29 მაისი, 2014
ჟიურის რომელი წევრით არის უკმაყოფილო ბორის ბედია - ''ლელა წურწუმიაც არ იყო ცუდი კაცის პირობაზე''
არ ვიცი, ობიექტურად უნდა შეფასონ ალბათ გუშინ ''ჯდს''-ზე პროექტ ''ერთი-ერთში'' ბორის ბედიამ ვალერი მელაძე განასახიერა. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის შესრულება იღბლიანი აღმოჩნდა კონკურსანტისთვის, ჟიურიმ ნამუშევარი მოუწონა და ქულებიც შესაბამისი დაუწერა. პროექტის მსვლელობის დროს მომღერალმა არაერთი საინტერესო სახე შექმნა, მათ შორის იყო: ფრედი მერკური, ტომ ჯონსი, ლელა წურწუმია. მიუხედავად იმისა, რომ ჟიური ყოველთვის კარგად აფასებს, ბორისი მაინც დაბალ ქულებს ჯერდება.

- ბორის, კმაყოფილი ხარ გუშინდელი შენი შესრულებით?
- რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, მაქსიმუმი გავაკეთე, ''ხოშიანად''
ვიმღერე.
- თავად შენს მიერ შესრულებული რომელი ნომერი მოგწონს ყველაზე მეტად?
- როგორ გითხრა, ყველა კარგი იყო, ფრედი მერკური, ტომი ჯონსი, ლელა წურწუმია…
- მიუხედავად იმისა, რომ ბევრს შრომობ, დიდ დროს უთმობ თითოეული მომღერლის განსახიერებისთვის მზადებას, ქულები მაინც არ გაქვს მაღალი. გული ხომ არ გწყდება?
- რა თქმა უნდა, მწყდება. მაღალ ქულებს ვიმსახურებ. ლუ ბეგას ტურით ვარ მხოლოდ უკმაყოფილო. ტექსტი დამავიწყდა, ალბათ ცოტა უპასუხისმგებლოდ მივუდექი. სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ დამიზოგავს თავი. არ ვიცი რატომ ხდება ასე. სიტყვიერად კარგად მაფასებს ჟიურის ყველა წევრი და ქულებზე რომ მიდგება ჯერი, დაბალ ქულებს მიწერენ. ''ერთი ერთში'' იყო ნამდვილად ფრედი მერკური, ტომ ჯონსი, ერთი დეტონაცია არ ყოფილა. სმენა ხომ აქვს ხალხს. ლელა წურწუმიაც არ იყო ცუდი კაცის პირობაზე. არ ვიცი, ობიექტურად უნდა შეფასონ ალბათ.
- განსაკუთრებით ჟიურის რომელი წევრით ხარ უკმაყოფილო, ვინ გიწერს ყველაზე დაბალ ქულებს?
- ზაზა კოლელიშვილი, ალბათ. რა გითხრათ, ყველას თავისი ხედვა აქვს. ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლიო. მთავარია ხალხის სიყვარული მაქვს.
- შენი და, სოფო ხშირად დადის კონცერტებზე. გგულშემატკივრობს, შენიშვნები თუ აქვს ხოლმე.
- რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს და შენიშვნებსაც ვაძლევთ, როცა საჭიროა. სულ არ მაქვს ამის პრეტენზია. ნეტავ ვინმემ რამე კარგი მასწავლოს.
- თუ იცი ლელა წურწუმიას მოეწონა შენი შექმნილი ლელა?
- არ ვიცი, ლელასთან არ მისაუბრია. უნდა მოსწონებოდა წესით, ყველას მოეწონა.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS