დოლიძის კრიტიკას კესარია ''ფეისბუქზე'' შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა:
''ეს მხცოვანი ქალი რამ გააღიზიანა? ბებიისტოლა ქალს მეტი საქმე არ აქვს ალბათ, პროფესიულად აღარავის აინტერესებს და მე ვისთან რა ფოტოს გადავიღებ ჩემთვის, ვიღაც
პ.ს. არსებობს ფოტო, სადაც მე და ქეთის შვილი თორნიკე ვართ კადრში ერთად. ამაზე რას იტყვის ქალბატონი ქეთი, ნეტა? იქნებ და უფრო უხერხული პოზააა? ღამე კამერას ვერ გათვლი, სწრაფია...''
მოგვიანებით ქეთი დოლიძემ კესარიას სოციალურ ქსელის საშუალებით უპასუხა:
''ქ-ნო კესარია, ჩემი შვილი ჩვენი თეატრის მსახიობი არ გახლავთ! თქვენს მიმართ არანაირი არც გრძნობა და არც ემოცია არ გამაჩნია. ცხოვრობთ ისე, როგორც მოგწონთ, ბულვარულ პრესასა და ბულვარულ შოუებშიც ძალიან პოპულარული ხართ და ღმერთმა მოგახმაროთ!
თქვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, ჩემო "უფლებადამცველებო", ვერავინ დამწამებს ადამიანის უფლებების დარღვევას... გადაიღეთ ასი ათასი ფოტო, მე მაგაზე არ ვინერვიულო, მაგრამ ჩვეულებრივ ფოტოსა და პორნოსთან მიახლოებულ სურათს შორის დიდი განსხვავებაა.
ისე კი, თქვენს განათლებას და ქართულს მიხედეთ, ქ-ნო კესარია. რაც შეეხება ბოღმით ამონთხეულ კომენტარებს და მათ ავტორებს! ისეთ სფეროში ვმუშაობ და ვარ ამდენი წელია, რომ ათასნაირი აღმსარებლობის თუ სხვადასხვა შეხედულების ადამიანები არიან ჩემი მეგობრები.
ეს ისტერიკა არ გამოგივათ და სააგენტოებს მეტი საქმე თუ არა აქვთ, იხალისონ... ვინც ამ საშინელ კომენტარებს წერს, ქალბატონი კესარიას ჩათვლით, არც ჩემი ფილმები ან სპექტაკლები უნახავს და არც სხვისი.
ამიტომ სულ არ ვთვლი საჭიროდ, ამას იქით კომენტარი გავაკეთო! ყველამ თავის "დალაგებულ" ცხოვრებას მიხედოს!!!! არ მინდა აღმოვჩნდე აგრესიულ უმცირესობაში და არც აღმოვჩნდები! სააგანტოებმა კი თავისი ნამდვილი საქმე აკეთონ!!!!! ქეთი დოლიძე''
იხილეთ ასევე
ვინ ეხუტება კესარიას მკერდზე - ''შემიძლია, მათ ჩემი ''ვაჟკაცის'' ზომაც ვუთხრა''...
ქეთი დოლიძემ მსახიობი კესარია აბრამიძესთან გადაღებული ფოტოს გამო გალანძღა
სალომე დადიანი
სპეციალურად საიტისთვის




















