელიც საზოგადოებისთვის დამალული არ ყოფილა. გიგი გაჩეჩილაძისა და სალომეს ''ლავსთორის'' შეხსენება ალბათ არ გჭირდებათ, რადგან ამ თემაზე სტატიები დღესაც იწერება.

გიორგი ვარდოსანიძის ექსსიყვარული თამთა შალამბერიძე კი, შეიძლება ითქვას, პრესისთვის მიუწვდომელია, უარს აცხადებს ინტერვიუებსა და კომენტარებზეც კი, თუმცა ბუკლეს მის ცხოვრებაში განვითარებული მნიშვნელოვანი სიახლე
უყურადღებოდ მაინც არ დარჩენია.

Rating

მათ, ვისაც არ ახსოვს გიორგისა და თამთას სიყვარულის ამბავი, მოკლედ გეტყვით, რომ წყვილი ერთმანეთთან ფილმმა ''ოცნების ქალაქი'' დააკავშირა, რომელშიც არც ერთი თამაშობს და არც მეორე, გადაღებაზე ორივე დამოუკიდებლად, თავ-თავიანთ მეგობრებთან იყვნენ მისულები, მაგრამ გიორგის მომხიბვლელი, თუმცა უცნობი გოგონა უყურადღებოდ არ დარჩენია.

''პირველი დანახვისთანავე მოვიხიბლე კი არა, ''გავჭედე'', იქ უამრავი მოდელი, ლამაზი გოგო ტრიალებდა, მაგრამ თამთა რომ დავინახე, გარშემო ყველა და ყველაფერი წაიშალა, გადავირიე'', - ასე ჰყვებოდა თამთაზე ''ყურებამდე'' შეყვარებული გიორგი საყვარელი ქალის გაცნობის ამბავს ერთ-ერთ ინტერვიუში. თამთა იმ პერიოდში თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდა, კარგადაც მღერის, პროექტ ''ნუცას სკოლაშიც'' მონაწილეობდა, ასევე თამაშობდა სერიალში ''გოგონა გარეუბნიდან''.

როგორც ყოველთვის, მაშინაც გიორგი პრესასთან პირად ცხოვრებაზე ღიად საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ თამთასთან ბედნიერი იყო. წყვილის ურთიერთობა დაახლოებით 3 წელიწადს გაგრძელდა... მართალია, სალომე ჭაჭუაცა და გიორგი ვარდოსანიძეც ერთხმად ამტკიცებენ, რომ შეყვარებულებს ერთმანეთის გამო არ დაშორებიან და მიზეზი რეალურად სულ სხვა რამ იყო, მაგრამ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონის დასრულების შემდეგ ძალიან მალე გიორგიმ განაცხადა, რომ მისი, როგორც შეყვარებულის სტატუსი შეიცვალა, რაც იმას ნიშნავდა, რომ თამთას დაშორდა.

რამდენიმე თვეში ამას მოჰყვა გიგი გაჩეჩილაძისა და სალომეს დაშორება. არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ კი გიორგი ვარდოსანიძისა და სალომეს სიყვარულის ამბავიც გაცხადდა. ეს ურთიერთობა საკმაოდ ხმაურიანი იყო, ალბათ წყვილისთვისაც არ იქნებოდა მარტივი კრიტიკოსთა ქარცეცხლის გაძლება, მაგრამ საბოლოოდ ოჯახი შექმნეს და ახლა ერთად ცხოვრობენ.

