02 ივნისი, 2014
ექსკლუზივი – თინა მახარაძე ნიკა მელიასთვის მიძღვნილ პიკანტურ ფოტოსესიაზე პირველ განმარტებას აკეთებს
ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რაც ამ ფოტოებში ჩავდე, არის ის რომ, სინამდვილე და სიახლე ასწორებს ორი კვირის წინ მსახიობმა თინა მახარაძემ, საკუთარ ''ფეისბუქზე'' საწოლში გადაღებული პიკანტური ფოტოები განათავსა, რომლებსაც შემდეგი მინაწერი ახლდა ''მართლა ახალგაღვიძებული, მართლა ჩემს სახლში და მართლა მე...

მე ვარ მსახიობი, არ ვარ მოდელი, არ მაქვს იდეალური თუ რაღაცნაირი პარამეტრები, ვარ 160 სმ (''ჯიპისის'' სასწორს თუ დავუჯერებ, მაგდენიც არა). 45 კილოგრამი, უმაკიაჟო და უფოტოშოპო, უგლამურო და უმაქმანო. ჰოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რაც ამ ფოტოებში
ჩავდე, არის ის რომ, სინამდვილე და სიახლე ასწორებს. მაგრამ თქვენ ხმა მაინც ნიკა მელიას მიეცით.''

აღნიშნულმა ფოტოებმა სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამბობდნენ, რომ თინა ნიკა მელიას უკეთებდა რეკლამას. მსახიობს დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ.

- თინა, შენი პიკანტური ფოტოების ნიკა მელიასთან დაკავშირება ხუმრობა იყო თუ...
- რა თქმა უნდა, ვიხუმრე. არ ვიცი, თქვენ რამდენად გაქვთ იუმორის გრძნობა, მაგრამ თუკი იმ მხრიდან შეხედავთ, როგორ სლოგანებს და სარეკლამო კლიპებსაც აკეთებენ პოლიტიკოსები, მიხვდებით ამ მინაწერში ხუმრობის არსს. ხაზი გაუსვი ჩემს დადებით მხარეებს, როგორც ამას აკეთებენ პოლიტიკოსები საკუთარ სარეკლამო რგოლებში და აქვე დავძინე, რომ ხმა მე კი არა, ნიკა მელიას უნდა მისცენ.
- ნიკა მელიას იცნობ?
- არა, არანაირი შეხება მაგ ადამიანთან არ მაქვს, არც ვიცნობ. უბრალოდ მხარს ვუჭერ ''ნაციონალურ მოძრაობას'' და ვინც არ უნდა ყოფილიყო მათი კანდიდატი, მას მივცემდი ხმას.
- სწორედ ამიტომ, ეს ფოტოსესია ნიკა მელიას მხარდამჭერად შეიძლება ჩავთვალოთ. არ მეთანხმები?
- არა, არა, აბსოლიტურად არ გეთანხმებით!
- მაშინ, იქნებ კიდევ ერთხელ ახსნა შენს ფოტოებზე, ამ მინაწერის მიზანი?
- არ ვიცნობ ნიკა მელიას, პიროვნულად არანაირი შეხება არ მაქვს. უბრალოდ მხარს ვუჭერ როგორც ''ნაციონალური მოძრაობის'' კანდიდატს. მინაწერიც აქედან გამომდინარეობს. ვიხუმრე, არ ვიცი ეს თქვენთვის რამდენად კარგი იუმორია, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო ნიკა მელიას რეკლამა.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
!!!
ზუსტად ის როლი შეასრულა რაც არის ცხოვრებაში (გოგონა გარე უბნიდან).....
21:38 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
:-)
რატომ ღელავთ ასე ერთი პატარა ,,მსახიობის" გამოსვლაზე, თქვენი პროტესტი უფრო მეტ აზარტს არ აძლევს? როგორ ფიქრობთ. ,,მისცეს" ვისაც უნდა თავისი უფლებაა.
00:57 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ავაზა
ნიკასაც?
17:28 / 04-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ვიკა
მგონი ნიკამ რეალური ხმები დაკარგა ,ამ ვითომ კლიპის შემდეგ .ისე ,რომ იცოდეთ ეს თინაა თუ ვიღაცა ,ხმებს ნამდვილად დაგაკარგვინებთ,რადგანაც ხედავთ ძველი და ახალი კომენტარებიდან ,ხალხს ,როგორ ეზიზღება.
16:33 / 04-06-2014
გამოხმაურება / 0 /
თინას
თინა მაგარი გოგო ხარ, სიმართლე რომ უთხარი ამ ვაიმორწმუნეებს, შენ რომ გკიცხავენ იმის ხმამაღლა თქმისთვის, რასაც ისინი ბნელში ჩუმად ჩადიან! მართალია არც ნაციონალები არ არიან ანგელოზები და არც ორალური სექსი არ არის ბუნებრივი სექსუალური მოთხოვნილება, მაგრამ შენ მაინც იმ ყველა ადამიანზე მაღლა დგახარ, რომლებიც დაფარულში უარესს აკეთებენ და პოლიტიკაშიც განუკითხაობის მომხრენი არიან! არადა ღმერთი არც ერთს იწონებს და არც მეორესაც, და შენი გულახდილობით შენ უფრო მეტი შანსი გაქვს ღმერთთან დაახლოების, ვიდრე ბნელში მოქმედ ფარისევლებს-მღვდლებსა და მათ მხარდამჭერებს აქვს!
15:01 / 04-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS