თუმცა დღეს გადაწყდა, რომ ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი ''კაზანტიპი'' ტრადიციისამებრ ყირიმში ჩატარდება, იუწყება სააგენტო ''კრიმინფორმი''.
ელექტრონული მუსიკის და კლუბური კულტურის დღეები პირველ აგვისტოს სოფელ პოპოვკაში დაიწყება და ათი დღე გაგრძელდება.
ფესტივალის ორგანიზატორები ასევე გვატყობინებენ, რომ იმავე სახელწოდებით აგვისტოს ბოლო ათ
''კაზანტიპი'' პირველად 1992 წელს ჩატარდა და 1998 წელს რუსეთის ელექტრონული მუსიკის მთავარ მოვლენად იქცა. პირველად მუსიკალური მარათონი ჩატარდა აზოვის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ შელკინოში კაზანინის რაიონში, საიდანაც წამოვიდა ფესტივალის სახელწოდება.
სოფელ პოპოვკაში ფესტივალი 2001 წლიდან ტარდება.
კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის




