Rating

სულ ცოტა ხნის წინ კი გავიგე, რომ თამთაც შეყვარებულია და დაოჯახებას აპირებს. ამჟამად ის დანიშნულია გიორგი ხურცილავაზე და როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.
ამ თემის გამო მინდოდა თამთასთან დაკავშირება, მაგრამ მსახიობმა კომენტარის გაკეთებაც კი არ ისურვა.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 35 /
მარიამი
რა უაზრო ლოგიკაა, ის უნდა გიყვარდეს ვინც უფრო ლამაზია და სხვა ყველაფერი ჯანდაბას?? თამთაც ლამაზია და სალომეც და თუ ყველა ბედნიერია თქვენ რა გაწუხებთ? :D
15:15 / 13-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
რა დონის ბოროტი უნდა იყო სალომეს შეუხადავი და უინტელექტო უწოდო.სალომე სშეუდარებელი გოგოა და მასთან გატოლება უბრალოდ სასაცილოა.ბოღმა ადამიანს ახრჩობს და აკნინებს,შეიბრალეთ თავები.
10:45 / 13-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
სალომეს მახინჯი ვიზუალი და ინტელექტი ვიგულისხმე
02:53 / 13-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
სადაც ვარდოსანიძის გვარს დაწერენ ყველა სტატია კვირის რეიტინგულებში ხვდება სულ მასეა თორე გოგოების დარდი ვისრა აქვს,მეც მომწონს ძალიან გიორგი:)
16:38 / 12-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
ეს გოგო მართლა ანგელოზია, სალომესთან შედარება როგორ შეიძლება, ვიზუალი საერთოდ არ აქვს, ინტელექტი-0
19:08 / 11-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ფბ ზე ვერ მალავს მოკლედ ერი გაოცებას...
დედააააა, ზოგი რა გაოგნებულია- რა ლამაზი გოგო ყოფილაო და კი მაგრამ ან არ გახსოვთ ადრე ჟურნალებიდან და "ნანულიკოს" გადაცემიდან? ან კიდევ უშნო რა პონტში უნდა ყოფილიყო...
14:49 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მამუკა,რა დებილი ტიპი ჩანხარ
ამ შემთხვევაში სილამაზე რა შუაშია ?!! იბრდღვნის ყველაფერს ეგ კაცი-ასე მიყვარს და ისე მიყვარს ჩემი ცოლი,ჩემი სუნთქვაა,ჩემი ნატვრა და ოცნებააო... და რავი კიდევ რაღას არ ამბობს,უფრო მეტიც-ვარდოსანიძის დედა წერს სოც-ქსელებში:ჩემი შვილი უზომოდ ბედნიერია და ჩვენც სასწაულად ბედნიერები ვართ მთელი ოჯახი,ისე გაგვაბედნიერა სალომეს რძლობამო... ანუ ხალხი გამოხატავს თავის ბედნიერებას, ეს ბიჭიც ამბობს-ჩემი ჟანგბადია სალომე ჭაჭუაო და რატომ უნდა ინანოს,ჩემამდე არ დადის ?!...(რახან ის თეთრია და ეს შავგვრემანი ? - ეგ ხომ მართლა სასაცილოა !)
14:36 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ბუწკალა
რა კარგად ვერთობი ხოლმე თქვენს კომენტარებზეე...არც ჭაჭუა-ვარდოსანიძეს წყვილს და არც თამთას და გიორგის წყვილს ვიცნობ და არც ისინი მიცნობენ მე და დარწმუნებული ვარ უმრაველესობაც ასეა.რა გინდათ ხალხო ვინ ვის ატკინა გული და ვინ უფრო ლამაზია ან ბედნიერი რატომ მსჯელობთ თქვენ?ჩვენ ჩევნს თავებს რომ მივხედოთ არავის არაფერი ეწყინება დარწმუნებული ვარ და არც ამ ბავშვებს ვატკენთ გულებს.კარგი კი რამდენიც გინდათ წერეთ.ბოღმები და განკითხვები თქვენთვის დაიტოვეთ!!
10:28 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
სალომეს ასი წელი ვერ შევხედავდი, რას გავს სახეზე, ცეკვაზე ხელები ამიწევია ძალიან მაგარია, მაგრამ თამთასნაირ გოგოს რომ დატოვებს და სალომეს აირჩევს იმ ბიჭზე არც კი მელაპარაკოთ.გიორგი შეცდი და ბოლოს გაიდებ რომ ლამაზი გოგო დატოვე.
09:35 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა
ვაიმე,ძალიან ლამაზი გოგოა თამთა. ჭაჭუას ბევრად ჯობიააააააააა,
00:37 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS