03 ივნისი, 2013
რატომ დააჭერინა კოდუების დედამ პარიკმახერი
სტილისტი ლაურა ღაჭავას საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს და 7 თვე ციხეში გაატარა. როცა საქართველოში მთავრობა შეიცვალა, მას ამნისტია შეეხო. გასული წელი პრესტიჟულ სილამაზის სალონებში ქურდობა-ყაჩაღობით გამოირჩეოდა. ერთ-ერთ სილამაზის სალონში, სადაც ძმები კოდუების დედა ლაურა ღაჭავა ხშირად დადის, სტილისტად გია სოლაშვილი მუშაობს, რომელიც მაყურებელს ია ფარულავას გადაცემა ''ყოფილი ცოლების კლუბიდან'' ახსოვს.

გადაცემაში გია სტუმრების ვარცხნილობაზე ზრუნავდა. იამ მას მეტსახელად ''ლეოპოლდი'' შეარქვა და ეთერში სწორედ ასე მოიხსენიებდა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ სტილისტი თავის სფეროში ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა
ლაურა ღაჭავა იმავე სალონში სხვა სტილისტის, რომას მომსახურებით სარგებლობდა.

ვაკეში მდებარე სილამაზის სალონი, როგორც ამბობენ, კლიენტების ნაკლებობას არ უჩიოდა, თუმცა იმ დროს, როცა სალონს კოდუების დედა სტუმრობდა, მომსახურე პერსონალის გარდა იქ არავინ იყო. როგორც სალონის პერსონალი გვიამბობს, ერთხელაც ლაურა ღაჭავამ ჯერ მანიკიური გაიკეთა, შემდეგ სტილისტის ოთახში გადაინაცვლა. ჩანთა კი ''მანიკიურშასთან'' დატოვა.

სტილისტის მომსახურების შემდეგ მომსახურე პერსონალს გასძახა, მისთვის ჩანთა მიეტანათ. ხელჩანთა მიუტანეს, ლაურამ გახსნა და ყვირილი ატეხა, რადგან საფულე აღარ დახვდა.

როგორც სალონის ერთ-ერთი თანამშრომელი გვიყვება, ხან დამლაგებელზე მიიტანა ეჭვი, ხან იკითხა, კლიენტი ხომ არ იყო ვინმე, მოკლედ, ვერაფერი რომ ვერ გაარკვია, პატრული გამოიძახა.

Rating

პატრულმა დაკითხვაზე გია, რომა და ''მანიკიურშა'' მზია წაიყვანა.

მხოლოდ დაკითხვით რომ ვერაფერი გაირკვა, სალონის კამერების ნახვა გადაწყდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ლაურა ღაჭავას ჩანთიდან საფულე გიამ ამოიღო და იქვე სალონში დამალა. სტილისტი ლაურა ღაჭავას საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს და 7 თვე ციხეში გაატარა. როცა საქართველოში მთავრობა შეიცვალა, მას ამნისტია შეეხო.


როგორც ამბობენ, სალონის მაშინდელი მფლობელი რუსიკო გიას რეაბილიტაციაში დაეხმარა და სალონში სამუშაოდ დააბრუნა. რა თანხა იდო ლაურა ღაჭავას საფულეში, რომელიც პოლიციამ სალონში მალევე იპოვა, არავინ იცის.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვა ახალმა მთავრობამ აიღო ხელში, ასევე ვაკეში მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ სალონში ყაჩაღობა მოხდა. ქართული ბომონდის რჩეულ სტილისტ ვართან ასოიანს ორი ნიღბიანი პირი მაშინ დაესხა თავს, როცა სალონის ყველა თანამშრომელი უკვე წასული იყო.

ვართანა სამსახურში მარტო იყო და სალონის დაკეტვას აპირებდა, როდესაც ფანჯრიდან ყაჩაღები გადავიდნენ, ვართანას სცემეს, სალონის სალაროს ფული, სტილისტის პირადი ფული, ტელეფონი და პლანშეტი-''აიპადი'' წაართვეს და გაქცევას აპირებდნენ, როცა ვართანას მიუძახებია, ''აიპადი'' რად გინდათო, ყაჩაღებმა ეკრანი კარებიდანვე ესროლეს და გატეხილი ''აიპადი'' ვართანას დარჩა.

ამ ამბის გახმაურების შემდეგ თბილისში ათასგვარი ჭორი აგორდა, თუმცა ყაჩაღები მალევე დააკავეს. როგორც ამბობენ, ვართანას ერთ-ერთ კოლეგა თანამშრომელს ვალები დაგროვებია, რადგან სტილისტი ტოტალიზატორში ხშირად დადიოდა. ამას ავარია დაემატა, სადაც თავისი მანქანაც დაუმტვრევია და სხვისიც, და გამოსავალიც უპოვია - კოლეგა -კონკურენტი ვართანას დაყაჩაღება გადაწყვიტა.

პოლიციამ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილები ქუჩის კამერების დახმარებით იპოვა. მათ რამდენიმე თვე ციხეში გაატარეს და როდესაც ვართანას ზარალი აუნაზღაურეს და მას პრეტენზია აღარ ჰქონდა, გაათავისუფლეს. ვართანას ფინანსური ზარალი კი აუნაზღაურდა, მაგრამ დაყაჩაღებისას ისე უცემიათ, სახის ჩამტვრეულ ძვლებს სტილისტი დღემდე იშუშებს.

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 39 /
mari
ნუცა ან იდიოტი ხართ ან კიდე გიას თაყვანისმცემელი..რა არ გჯერათ კამერებმა დააფიქსირეს როგორ ამოიღო და გადამალა საფულე და თქვენი აზრით ღაჩავამ უთხრა მომპარე გია საფულე და მერე დავაჭერინებ შენს თავსო?? დებილი ხარ თუ მოდებილოო???
15:28 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიზი
ქურდის ქურდი ცხონდაო... იმდენი აქვთ მოპარული ღაჭავებს და კოდუებს, რომ...
14:40 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
როგორც ჟურნალისტი ყვება, გამოძიებამ ამოიღო ჩანაწერები რომელშიც ჩანს თუ როგორ მოიპარა გიამ საფულე და იქვე დამალა. მარა ხალხს მის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება. ამის დასტურად ყველაფრის მკადრებელ ლაურა ღაჭავას ასახელებს - ნუცა. აი ეს არის საქართველო :(
14:35 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
გიას უდანაშაულობაში ეჭვი არ მეპარება! აი ლაურა ღაჭავა კი ყველაფრის მკადრებელი ქალია!
13:24 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგი
ფუ უთამოყვარე ყოფილა როგორ გააგრძელა მუშაობა.
12:06 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
უუფ
სათაური არ შეესაბამება მთლიან სტატიას, მგონია რომ ორი სტატიაა გაერთიანებული და ჟურნალისტის უნიჭობით სხვა სათაური ვერ შეირჩა... ან ამ საწყალ ლეოპოლდს ტენის ჩვენი ძვირფასი ჟურნალისტი ვართანას დაყაჩაღებასაც...
12:04 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
დღეს ვაპირებ "მანიკურშასთანმისვლას აწი Yურადღებით ვიქნები :)
11:11 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
nata
მეც მომპარეს ფული სალონში ზუსტად მანიკურშასთან. დამლაგებელს დააბრალეს, მაგრამ მე არ მჯერა. აპრობირებული მეთოდი ჰქონიათ
10:28 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სამი
:D
18:00 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS