03 ივნისი, 2013
რატომ დააჭერინა კოდუების დედამ პარიკმახერი
სტილისტი ლაურა ღაჭავას საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს და 7 თვე ციხეში გაატარა. როცა საქართველოში მთავრობა შეიცვალა, მას ამნისტია შეეხო. გასული წელი პრესტიჟულ სილამაზის სალონებში ქურდობა-ყაჩაღობით გამოირჩეოდა. ერთ-ერთ სილამაზის სალონში, სადაც ძმები კოდუების დედა ლაურა ღაჭავა ხშირად დადის, სტილისტად გია სოლაშვილი მუშაობს, რომელიც მაყურებელს ია ფარულავას გადაცემა ''ყოფილი ცოლების კლუბიდან'' ახსოვს.

გადაცემაში გია სტუმრების ვარცხნილობაზე ზრუნავდა. იამ მას მეტსახელად ''ლეოპოლდი'' შეარქვა და ეთერში სწორედ ასე მოიხსენიებდა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ სტილისტი თავის სფეროში ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა
ლაურა ღაჭავა იმავე სალონში სხვა სტილისტის, რომას მომსახურებით სარგებლობდა.

ვაკეში მდებარე სილამაზის სალონი, როგორც ამბობენ, კლიენტების ნაკლებობას არ უჩიოდა, თუმცა იმ დროს, როცა სალონს კოდუების დედა სტუმრობდა, მომსახურე პერსონალის გარდა იქ არავინ იყო. როგორც სალონის პერსონალი გვიამბობს, ერთხელაც ლაურა ღაჭავამ ჯერ მანიკიური გაიკეთა, შემდეგ სტილისტის ოთახში გადაინაცვლა. ჩანთა კი ''მანიკიურშასთან'' დატოვა.

სტილისტის მომსახურების შემდეგ მომსახურე პერსონალს გასძახა, მისთვის ჩანთა მიეტანათ. ხელჩანთა მიუტანეს, ლაურამ გახსნა და ყვირილი ატეხა, რადგან საფულე აღარ დახვდა.

როგორც სალონის ერთ-ერთი თანამშრომელი გვიყვება, ხან დამლაგებელზე მიიტანა ეჭვი, ხან იკითხა, კლიენტი ხომ არ იყო ვინმე, მოკლედ, ვერაფერი რომ ვერ გაარკვია, პატრული გამოიძახა.

Rating

პატრულმა დაკითხვაზე გია, რომა და ''მანიკიურშა'' მზია წაიყვანა.

მხოლოდ დაკითხვით რომ ვერაფერი გაირკვა, სალონის კამერების ნახვა გადაწყდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ლაურა ღაჭავას ჩანთიდან საფულე გიამ ამოიღო და იქვე სალონში დამალა. სტილისტი ლაურა ღაჭავას საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს და 7 თვე ციხეში გაატარა. როცა საქართველოში მთავრობა შეიცვალა, მას ამნისტია შეეხო.


როგორც ამბობენ, სალონის მაშინდელი მფლობელი რუსიკო გიას რეაბილიტაციაში დაეხმარა და სალონში სამუშაოდ დააბრუნა. რა თანხა იდო ლაურა ღაჭავას საფულეში, რომელიც პოლიციამ სალონში მალევე იპოვა, არავინ იცის.

მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვა ახალმა მთავრობამ აიღო ხელში, ასევე ვაკეში მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ სალონში ყაჩაღობა მოხდა. ქართული ბომონდის რჩეულ სტილისტ ვართან ასოიანს ორი ნიღბიანი პირი მაშინ დაესხა თავს, როცა სალონის ყველა თანამშრომელი უკვე წასული იყო.

ვართანა სამსახურში მარტო იყო და სალონის დაკეტვას აპირებდა, როდესაც ფანჯრიდან ყაჩაღები გადავიდნენ, ვართანას სცემეს, სალონის სალაროს ფული, სტილისტის პირადი ფული, ტელეფონი და პლანშეტი-''აიპადი'' წაართვეს და გაქცევას აპირებდნენ, როცა ვართანას მიუძახებია, ''აიპადი'' რად გინდათო, ყაჩაღებმა ეკრანი კარებიდანვე ესროლეს და გატეხილი ''აიპადი'' ვართანას დარჩა.

ამ ამბის გახმაურების შემდეგ თბილისში ათასგვარი ჭორი აგორდა, თუმცა ყაჩაღები მალევე დააკავეს. როგორც ამბობენ, ვართანას ერთ-ერთ კოლეგა თანამშრომელს ვალები დაგროვებია, რადგან სტილისტი ტოტალიზატორში ხშირად დადიოდა. ამას ავარია დაემატა, სადაც თავისი მანქანაც დაუმტვრევია და სხვისიც, და გამოსავალიც უპოვია - კოლეგა -კონკურენტი ვართანას დაყაჩაღება გადაწყვიტა.

პოლიციამ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილები ქუჩის კამერების დახმარებით იპოვა. მათ რამდენიმე თვე ციხეში გაატარეს და როდესაც ვართანას ზარალი აუნაზღაურეს და მას პრეტენზია აღარ ჰქონდა, გაათავისუფლეს. ვართანას ფინანსური ზარალი კი აუნაზღაურდა, მაგრამ დაყაჩაღებისას ისე უცემიათ, სახის ჩამტვრეულ ძვლებს სტილისტი დღემდე იშუშებს.

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 39 /
თამუნა
მოკლედ რა ეს ლაურა ღაჭავა ნამდვილი ინტრიგანია რაააააააააააააააა ქალობის არაფერი ცხია.
00:41 / 12-08-2013
გამოხმაურება / 0 /
мари
унамусо дзроха дедекаци!
16:35 / 10-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
ამ კალს ხომ საერთოთ სინდისი არ აკვს ხმას როგორ იგებს საერთოთ
20:24 / 09-06-2013
გამოხმაურება / 0 /
***
ღაჭავას ფული სად ექნებოდა? ქართუ ბანკიდან აღებული სესხიც კი ვერ დააბრუნა, ალბათ მართლა, რაღაც საცოდავი გროშები ეყარა საფულეში... საწყალი, როგორ შემეცოდა, რა დღეში ჩავარდებოდა?! კიდევ კარგი, რომ იპოვა... :D :D :D
23:54 / 08-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
გიორგი,მეცხრე საავადმყოფოსთან ერთი ამბავი იყო პოლციის მანქანები და რა ვიცი.. მე ამაზე არ ვდავობ.რასაც თქვენ ამბობთ ადვილი დასაჯერებელია, ეჭვიც არ მეპარება რომ ესე იყო. ძალიან ვწუხვარ, ესეთი ამბები ერთეული შემთხვევა ნამდვილად არ იყო წინა მთავრობის დროს...რაც შეეხება ჟურნალისტს, არ ვიცი ვინ არის და საიდან ღებულობს ინფორმაციებს, ეხლა გადავამოწმე მისი სტატიები და ზოგადად სიმართლეს წერს ლელა კილაძის ქუდის ამბავის არ იყოს. ეს შემთხვევაც სინამდვილეში მოხდა და მანაც ეს დაწერა თან რუბრიკაა ჭორი თუ მართალი.. თვითონ გიას რეპუტაცია ამითი ნამდვილად არ შელახულა,არამედ პირიქით, თუმცა მას პირადად არც ვიცნობ.
01:24 / 06-06-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ნია, გიორგი არავინ არ არის ც ჩემი, უბრალოდ მე იმ დროს იქ ვიკავი და ზუსტად ვიცი რა მოხდა, ტქვენ არ ვიცი რა ადგილას იკავიტ, მაგრამ წავწავაზე არ გადაკეტილა და ესაც დიდი სიცრუეაა, ღაწავამ კი გიამდე გოგონას რომელიც ვარცხნილობას იკეტებდა მას დააბრალა და ვერ გამოუვიდააა, არანაირი წავწავაზე არ გადკეტილა ჩემო კარგო, ეს სტატია ისევე სიმართლეა როგორც ფსევდო გიორგი მაისურაძე, მასეტი გვარის ჯურნალისტი საერთოდ არ არსებობს და ტუ გინდა სარწმუნოებისტვის გადაამოწმეეეე, თუ ვინმე გკავს ნსაცნობი ჟურნალისტი, სიყალბეა თვითონ ეს სტატია თორე ვინ დამნაშავე და ვინ უდანაშაულო მაგას არ ვარკვევ
23:43 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
გიორგი, თქვენ ეტყობა გიას ახლობელი ხართ, და მესმის თქვენი გულისტკივილი. მეც ნაკლებად მჯერა რომ გიას შეეძლო ეს გაეკეთებინა, მით უმეტეს ღაჭავასთვის.. მაგრამ მოდით ვთქვათ სტატიის შესახებ, ჟურნალისტი ამბობს, ვციტირებ ,,როგორც გამოძიებამ დაადგინა, ლაურა ღაჭავას ჩანთიდან საფულე გიამ ამოიღო და იქვე სალონში დამალა." ეს ცნობილი ფაქცია, მთელი ჭავჭავაძე გადაკეტეს, მე პირადად მახსოვს. ჟურნალისტი კი არ აბრალებს, ფაქტს ასახავს და გასკვნები მშვენივრად გამოაქვთ მკითხველს, მის უდანაშაულობაში ეჭვი არავის ეპარება.
13:27 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ესმა
სევასტი, ყველა უნდა დაისაჯოს ვინც არ უნდა იყვეს დაზარალებული, მაგრამ ეს სტატია აფსურდია,ლაურას საფულე არ მოპარეს მას სახლში დარჩა და შემდეგ |ტვითონვე იპოვაა, მაგრამ ამბავი უკვე ატეხილი ქონდა იმიტომ , რომ სპექტაკლი დადგა, ვინაიდან სტილისტს ვერ აპატია მისი სალონის მიტოვება და სხვაგან გადასვლა ეს იყო კრიმინალური პოლიციის უფროსის დედის დაკვეთა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია, გია თავისუფალია
12:20 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
სევასტი
ბა რა უნდა ექნა აღარ უნდა ეჩივლა ჯერ სამართლიანობის აღდგენაზე ლაპარაკობთ და აქ საფულე მოიპარა ტიპმა და არ უნდა დასჯილიყო ან რო წერთ ტილიანი საფულისთვის ფეხზე დააყენა საქართველოო სამართლიანობის შესახებ რა გაგიგია საერთოდ დამნაშავე დამნაშავეა და უნდა დაისაჯოს ქურდიც მოძალადეც მკვლელიც რა მნიშვნელიბა აქვს ვის მოპარა ქურდი ქურდია და რა არ უნდა ეჩივლა???? ან ამაზე რა სტატია უნდა დაიწეროს ქურდმა მოპარა ქალს საფულე და დაიჭირეს თან ვინმემ კი არ დაადანაშაულა კამერებმა დააფიქსირეს
10:59 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
იპარავენ და თან იცინიან,ყოჩაღ თქვენ ქალობას.
01:12 / 05-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS