02 ივნისი, 2014
თიკა ჯამბურია შეყვარებულია – ვინ არის მომღერლის რჩეული
ჩემს შესახებ ძალიან ხშირად წერენ ხოლმე ჭორებს მომღერალი თიკა ჯამბურია შეყვარებულია. როგორც სანდო წყაროსგან შევიტყვეთ მისი რჩეული ზუკა ყალიჩავაა. მომღერალს მათი ერთობლივი ფოტო „ფეისბუქზე“ მთავარ ფოტოდ აქვს დაყენებული. ფოტო ბევრ მეგობართან ერთად ყოფილ მეუღლეს - ბექა ხოფერიასაც აქვს მოწონებული. როგორც ამბობენ, წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვართ. ისიც გავიგეთ, რომ ზუკა ადრე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო. თუმცა ახლა არ მუშაობს.
ამბის გადამოწმება თავად თიკა ჯამბურიასთან ვცადეთ. მომღერალმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, თუმცა სიყვარულის ისტორია არც
დაადასტურა და არც უარყო.

- თიკა, მართალია, ცოტა ხნის წინ ხუმრობით გაავრცელე ინფორმაცია, რომ გათხოვდი, მაგრამ ახლა სანდო წყაროსგან გავიგეთ, რომ ნამდვილად შეყვარებული ხარ.
- ვინაა ეს სანდო წყარო?
- წყაროს ვერ დავასახელებთ, გარდა ამისა ფოტო ვნახეთ `ფეისბუქზე“ და გავარკვიეთ, რომ ზუკა ყალიჩავა და თქვენ შეყვარებულები ხართ. უარყოფთ თუ დაადასტურებთ ამ ამბავს?
- არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, ჩემს შესახებ ძალიან ხშირად წერენ ხოლმე ჭორებს. არ მინდა, საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი, როცა საჭიროდ ჩავთვლი, მაშინ გავაკეთებ კომენტარს და ყველა გაიგებს ვინ მიყვარს.
- შეიძლება ვთქვათ, რომ არ უარყოფთ, რომ რაც გავიგეთ მართალია.
- ბევრ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული, ეს არაფერს ნიშნავს.

სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
''
რა ანდამატის მატარებელია ეს ქალი?
14:33 / 03-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS