04 ივნისი, 2014
სტეფანეს მარიხუანის და სალომე ტეტიაშვილის გამო ემუქრებიან - ''თუ ვერ გავაგებინე, რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ''...
პროტესტი იყო რეპერტუართან დაკავშირებითაც, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ თვითონ ყველაზე მაგრები არიან ორშაბათს ''X ფაქტორის'' მორიგ კონცერტზე სტეფანეს გუნდიდან ხალხის რჩეული ისევ სალომე ტეტიაშვილი გახდა. სალომემ შემოსული ზარების 45% მიიღო. სტეფანემ კვლავ სოფო სააკაშვილი გადაარჩინა და მარიამ კახელიშვილი სახლში გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ სალომეს პროექტი არ დაუტოვებია, მისი მენტორი სალომეს გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს. ამაზე სტეფანემ სოციალურ ქსელში სპეციალური სტატუსი გამოაქვეყნა: ''პროფესორებო, ერისა, ძალიან გრძელ საყვედურებს მიგზავნით პირადში. ამდენი კითხვის თავიც არ მაქვს… მარტივად… ნეგატივიც მარტივად… თუ შეიძლება''.
სტეფანეს დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

- სტეფანე, შენს სტატუსზე მინდა გკითხო, რა ნეგატივს გულისხმობდი?
- იმ ნეგატივს ვგულისხმობდი, რომელიც მაყურებლისგან წამოვიდა, ''ფეისბუქზე'' ძალიან ბევრი ვრცელი წერილი მივიღე, რომელსაც ბოლომდე, რა თქმა უნდა, ვერ გავეცანი. ამიტომ ვითხოვდი, მოკლედ მოეწერათ რისი თქმაც უნდოდათ. ძირითადად მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მე სათანადოდ ვერ ვაფასებ ჩემს კონკურსანტებს. პროტესტი იყო რეპერტუართან დაკავშირებითაც, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ თვითონ ყველაზე მაგრები არიან, ოღონდ უნდა ნახოთ, რა სიმღერებს მიგზავნიან, იმას ვერც გამოვაქვეყნებ.
- კონკრეტულად რომელ კონკურსანტზეა აქცენტი გაკეთებული?
- სალომე ტეტიაშვილზეა პრეტენზია, მწერენ, რატომ მინდოდა სალომეს გაგდება. მე რომ სალომეს გაგდება მდომებოდა, არც მეყოლებოდა საუკეთესო ოთხეულში. რადგან ვთქვი, რომ სალომე ერის რჩეულია და თუ ასეა, დაამტკიცოს ერმა, ჩათვალეს, რომ ამით საქმე გავუფუჭე მას. მე პირიქით მგონია, ნამუსზე ავაგდე მაყურებელი და დაურეკეს კიდეც. ვამბობ, რომ სალომე არ არის ვოკალისტი, სალომე არის მდგომარეობა, რომელიც მოსწონს მაყურებელს.
- ხომ არ გგონია, რომ სწორედ ეს ფრაზა აღიზიანებს მაყურებელს?
- თორნიკე ყიფიანზეც ვთქვი, რომ არ არის ვოკალისტი, მებოც არ არის ვოკალისტი, მაგრამ ორივე ლიდერია და ძალიან მაგარი ბიჭები არიან... რეპერტუარს რაც შეეხება, არ ვფიქრობ, რომ ძალიან ავცდი სალომეს გემოვნებას. თავად მოსწონდა ეს სიმღერა და მინდოდა ორგანული ყოფილიყო მისთვის ის, რასაც შეასრულებდა. სულაც არ ვფიქრობ, რომ მე მაგ ბავშვს რაიმეს არასწორად ვუკეთებ. სალომეც ბოლომდე მენდობა და ხვდება, რომ მისთვის ცუდი ნამდვილად არ მინდა.
- შენი აშკარა ფავორიტია…
- (მაწყვეტინებს. ავტ.) ჩემი აშკარა ფავორიტი კი არა, ყველას ფავორიტია სოფო სააკაშვილი. მგონია, მაყურებლის ფავორიტიც უნდა იყოს სოფო, თუ არ აქვთ ყურები მიხატული. ჩვენ, მენტორები რისთვის ვართ, თუ ყველაფერს თვითონ გადაწყვეტენ და არაფერს გვკითხავენ?! თუ ვინმე ვერ ხვდება, ვინ არის კარგი მომღერალი, იმისთვის ვართ, რომ მაყურებელს რამენაირად გავაგებინოთ.
- თუ ვერ გააგებინეთ?
- თუ ვერ გავაგებინე, რა ვქნა, თავს ხომ არ მოვიკლავ, არა? მიჩვეული ვარ უცნაურ შედეგებს, გადავიტან.
- თუ შენს გუნდში გაიმარჯვებს სალომე ტეტიაშვილი, როგორ გგონია, იქნება სათანადო კონკურენტი დანარჩენი მენტორების გუნდების ლიდერებისთვის?
