28 მაისი, 2014
რამ ჩააგდო შოკში მებო ნუცუბიძე - ''ყველაფერს ქეთისთვის ვაკეთებ''...
მცდარია შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ გაბუნია, მუსიკის გარტყმაში არ არის მებო (მერაბ) ნუცუბიძე გიორგი გაბუნიას ოთხეულშია. პირველ ლაივკონცერტზე მუსიკოსი ესემესლიდერი გახდა. მებო საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, ახლა მეორად პროფესიაზე სწავლობს, ფრანგულ ლიტერატურას ეუფლება, მაგისტრის ხარისხისთვის ''იბრძვის'', თუმცა მისი სურვილია მუსიკით იშოვნოს ფული და არა ფრანგულიდან თარგმნილი ტექსტებით ან მოსწავლეებით. სიმღერებს 17 წლიდან წერს. გიტარას ''რედიოჰედის'' სიყვარულით დაეუფლა. პირველი სიმღერა სიყვარულმა დააწერინა. თუმცა დღეს არც ის სიმღერა და არც ის გოგო აღარ მოსწონს. კმაყოფილია ''X ფაქტორით'', რადგან
მის სიმღერებს ინეტრენეტსივრცეში ნახვები მოემატა.

- მებო, ლიდერი იყავი პირველ ლაივზე, ელოდი?
- ძალიან გამიხარდა, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი. აბსოლუტურად განსხვავებული ოთხეული ვიყავით, ერთნაირად ძლიერები. გიორგი ბერიძის პროექტიდან გამოთიშვასაც არ ველოდი, ''X ფაქტორის'' ვიდეოების ნახვებით თუ ვიმჯელებთ, მე და გიორგი ვიყავით ლიდერები. მისი გავარდნა შოკი იყო ყველასთვის. მეგონა ესემესლიდერი იქნებოდა.
- როგორ გგონია, რისი ბრალი იყო გიორგის გავარდნა?
- ვერ გეტყვით. ამ ტურზეც მაგრად იმღერა, ცუდად რომ ემღერა მასვე დავაბრალებდი, ახლა არ ვიცი რა ვთქვა. თან ჩემი საყვარელი სიმღერა იმღერა. რას გაუგებ მაყურებელს.
- შენს მენტორს, გიორგი გაბუნიას ხშირად აკრიტიკებენ, ამბობენ, რომ მუსიკის აზრზე არ არის. მოგწონს მისი შერჩეული სიმღერები და რას იტყვი მასზე, როგორც მენტორზე?
- იმისთვის, რომ კარგი მუსიკალური პროდიუსერი იყო, სულ არ არის საჭირო მუსიკოსობა. ამის ძალიან კარგი მსოფლიო მაგალითები არსებობს. დღემდე კმაყოფილი ვარ გიორგის მუშაობით ჩემთან, სიმღერებით რომელიც შემირჩია. ვთვლი, რომ გემოვნებიანია. თავისი ოთხეულიც გემოვნებით შეარჩია. ასე რომ, მცდარია შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ გაბუნია, მუსიკის გარტყმაში არ არის (იცინის), სმენა აქვს.
- მებო, შენს ფანგოგონებს გული დასწყდებათ ალბათ, მაგრამ უნდა გავამხილოთ, რომ შეყვარებული ხარ. ვინ არის შენი რჩეული?
- ქეთი იურისტია, თუმცა კარგად ერკვევა მუსიკაში და საუკეთესო რჩევებს მაძლევს. მისი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიცი რომ უსაფუძლოდ არ შემაქებს, არ მომატყუებს. ცუდად რომ ვმღერი, ამასაც პირდაპირ მეუბნება.
- ქეთისთვის მიგიძღვნია სიმღერა?
- ყველაფერს რასაც ვაკეთებ მისთვის და მისი დამსახურებით ვაკეთებ.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნიი
ფრანგულით რას იშოვის აბა ფულს იქნება ჩემსავით :))) აშკარად სიმღერა სჯობს
18:59 / 31-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თათა
საყვარელია აქვს, მშვიდი ტიპი ჩანს
02:08 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS