03 ივნისი, 2013
რატომ დააჭერინა კოდუების დედამ პარიკმახერი
სტილისტი ლაურა ღაჭავას საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს და 7 თვე ციხეში გაატარა. როცა საქართველოში მთავრობა შეიცვალა, მას ამნისტია შეეხო. გასული წელი პრესტიჟულ სილამაზის სალონებში ქურდობა-ყაჩაღობით გამოირჩეოდა. ერთ-ერთ სილამაზის სალონში, სადაც ძმები კოდუების დედა ლაურა ღაჭავა ხშირად დადის, სტილისტად გია სოლაშვილი მუშაობს, რომელიც მაყურებელს ია ფარულავას გადაცემა ''ყოფილი ცოლების კლუბიდან'' ახსოვს.

გადაცემაში გია სტუმრების ვარცხნილობაზე ზრუნავდა. იამ მას მეტსახელად ''ლეოპოლდი'' შეარქვა და ეთერში სწორედ ასე მოიხსენიებდა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ სტილისტი თავის სფეროში ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა
ლაურა ღაჭავა იმავე სალონში სხვა სტილისტის, რომას მომსახურებით სარგებლობდა.

ვაკეში მდებარე სილამაზის სალონი, როგორც ამბობენ, კლიენტების ნაკლებობას არ უჩიოდა, თუმცა იმ დროს, როცა სალონს კოდუების დედა სტუმრობდა, მომსახურე პერსონალის გარდა იქ არავინ იყო. როგორც სალონის პერსონალი გვიამბობს, ერთხელაც ლაურა ღაჭავამ ჯერ მანიკიური გაიკეთა, შემდეგ სტილისტის ოთახში გადაინაცვლა. ჩანთა კი ''მანიკიურშასთან'' დატოვა.

სტილისტის მომსახურების შემდეგ მომსახურე პერსონალს გასძახა, მისთვის ჩანთა მიეტანათ. ხელჩანთა მიუტანეს, ლაურამ გახსნა და ყვირილი ატეხა, რადგან საფულე აღარ დახვდა.

როგორც სალონის ერთ-ერთი თანამშრომელი გვიყვება, ხან დამლაგებელზე მიიტანა ეჭვი, ხან იკითხა, კლიენტი ხომ არ იყო ვინმე, მოკლედ, ვერაფერი რომ ვერ გაარკვია, პატრული გამოიძახა.

Rating

პატრულმა დაკითხვაზე გია, რომა და ''მანიკიურშა'' მზია წაიყვანა.

მხოლოდ დაკითხვით რომ ვერაფერი გაირკვა, სალონის კამერების ნახვა გადაწყდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ლაურა ღაჭავას ჩანთიდან საფულე გიამ ამოიღო და იქვე სალონში დამალა. სტილისტი ლაურა ღაჭავას საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს და 7 თვე ციხეში გაატარა. როცა საქართველოში მთავრობა შეიცვალა, მას ამნისტია შეეხო.


როგორც ამბობენ, სალონის მაშინდელი მფლობელი რუსიკო გიას რეაბილიტაციაში დაეხმარა და სალონში სამუშაოდ დააბრუნა. რა თანხა იდო ლაურა ღაჭავას საფულეში, რომელიც პოლიციამ სალონში მალევე იპოვა, არავინ იცის.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვა ახალმა მთავრობამ აიღო ხელში, ასევე ვაკეში მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ სალონში ყაჩაღობა მოხდა. ქართული ბომონდის რჩეულ სტილისტ ვართან ასოიანს ორი ნიღბიანი პირი მაშინ დაესხა თავს, როცა სალონის ყველა თანამშრომელი უკვე წასული იყო.

ვართანა სამსახურში მარტო იყო და სალონის დაკეტვას აპირებდა, როდესაც ფანჯრიდან ყაჩაღები გადავიდნენ, ვართანას სცემეს, სალონის სალაროს ფული, სტილისტის პირადი ფული, ტელეფონი და პლანშეტი-''აიპადი'' წაართვეს და გაქცევას აპირებდნენ, როცა ვართანას მიუძახებია, ''აიპადი'' რად გინდათო, ყაჩაღებმა ეკრანი კარებიდანვე ესროლეს და გატეხილი ''აიპადი'' ვართანას დარჩა.

ამ ამბის გახმაურების შემდეგ თბილისში ათასგვარი ჭორი აგორდა, თუმცა ყაჩაღები მალევე დააკავეს. როგორც ამბობენ, ვართანას ერთ-ერთ კოლეგა თანამშრომელს ვალები დაგროვებია, რადგან სტილისტი ტოტალიზატორში ხშირად დადიოდა. ამას ავარია დაემატა, სადაც თავისი მანქანაც დაუმტვრევია და სხვისიც, და გამოსავალიც უპოვია - კოლეგა -კონკურენტი ვართანას დაყაჩაღება გადაწყვიტა.

პოლიციამ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილები ქუჩის კამერების დახმარებით იპოვა. მათ რამდენიმე თვე ციხეში გაატარეს და როდესაც ვართანას ზარალი აუნაზღაურეს და მას პრეტენზია აღარ ჰქონდა, გაათავისუფლეს. ვართანას ფინანსური ზარალი კი აუნაზღაურდა, მაგრამ დაყაჩაღებისას ისე უცემიათ, სახის ჩამტვრეულ ძვლებს სტილისტი დღემდე იშუშებს.

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 39 /
მარი
სირცხვილი ამ ქერათმიანებს როგორ არ სცხვენიათ.
01:08 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასო
ღაჭავა რა ქალიც ბრძანდება ყველამ ვიცით მაგრამ ეს სტატია არც ისე კარგადაა დაწერილი.ერთი თემაა არ არის დამთავრებული და უცებ მეორეზეა გადამხტარი.ეტყობა ახალბედა ,,ჟურნალისტია,,
20:23 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ბერიტა
რა გაუკვირდა ღაჭავას ქურდობაააააააააა? ერთი ტილიანი საფულე დაუკარგია და დაუყენებია ფეხზე მთელი საქართველო, კარგია სხვის ჯიბეებში ქექვა ქალბატონო ლაურა? აბა ეხლა თქვი ააააააააა და ამოშაქრე რამდენი კაცის ჯიბეში თუ საფულეებში მჯდარხართ შენ და შენთვის საამაყო შვილები?ისიც ამოშაქრეთ სახელმწიფოს რამელა საფულე მოპარეთ
18:08 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
რაც შეეხება ნუცას ან ვინმეს შეურაცყოფას იდიოტი ან ასე შემდეგ... ვისაც გიას ან ნებისმიერის უდანაშაულობის სჯერა შეურაცყოფას ნუ მიაყენებ და ნუ ილანძღებიიიიი
17:31 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
მარი ზალიან გთხოვ , მე არ გეუბნები აზრის გამოთქმა არ შეგიძლია მაგრამ რომ ადასტურებ, რომ სალონში კამერებმა დააფიქსირაო რის საFუზველზე ამბობ, სალონის კამერები რომ კოფილიყო ეს პირველ რიგში, მაისურაძე ვითომ ჯურნალისტს კი არ ექნებოდა გამოძიებას ექნებოდა , ამიტომ ასეთი რამ არ არსებობს და ზალიან გთხოვ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ აქცევ დამაჯერებლად და ხალხს ნუ მოუწოდებ, რომ კამერამ დააფიქსირა რამე და თუ მართლაც შენ უტყუარი მტკიცებულება გაქვს, ზალიან გთხოვ იქნებ მითხრა სად ნახე კამერაში დაფიქსირებული ქურდობის ფაქტი.....
17:25 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მათე
ვინ იცის რომ კამერებმა დააფიქსირეს. გია ქურდი არ ყოფილა ,იმსალონსჰი სხვას არავის არაფერი დაუკარგავს.მოპარა და ისიც ლაურას ....აფსურდია..
17:15 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ამ სტატიის მკითხველს მინდა ვუტხრა,რომ ეს სტატია არის ერტი ვინმე ჟურნალისტის მაისურაძის უნიჭო ფანტაზიის წყარო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება, მაისურაზძეს ეტკობა უნდა რომ ჯურნალისტის სახელი ქონდეს პრესტიჯად მაგრამ სამარცხვინოა, ეტყობა მასალა არ ქონდა რედაქციაში, რომ მიეტანა და ზღაპარი მოყვა, თუ მაისურაძეს ამ ამბის რეალურად საზოგადოებისთვის უნდოდა გაეცნო უმჯობესი იქნებოდა თავად სტილისტს დაკავშირებოდა და სწორედ ის დაადასტურებდა უტყუარ ფაქტებს ამ ამბის ირგვლივ. ამიტომ მკიტხველს მოვუწოდებ, რომ არ დაიჯეროს მის მიერ გამოქვეყნებული არც ერტი სტატია
17:15 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მე
კომუნისტებიის დროს წამლის ბარიგები რო იყვნენ ისეთი ვიდი აქ ამ ბებერს და არცაა გამორიცხული შეილება წამალასაც უშვებდა,რა გასაკვირია მაგან თუ ვიგაცა დააგერინა მაგის მა ბიგმა ნახევარი საქარტველო დაიგირა,თქვენამდეც მოვლენ მოგიკაკუნებენ ერთ დგეს და მერე ვეგარც შენი სოფლელი რძლის ნანჩოს კივილიც ვეგარ გიშველით,პრინციპში რაც ამისმა ბიგმა წამალი ყიდა ან აქამდე როგორ არ იგერენ.
16:22 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
qartveli
ქურდის ქურდი ცხონდაო,ეს მითი დაივიწყეთ რა, 7 თვე ციხეში ყოფნა თუ ცხონებაა ...
15:30 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
archil
ფულს ჯიბეში ვერ ჩაიდებდა? საფულეს დამალვა რათ უნდოდა?
15:28 / 04-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS