- დიტო, როგორც ვიცი, ''X ფაქტორში'' მონაწილეობას აპირებდი. რა მოხდა, რატომ არ ხარ პროექტის მონაწილე?
- ვერ გეტყვი რატომ, მე თვითონაც არ ვიცი. კასტინგზეც არ
- რა სიმღერა შეასრულე?
- არაფერი არ შემისრულებია. ვესაუბრე პროექტის ორგანიზატორებს. მითხრეს, პრეკასტინგზე შენი მოსვლა არაა საჭირო, მერე დაგირეკავთო. ჰოდა რომ დამირეკეს, მივედი პრეკასტინგზე, ცალკე გამესაუბრნენ, ვიმღერე და მერე არავინ შემხმიანებია. არც მიზეზი მითხრეს.
- პრეკასტინგზე ვინ მოგისმინა?
- სოფო ტოროშელიძემ.
- ერთ-ერთი პროექტის გამარჯვებულს რატომ გაგიჩნდა სურვილი, რომ კიდევ მიგეღო მსგავს პროექტში მონაწილეობა?
- უბრალოდ, მინდოდა, კიდევ ერთხელ მიმეღო გამოწვევა ფართო ასპარეზზე, მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე. ეს ხომ საქართველოა, სხვანაირად არ ჩანხარ, არც არავინ ჩანს ერთი-ორი ადამიანის გარდა, ისიც იმიტომ, რომ ''ხინკლის რეპერტუარს''ასრულებენ. გარდა ამისა, პროექტის რეკლამაში იყო ნათქვამი, რომ მონაწილეობა ნებისმიერს შეეძლო, სხვა პროექტის გამარჯვებულს და შემდგარ მომღერალსაც. მაგრამ ''X ფაქტორში''მონაწილეობა დედაჩემის გამო გადავწყვიტე, რომელიც ყოველთვის ჩემი ნომერი პირველი გულშემატკივარია. მან მთხოვა, ამ პროექტში მონაწილეობა მიმეღო.
- ახლა რა გეგმები გაქვს? რომელიმე პროექტში კიდევ სცდი ბედს?
- ჯერ არა, საზღვარგარეთ წასვლას ვაპირებ. ახლა მოსკოვში ვარ, ჩემს ძმასთან. ჩემი ძმა უკვე ძალიან დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს. მეუღლე და შვილი თბილისში არიან.
- ადევნებ თვალს ''X ფაქტორს''?
- შესარჩევებს ვუყურებდი. ლაივი რომ დაიწყო, უკვე მოსკოვში ვიყავი.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''




















