მომხდარზე საქმე აღიძრა და თიკოს იმედი ჰქონდა, რომ დროულად მოხდებოდა გამოძიება და ტელეფონს დაუბრუნდებდნენ. თან ერთხელ დაანონსა კიდეც, რომ იცოდა, ვინ მოიპარა მისი მობილური და საქმის გამოუძიებლობის შემთხვევაში ქურდის ვინაობას სოციალურ ქსელში დაწერდა.
როგორც ჩანს, საქმე ამ დრომდე არ გამოძიებულა, რადგან ტელეწამყვანმა ერთი საათის წინ, ''ფეისბუქზე'' შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:
''პოლიციელებო, იქნებ გამოჩნდეთ. მაინტერესებს ჩემი
მე შეგნებულად არ ვაქვეყნებ ქურდის ფოტოს, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში,რომ არ დამდოთ ბრალი!
პ.ს. მხოლოდ ერთს ვიტყვი, პოლიციის პასიურობის მიზეზი შეიძლება იყოს ის ფაქტი,რომ ქურდი ''ქართული ოცნების'' აქტივისტია და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც არანაკლებად იხეირა!'' - წერს თიკო.




