- მაგალითად ვისთვის?
- თორნიკე ყიფიანისთვის, მებო ნუცუბიძისთვის.
- მაგათვის ნამდილად იქნება ღირსეული კონკურენტი. იმიტომ, რომ სამივე არის კონდიცია, უბრალოდ სხვადასხვა ჟანრში მღერიან. ვთვლი, რომ ქართველ ერთან ამ სამიდან ყველაზე ახლოს არის სალომე ტეტიაშვილი, ამიტომ წარმატებას ვუსურვებ. რატომაც არა, დაე, გაიმარჯვოს! ყველანაირად დავუჭერ მხარს. თუ ჩვენი ქვეყანა მას აირჩევს, მე მხოლოდ მოხარული ვიქნები.
- ვიცი, რომ თითოეულ კონკურსანტს სურვილის შემთხვევაში ერთი ქართული სიმღერის შესრულება შეუძლია, ერთ რომელიმე ტურზე. ხომ არ იმღერებს შემდეგ ლაივზე სალომე ქართულ სიმღერას, მით უფრო, რომ ის სწორედ ქართული სიმღერით გაიცნო და შეიყვარა ინტერნეტმომხმარებელმა.
- ამის უფლება ნამდვილად აქვს და მთხოვს კიდეც სალომე. აუცილებლად შევარჩევთ რომელიმე ლამაზ ქართულ სიმღერას ერთად, მაგრამ არა ამ ლაივზე. რაც შეეხება მომავალ ლაივს, ისეთი სიმღერა შევურჩიე სალომეს, პრეტენზიებს რეპერტუართან დაკავშირებით ნამდვილად არ მივიღებ.
- მუქარა ვნახე ''ფეისბუქის'' შენს კედელზე, ციხეში დაჭერით გემუქრებოდნენ, მიზეზი არ განგიმარტეს?
- მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მხარს რომ ვუჭერ, ამის გამო მემუქრებიან. დღეს განგვიმარტეს, რომ არ გადახედავენ ამ უკუღმართ კანონს. თან ერთი უცნაური რამ მოვისმინე. მარიხუანის მომხმარებლები თურმე შემდეგ ჰეროინისა და სხვა ბიონარკოტიკების მომხმარებლები ხდებიან. ეს მინიმუმ არასწორია.
- მაქსიმუმ?
- მაქსუმუმ უცოდინრობის ამბავია. ასე რომ იყოს, სხვა ევროპული ქვეყნები ასე ლოიალურად არ მიუდგებოდნენ ამ საკითხს. ეს არის აბსურდი, და ასეთ აბსურდულ განცხადებებს პრემიერმინისტრი არ უნდა აკეთებდეს.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
თაკო
მე არ მომწონს სალომე ტეტიაშვილი და მასზე უკეთესები არიან მაგალითად სოფი სააკაშვილი მასზე ათი თავით მაგრად მღერის და ცოდვის კითხვა იქნება რომ სალომემ მოიგოს ეს უსამართლობა იქნება.
13:46 / 10-06-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
მე საერთოდ ძალიან მიკვირს რო კამათობთ სალომეზე რაგაცნაირად მგონია რო ეს სააკაშვილის და სალომეს ფანების დაპირისპირება ხელოვნურია რო რეიტინგი სულ ქონდეს გადაცემას დაფიქრდით მაგაზე!!! ისე მონაცემების გაყალბებას არაფერი არ უნდა ვინმე აკონტროლებს თუ რააა!!! ძალიან მაგრად აგაგდეს აგიარეთ :)
02:06 / 08-06-2014
გამოხმაურება / 0 /
კაკი
შეიძლება ტეტიაშვილი მეც არ მომწონდეს, მაგრამ სტეფანეს პოზიცია არ მესმის. თუ აიყვანა საუკეთესო ოთხეულში, ბოლომდე მიხედოს. ნუ დასცინის და სერიალის სიმღერებს ნუ აძლევს. მენტორს არ უნდა ეტყობოდეს ვისკენ იხრება მისი სიმპატიები. რომ წერს, ეს სიმღერა სალომეს მოსწონდაო, ტყუილია. ზუსტად ვიცი სალომეს ფრანგული სიმღერის მღერა უნდოდა. ასე რომ ტყულები არ გაგივაა სტიოპ:P
16:21 / 07-06-2014
გამოხმაურება / 0 /
მადონა
გასაგებია რომ ადამიანები სხვადასხვა ახალგაზრდებს გულშემატკივრობენ და ყველა იცავს და უკეთესი გონია ის ვინც მოწონს, მაგრამ სალომეს ასე დაკნინება არ გრცხვენიათ? რ შუაშია გაჭირვებული,მშიერი და... რატომ ''გადაუვლით''ხოლმე ადამიანს, მითუმეტეს ახალგაზრდას. არაა ეს სწორი და ნუ გადაირევითხოლმე თუ ერთი აზრი არ არის. გმერთმა წარმატებები მიცეს სალომეს თუ გაიმარჯვა!
12:57 / 07-06-2014
გამოხმაურება / 0 /
nino
Sofi saakashvili namdvilad gamarjvebis xirsia,salomes mariamic bevrad jobia magram ratomxac salomes umesijeben,gasagebia ratomac,
12:56 / 07-06-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე წავიდეს
სალომე ვერ შეედრება ვერცერთს ყველა ძლიერია მაგაზე. და სტეფანესიც მესმის რომ ეძახის სალომეს მდგომარეობას რადგან მისი გაჭირვებით გაუკეთეს პიარი თუ გაჭირვებულების დახმარება გინდათ პირად საქველმოქმედო ანგარიშზე დაურიცხეთ და სხვა ბევრად ნიჭიერ ნუ დაჩაგრავთ
07:50 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ტასო
სტეფანე და თამთა ძალიან ცუდ დღეში ჩააყენა ხალხმა, ისეთები გადაიყვანეს ისეთებს დაუმესიჯეს რომლებსაც მენტორები დარწმუნებული ვარ სახლში გაუშვებდა. და ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ რას იზამ, მოხდა პირიქით
00:17 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
აბსოლიტურად ვეთანხმები მაიას მართლა უაზროდ აიკვიატეს ეგ სალომე ტეტიაშვილი,სხვები მასზე ძლიერები არიან და უფრო იმსახურებენ გამარჯვებას მაგრამ რა ვუყოთ გულჩვილი ერი ვართ ქართველები და ხშირად ამის ხარჯზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს მსგავს კონკურსებში და არა სმენის ხარჯზე.
20:07 / 05-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლარას
ჩემო კარგო დამშვიდდი და რეალურად შეაფასე სიტუაცია ის რომ ვერ გაიმარჯვა ყიფიანმა მაგთიფანში ეგ სულაც არ ნიშნავს რომ სუსტი იყო ვინმეზე კარგად უყურე მის გამოსვლებს როგორ მღეროდა ეგ ბიჭი. ისიც ყველამ კარგად იცის რომ ნიკო ბერიძემ მთელი ბათუმის და აჭარის ტელევიზიის მობილიზება გააკეთა რომ გიორგისთვის დაემესიჯებინათ ყველანაირად მხარში დაუდგა ძმას ნიკოს გვერდში ასეთი დგომა რომ არა შეიძლება გიორგის ვერც მოეგო ეს კონკურსი და ყიფოს მოეგო.თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ მე გიორგი ბერიძეს ვაკნინებ პირიქით სანამ პროექტში იყო მე მისი ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარი ვიყავი მაგრამ გავარდა და ახლა ვთვლი რომ გიორგის მერე მართლა ყველაზე ძლიერი არის ყიფიანი. გიორგი ბერიძე რო გავარდა იქს ფაქტორიდან მაშინ რა ყველაზე სუსტი იყო? სუსტი კი არა მოდი სიმართლე ვთქვათ ყველაზე ძლიერი ეგ ბიჭი იყო ამას ვაღიარებ მაგრამ გაბუნიამ უაზროდ გაუშვა ვიღაც ლამაზი მიშო ელიავას გამო. რაც შეეხება ტეტიაშვილს აკვიატებული აქვს ხალხს უბრალოდ რადგან გაჭირვებული გოგოა მოდი ასე ვიტყვი თორემ ყველაზე ძლიერი რომ არ არის ფაქტია, თუნდაც ეგ სოფო სააკაშვილი ბევრად ჯობია ვოკალურად ნებისმიერი სმენის მქონე ადამიანი მიხვდება ამას თუ სუბიექტური არ არის. რა გამოდის თქვენი ლაპარაკიდან ქალბატონო ლარა რომ რადგან სალომე გამოუცდელია და გაჭირვებული ოჯახიდან ამის გამო უნდა დაუთმონ სხვებმა და მიანიჭონ იქს ფაქტორის ტიტული?არ იქნება სამართლიანი თორემ რაც გინდა ის ქენით. მე არც სალომეს ჯავრი არ მჭირს პიროვნულად და არაფერი ღმერთმა სიკეთე მისცეს მაგრამ იქს ფაქტორის ტიტულს სხვები უფრო იმსახურებენ თუ სიმღერის კონკურსია ეს და არა სხვა რამის.
20:02 / 05-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
ტეტიაშვილი შეიდძლება კარგი გოგონაა,მაგრამ რუსთავი 2 მა მაგარი პიარი გაუკეთა,საწყალი,ღარიბი,მშიერი,გაყინული........ქართველებს კიი უყვართ ინდური ფილმები და სერიალები,ხოდა აუჩყკდათ გული და ვგრძნობ მაგას გაიყვანენ პირველ ადგილზე.არც სტეფანეს არ ესიამოვნა მისი ზარების სიმრავლე.
15:25 / 05-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS