04 ივნისი, 2014
სტეფანეს მარიხუანის და სალომე ტეტიაშვილის გამო ემუქრებიან - ''თუ ვერ გავაგებინე, რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ''...
პროტესტი იყო რეპერტუართან დაკავშირებითაც, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ თვითონ ყველაზე მაგრები არიან ორშაბათს ''X ფაქტორის'' მორიგ კონცერტზე სტეფანეს გუნდიდან ხალხის რჩეული ისევ სალომე ტეტიაშვილი გახდა. სალომემ შემოსული ზარების 45% მიიღო. სტეფანემ კვლავ სოფო სააკაშვილი გადაარჩინა და მარიამ კახელიშვილი სახლში გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ სალომეს პროექტი არ დაუტოვებია, მისი მენტორი სალომეს გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს. ამაზე სტეფანემ სოციალურ ქსელში სპეციალური სტატუსი გამოაქვეყნა: ''პროფესორებო, ერისა, ძალიან გრძელ საყვედურებს მიგზავნით პირადში. ამდენი კითხვის თავიც არ მაქვს… მარტივად… ნეგატივიც მარტივად… თუ შეიძლება''.
სტეფანეს დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

- სტეფანე, შენს სტატუსზე მინდა გკითხო, რა ნეგატივს გულისხმობდი?
- იმ ნეგატივს ვგულისხმობდი, რომელიც მაყურებლისგან წამოვიდა, ''ფეისბუქზე'' ძალიან ბევრი ვრცელი წერილი მივიღე, რომელსაც ბოლომდე, რა თქმა უნდა, ვერ გავეცანი. ამიტომ ვითხოვდი, მოკლედ მოეწერათ რისი თქმაც უნდოდათ. ძირითადად მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მე სათანადოდ ვერ ვაფასებ ჩემს კონკურსანტებს. პროტესტი იყო რეპერტუართან დაკავშირებითაც, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ თვითონ ყველაზე მაგრები არიან, ოღონდ უნდა ნახოთ, რა სიმღერებს მიგზავნიან, იმას ვერც გამოვაქვეყნებ.
- კონკრეტულად რომელ კონკურსანტზეა აქცენტი გაკეთებული?
- სალომე ტეტიაშვილზეა პრეტენზია, მწერენ, რატომ მინდოდა სალომეს გაგდება. მე რომ სალომეს გაგდება მდომებოდა, არც მეყოლებოდა საუკეთესო ოთხეულში. რადგან ვთქვი, რომ სალომე ერის რჩეულია და თუ ასეა, დაამტკიცოს ერმა, ჩათვალეს, რომ ამით საქმე გავუფუჭე მას. მე პირიქით მგონია, ნამუსზე ავაგდე მაყურებელი და დაურეკეს კიდეც. ვამბობ, რომ სალომე არ არის ვოკალისტი, სალომე არის მდგომარეობა, რომელიც მოსწონს მაყურებელს.
- ხომ არ გგონია, რომ სწორედ ეს ფრაზა აღიზიანებს მაყურებელს?
- თორნიკე ყიფიანზეც ვთქვი, რომ არ არის ვოკალისტი, მებოც არ არის ვოკალისტი, მაგრამ ორივე ლიდერია და ძალიან მაგარი ბიჭები არიან... რეპერტუარს რაც შეეხება, არ ვფიქრობ, რომ ძალიან ავცდი სალომეს გემოვნებას. თავად მოსწონდა ეს სიმღერა და მინდოდა ორგანული ყოფილიყო მისთვის ის, რასაც შეასრულებდა. სულაც არ ვფიქრობ, რომ მე მაგ ბავშვს რაიმეს არასწორად ვუკეთებ. სალომეც ბოლომდე მენდობა და ხვდება, რომ მისთვის ცუდი ნამდვილად არ მინდა.
- შენი აშკარა ფავორიტია…
- (მაწყვეტინებს. ავტ.) ჩემი აშკარა ფავორიტი კი არა, ყველას ფავორიტია სოფო სააკაშვილი. მგონია, მაყურებლის ფავორიტიც უნდა იყოს სოფო, თუ არ აქვთ ყურები მიხატული. ჩვენ, მენტორები რისთვის ვართ, თუ ყველაფერს თვითონ გადაწყვეტენ და არაფერს გვკითხავენ?! თუ ვინმე ვერ ხვდება, ვინ არის კარგი მომღერალი, იმისთვის ვართ, რომ მაყურებელს რამენაირად გავაგებინოთ.
- თუ ვერ გააგებინეთ?
- თუ ვერ გავაგებინე, რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ, არა? მიჩვეული ვარ უცნაურ შედეგებს, გადავიტან.
- თუ შენს გუნდში გაიმარჯვებს სალომე ტეტიაშვილი, როგორ გგონია, იქნება სათანადო კონკურენტი დანარჩენი მენტორების გუნდების ლიდერებისთვის?
- მაგალითად ვისთვის?
- თორნიკე ყიფიანისთვის, მებო ნუცუბიძისთვის.
- მაგათვის ნამდილად იქნება ღირსეული კონკურენტი. იმიტომ, რომ სამივე არის კონდიცია, უბრალოდ სხვადასხვა ჟანრში მღერიან. ვთვლი, რომ ქართველ ერთან ამ სამიდან ყველაზე ახლოს არის სალომე ტეტიაშვილი, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ. რატომაც არა, დაე, გაიმარჯვოს! ყველანაირად დავუჭერ მხარს. თუ ჩვენი ქვეყანა მას აირჩევს, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები.
- ვიცი, რომ თითოეულ კონკურსანტს სურვილის შემთხვევაში ერთი ქართული სიმღერის შესრულება შეუძლია, ერთ რომელიმე ტურზე. ხომ არ იმღერებს შემდეგ ლაივზე სალომე ქართულ სიმღერას, მით უფრო, რომ ის სწორედ ქართული სიმღერით გაიცნო და შეიყვარა ინტერნეტმომხმარებელმა.
- ამის უფლება ნამდვილად აქვს და მთხოვს კიდეც სალომე. აუცილებლად შევარჩევთ რომელიმე ლამაზ ქართულ სიმღერას ერთად, მაგრამ არა ამ ლაივზე. რაც შეეხება მომავალ ლაივს, ისეთი სიმღერა შევურჩიე სალომეს, პრეტენზიებს რეპერტუართან დაკავშირებით ნამდვილად არ მივიღებ.
- მუქარა ვნახე ''ფეისბუქის'' შენს კედელზე, ციხეში დაჭერით გემუქრებოდნენ, მიზეზი არ განგიმარტეს?
- მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მხარს რომ ვუჭერ, ამის გამო მემუქრებიან. დღეს განგვიმარტეს, რომ არ გადახედავენ ამ უკუღმართ კანონს. თან ერთი უცნაური რამ მოვისმინე. მარიხუანის მომხმარებლები თურმე შემდეგ ჰეროინისა და სხვა ბიონარკოტიკების მომხმარებლები ხდებიან. ეს მინიმუმ არასწორია.
- მაქსიმუმ?
- მაქსუმუმ უცოდინრობის ამბავია. ასე რომ იყოს, სხვა ევროპული ქვეყნები ასე ლოიალურად არ მიუდგებოდნენ ამ საკითხს. ეს არის აბსურდი, და ასეთ აბსურდულ განცხადებებს პრემიერმინისტრი არ უნდა აკეთებდეს.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ლარა
მაია რასაც შენ წერ მერე კიტხულობ სანამ კომენტარს დადებ? ყიფსჰიზე რო კარგი მომგერალი , მუსიკოსიააა ასე ხო ამბობ შ რატო ვერ გაიმარჯვა მაქტიფანში იქ გიორგი ბერიზემ გაიმარჯვა მაგრამ ეხლა სახსჰი გაუშვეს Xფაქტორიდან? გიორგის რა ეკოლ აბა რო წავიდა სახში ვერ მგეროდათ თუ რა პრობლემა ქონდა? ზოგჯერ კველაფერი ისე არააა როგორც უნდა იკოს სხვა კველასგან განსხვავებით სალომე არის ყველაზე გამოუცდელი . მაშინ ისეთი კონკურსი უნდა გაააკეთონ რომელშიც კველა თანაბარი იქნება გამოცდილებით და ასე შემდეგ....
11:54 / 05-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
მიედაროს ყველა სხვა სალომე ტეტიავილს რააა.. ასეთი მაგარიი რომაა იიმიტომაც უჩერს ნახევარი საქართველო მხარრსს.. ვაფშე ეს სააკაშვილი გაიტანეტ რაერტოდ რახან მაგის დედაა ცნობადი სახე იყოო და სხვათაშორის არც ისე ცნობადიი ამიტომაც აპიარებენ .. კიიი შეილება მღერის კარგად მარააა ტოროშელიძემ რო თქვა ჯესი ჯეიზე უკეთესად მგერიხაროო ნამდვილად არ მღერის მაგაზეე უკეტესად თუნდაც ერტი პროცენტით ზედმეტადაც კი.. დაა ჭკუ არ გიჩრით და ეგაა... // :)და სტეფანეს დიდ პატივს ვცემდი მაგრამ ძაან გაიპაზორა თავიი" რა არის ეხლა ეს. " სააკაშვილი და კახელიშვილი რო დაუდგა აუთსაიდერებში. .. ეხლა კი ხალხზეაა დამოკიდებული/.და დარწმუნებული ვარ 60% ზვარს გადალახავს ..
11:29 / 05-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
მე მაპატიეთ და არ მომწონს ეს სალომე ტეტიაშვილი და რა ვქნა სხვები მასზე ძლიერები არიან ბევრად და ეს გოგო რატომღაც გააპიარა რუსთავი 2-მა თავისი გაჭირვებულობის გამო თანამედროვე კონკიაო. ვინ არ ყოფილა გაჭირვებული ოჯახიდან?რატო გვახვევენ ესე თავს,ყველაზე ცუდი ის არის რომ საქართველოში ძაან მოქმედებს ხალხზე ასეთი გულისამაჩუყებელი ისტორიები და იმის ხარჯზე ურეკავენ მერე მოღერალს ვაიმე რა ცოდოა გაჭირვებაში გაზრდილაო,ის კი ავიწყდებათ რომ სიმღერის კონკურსია ეს და არა სიბრალულის. მაშინ ჩაატარონ ერთი საქველმოქმედო საღამო სალომე ტეტიაშვილისთვის და დაეხმარონ ვინ უშლით?ოღონდ ნუ ჩაგრავენ სალომეს გამო სხვა მონაწილეებს,ერთხელ მაინც გაიმარჯვოს სამართლიანად ვიღაცამ. თორნიკე ყიფიანს და მებოს რატო ადარებს სალომეს საერთოდ არ მესმის,თორნიკეც და მებოც ორივე არიან სულით და გულით მუსიკოსები,საერთაშორისო ტიპები არიან ორივე. საკუთარ სიმღერებსაც კი წერენ რასაც სალომეზე ვერ ვიტყვი. მარტო მაღალი ნოტების წივილი არ ნიშნავს იქს ფაქტორობას. იქს ფაქტორი სხვა რაღაცაა განსხვავებულიც უნდა იყო ჩემი აზრით და მაყურებლს უნდა იპყრობდე მთლიანად შენი შესრულებით რასაც თორნიკე ყიფიანიც და მებოც უმაღლეს დონეზე აკეთებენ. სალომე კი უფრო კონკიობის ხარჯზე ქაჩავს მოდი ასე ვიტყვი არავის ეწყინოს
23:49 / 04-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS