05 ივნისი, 2014
ირაკლი ფირცხალავას პირველი კომენტარი განქორწინების შემდეგ - ''ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელია''
თუმცა შემდეგ დათმობაზე წავიდა და დიდი ხვეწნა-მუდარით შემოირიგა ცოლი მას მერე, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ფირცხალავა ცოლს გაშორდა, დიდხანს არ აკეთებდა წყვილი კომენტარს. თუმცა მომღერალმა დუმილი დაარღვია.

4-წლიანი ქორწინება ცოტა ხნის წინ დაირღვა. წყვილს ორი შვილი ჰყავს - 3 წლის ილია და ერთი წლის საშა. მომღერლის თქმით, არც ისე იოლი პერიოდი ედგა მის ოჯახს, ჩიხში შევიდნენ და გაყრა გადაწყვიტეს. უკვე რამდენიმე თვეა ირაკლი მარტო ცხოვრობს.

''სინამდვილეში, ბოლომდე თვითონაც ვერ ვხვდებით ჩვენი დაშორების რეალურ მიზეზებს.
ალბათ ასეთი რამ ბევრ შეყვარებულ წყვილს ემართება. რაღაც რადიკალური ოფიციალური ვერსია არ გვაქვს. უბრალოდ არ გამოვიდა რაღაც, შემდგომში ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო'', - ამბობს ირაკლი.

სხვათა შორის, ადრე ამბობდნენ, რომ ირაკლისა და სოფიას პირველი სერიოზული კონფლიქტი მაშინ მოუვიდათ, როცა სოფიამ მუშაობა გადაწყვიტა. მას სურდა, პატარა ბიზნესი წამოეწყო და მეტად დამოუკიდებელი გამხდარიყო. ირაკლი ვერაფრით ვერ ეგუებოდა ცოლის მუშაობას.

თუმცა შემდეგ დათმობაზე წავიდა და დიდი ხვეწნა-მუდარით შემოირიგა ცოლი. როგორც ჩანს, ეს უკვე ბზარის ნიშანი იყო და დროებით შერიგებას მალე საბოლოო გაყრა მოჰყვა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS