27 მაისი, 2014
პირველი კომენტარი პრიზის გარეშე დარჩენილი ნინი წიკლაურისგან - ''კონკურსებში არასოდეს მივიღებ მონაწილეობას''...
რაც შეეხება საქართველოს, მიყვარს ჩემი ქვეყანა და სულ ვამბობ, საქართველოში ჰაერსაც კი გემო აქვს-მეთქი, მაგრამ... ''ორი ვარსკვლავი'' დამთავრდა, მაგრამ პროექტის მეორე ადგილზე გასულ წყვილზე დღესაც ბევრს საუბრობენ. ბევრს უკვირს, რომ მეორე ადგილოსან ლევან ჯავახიშვილს და ნინი წიკლაურს მხოლოდ სახის კრემები გადასცეს. მესამე ადგილზე გასულ გოგოლა კალანდაძეს კი 10000 ლარი. მთელი დღის განმავლობაში ''ფეისბუქზე'' ორივე დამამშვიდებელ წერილებს იღებს. ნოეს კი სწერენ, რომ ასეთ პროექტებში როგორც წესი, მეორე ადგილზე გასულებიც იღებენ პრიზებს, და ამ ძალიან კარგ წყვილს პრიზის
გარეშე ნუ დატოვებთო. ატეხილი აჟიოტაჟის გარშემო ნინი წიკლაურთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ნინი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში იმ ამბავს, რომ მხოლოდ სახის კრემები გადმოგცეს. თავად ამ ამბავზე რა კომენტარს გააკეთებ?
- ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვფიქრობ, უკომენტაროდ დატოვება ჯობს, რადგან არ მაქვს პასუხი და ალბათ არც უნდა მქონდეს.
- ელოდით მეორე ადგილს, ყველა გამარჯვებას გიწინასწარმეტყველებდათ.
- გამარჯვებას ველოდი, რადგან ვთვლიდი, რომ ჩვენი გამოსვლები და მით უმეტეს ბოლო ნამღერი, ''ჰერიო ბიჭებო,'' თეონა კონტრიძის კომენტარს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული, უმაღლესი კლასის ნამღერი იყო.
- მართლა კარგი დუეტი შედგა და ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთად გააგრძელოთ სიმღერა. თუნდაც ერთი სიმღერა რომ ჩაწეროთ, თქვენს გულშემატკივრებს გაახარებთ.
- აუცილებლად. იმდენი გაზიარება აქვს ჩვენს დუეტებს სოციალურ ქსელებში, რომ ნამდვილად ჩავწერთ ერთ მეგობრულ დუეტს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრები შეიყვარებენ, მაგრამ გავა წლები და ჩვენი შესრულებით ''ჰერიო ბიჭებო'' ისტორიას დარჩება, ამის პირობას ვდებ.
- ნინი, მსგავს პროექტში მიიღებ კიდევ მონაწილეობას? ძალიან ბევრ წერილს იღებ სოციალურ ქსელში, გამშვიდებენ, და ამბობენ, ეს საქართველოა და გული არ დაგწყდეთო...
- საქმე იმაშია, რომ მე ამ პროექტში მონაწილე არ ვიყავი, აქ ვმუშაობდი ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მ;ომღერალი. ამიტომ შეგუებული ვიყავი თავიდანვე, რომ ეს არის ლევანის კონკურსი და მე მხოლოდ მისი დამხმარე ვიყავი. ჩვენი დუეტი მალე გახდა პროფესიონალური და ჩემი წვლილიც გასცდა დამხმარეს ფარგლებს. ამიტომ განვიცადე ლევანის გარეთ დარჩენა. რაც შემეხება მე, კონკურსებში არასოდეს მივიღებ მონაწილეობას. გამოვედი ამ ასაკიდან.
პროექტებში, სადაც მხოლოდ დამხმარე ვიქნები, აუცილებლად დავთანხმდები მონაწილეობაზე. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა ადამიანებს რომ სიკეთეს ვუკეთებ და ვეხმარები. სოციალურ ქსელში იმდენი იწერება ჩვენზე და კონკრეტულად ჩვენს გუშინდელ გამოსვლაზე, რომ სიამაყით ვივსები. ეს ღირდა ამად. ღირსეული წაგება ყველაზე ტკბილია, როცა შენზე მთელი საქართველო საუბრობს.
რაც შეეხება საქართველოს, მიყვარს ჩემი ქვეყანა და სულ ვამბობ, საქართველოში ჰაერსაც კი გემო აქვს-მეთქი, მაგრამ... მაინც... ეს საქართველოა და ზუსტად ეს საქართველო შემოინახავს ისტორიად იმ გამოსვლას, რაც გუშინ ''ორი ვარსკვლავის'' სცენაზე ნინიმ და ლევანმა ჩაიდინეს (იცინის).

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 34 /
მარი
ცუდად მოიქცნენ თქვენც გეკუთვნოდათ პრიზი.უსამართლობააა ძალიანნ ;(
21:42 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
რეზი
იქ სადაც უსმენო და უხმო გოგოლა კალანდაძე სამეულში გაიყვანეს, მე უკვე მივხვდი, რომ აფერისტი ნოე ნაცებს ემსახურებოდა.
21:25 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ქრისტი
ეს წყვილი გამარჯვებას იმსახურებდა!!!!!!!!!!!!!!!!!! ამ შიუს მხოლოდ ამ წყვილის გამო ვუყურებდი...და ვერ ვიჯერებ, რომ ისინი დღეს პრიზის გარეშე არიან:(
21:14 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსა
მადლობა იმ წუთებისათვის,რაც სიმღერის დროს მომანიჭეთ.თქვენ ხალხის გულში დაიკავეთ პირველი ადგილი და დიდი სიყვარული...
21:04 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ucha
Sanam gamarjvebuls gamoacxadebdnen irina ukve cremlebs itcmendavda.
20:56 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ნინი ჩემო საყვერელო გოგო,შენც და ლევანიც გამორჩეულები იყავით და გამარჯვებულებიც თქვენ ხართ.ვარძელაშვილის ცოლის გამარჯვება არაფერს ნიშნავს.თქვენ ყველაზე ძვირფასი პრიზი-ხალხის სიყვარული და სითბო დაიმსახურეთ.ესაა მთავარი.თქვენი ნამღერი"ჰერიო ბიჭებო"დიდხანს ემახსოვრება ხალხს.გული არ დაგწყდეთ საყვარლებო!გვიყვარხააააააააათ!!!
20:26 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
გულს ნუ გაიტეხთ! თქვენი შესრულებული "ჰერიო ბიჭებო" მართლაც ისტორიას დარჩება, ემოციებისგან ამდენი არასდროს მიტირია. დიდი მადლობა,ხალხის სიყვარულზე დიდი პრიზი არ არსებობს, თქვენ ეს პრიზი მოიპოვეთ!
20:21 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეტევან
ასეტი რამ კარგა ხანია არ მახსოვს
20:00 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლინდა
ლევან და ნინი, ტქვენ საქართველოს რჩეულები ხართ ნამდვილად, ვისთანაც კი საუბარი ჩამოვარდა ამ საკითხზე ყველა თქვენ გაქებთ ჩემო საყვარლებო, გული არ გაიტეხოთ, ნაცების ნარჩენებს მართლაც ბევრი ფული აქვთ და მოიგეს ეს კონკურსიც. რას ვიზამთ გული არ გაიტეხოთ ჩემო კარგებო!
18:50 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
///////
ნინი, დიდი მადლობა თქვენი გუშინდელი არაჩვეულებრივი შესრულებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის ისევე როგორც ჩემთვის რეალური გამარჯვებულები თქვენ ხართ, პროექტის ავტორებს და სპონსორებს კი გუშინდელი მათი მოქმედების ან უმოქმედობის გამო თქვენს მიმართ-სირცხვილი
18:39 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS