28 მაისი, 2014
''კაზანტიპი'' ტრადიციისამებრ ყირიმში ჩატარდება – ქართველები 16 000 უკრაინელი ქალბატონის გარეშე?..
ელექტრონული მუსიკის და კლუბური კულტურის დღეები პირველ აგვისტოს სოფელ პოპოვკაში დაიწყება ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ფესტივალი ''კაზანტიპი'' ყირიმში აღარ ჩატარდებოდა და ანაკლიაში დაიდებდა ბინას. სადაც დასასწრებად 16 000 უკრაინელი ქალბატონიც ჩამოვიდოდა.

თუმცა დღეს გადაწყდა, რომ ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი ''კაზანტიპი'' ტრადიციისამებრ ყირიმში ჩატარდება, იუწყება სააგენტო ''კრიმინფორმი''.

ელექტრონული მუსიკის და კლუბური კულტურის დღეები პირველ აგვისტოს სოფელ პოპოვკაში დაიწყება და ათი დღე გაგრძელდება.

ფესტივალის ორგანიზატორები ასევე გვატყობინებენ, რომ იმავე სახელწოდებით აგვისტოს ბოლო ათ
დღეს ფესტივალი საქართველოს კურორტ ანაკლიაში გაიმართება.

''კაზანტიპი'' პირველად 1992 წელს ჩატარდა და 1998 წელს რუსეთის ელექტრონული მუსიკის მთავარ მოვლენად იქცა. პირველად მუსიკალური მარათონი ჩატარდა აზოვის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ შელკინოში კაზანინის რაიონში, საიდანაც წამოვიდა ფესტივალის სახელწოდება.

სოფელ პოპოვკაში ფესტივალი 2001 წლიდან ტარდება.

კესო ლაღიძე
სპეციალურად საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
გოდერძი
ეეე., რა ვუყო ახლა ამდენ პრეზერვატივს?!
21:15 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS