31 მაისი, 2014
ცაგერელ მოსწავლეებს „ეტალონში“ სიურპრიზები მოუწყვეს
„ეტალონი“ „პირველი არხის“ ეთერში 19:00 სთ-ზე დაიწყება. „ეტალონის“ გაზაფხულის თამაშების ბოლო გადაცემა ცაგერის რაიონის სხვადასხვა სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს მიეძღვნათ.

მოთამაშეთა საგულშემატკივროდ სტუდიაში ოჯახის წევრები, ახლობლები, პედაგოგები და ცაგერის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მოთამაშეთა და დამსწრე სტუმართა მხარდასაჭერად ანსამბლმა „სალაღობომ“ ქართული სიმღერა „ლაჭები და ოფიტარა“ ნიჭიერ ახალგაზრდა მომღერალთან ერთად ახალი ინტერპრეტაციით შეასრულა.

ვინ მოიპოვა გამარჯვება და რა სიურპრიზი მოუწყო მას და დანარჩენ მონაწილეებს ცაგერის მაჟორიტარმა დეპუტატმა სერგო ხაბულიანმა, ამას შაბათს 31 მაისს იხილავთ. „ეტალონი“ „პირველი არხის“ ეთერში
19:00 სთ-ზე დაიწყება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS