27 მაისი, 2014
პირველი კომენტარი პრიზის გარეშე დარჩენილი ნინი წიკლაურისგან - ''კონკურსებში არასოდეს მივიღებ მონაწილეობას''...
რაც შეეხება საქართველოს, მიყვარს ჩემი ქვეყანა და სულ ვამბობ, საქართველოში ჰაერსაც კი გემო აქვს-მეთქი, მაგრამ... ''ორი ვარსკვლავი'' დამთავრდა, მაგრამ პროექტის მეორე ადგილზე გასულ წყვილზე დღესაც ბევრს საუბრობენ. ბევრს უკვირს, რომ მეორე ადგილოსან ლევან ჯავახიშვილს და ნინი წიკლაურს მხოლოდ სახის კრემები გადასცეს. მესამე ადგილზე გასულ გოგოლა კალანდაძეს კი 10000 ლარი. მთელი დღის განმავლობაში ''ფეისბუქზე'' ორივე დამამშვიდებელ წერილებს იღებს. ნოეს კი სწერენ, რომ ასეთ პროექტებში როგორც წესი, მეორე ადგილზე გასულებიც იღებენ პრიზებს, და ამ ძალიან კარგ წყვილს პრიზის
გარეშე ნუ დატოვებთო. ატეხილი აჟიოტაჟის გარშემო ნინი წიკლაურთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ნინი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში იმ ამბავს, რომ მხოლოდ სახის კრემები გადმოგცეს. თავად ამ ამბავზე რა კომენტარს გააკეთებ?
- ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვფიქრობ, უკომენტაროდ დატოვება ჯობს, რადგან არ მაქვს პასუხი და ალბათ არც უნდა მქონდეს.
- ელოდით მეორე ადგილს, ყველა გამარჯვებას გიწინასწარმეტყველებდათ.
- გამარჯვებას ველოდი, რადგან ვთვლიდი, რომ ჩვენი გამოსვლები და მით უმეტეს ბოლო ნამღერი, ''ჰერიო ბიჭებო,'' თეონა კონტრიძის კომენტარს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული, უმაღლესი კლასის ნამღერი იყო.
- მართლა კარგი დუეტი შედგა და ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთად გააგრძელოთ სიმღერა. თუნდაც ერთი სიმღერა რომ ჩაწეროთ, თქვენს გულშემატკივრებს გაახარებთ.
- აუცილებლად. იმდენი გაზიარება აქვს ჩვენს დუეტებს სოციალურ ქსელებში, რომ ნამდვილად ჩავწერთ ერთ მეგობრულ დუეტს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრები შეიყვარებენ, მაგრამ გავა წლები და ჩვენი შესრულებით ''ჰერიო ბიჭებო'' ისტორიას დარჩება, ამის პირობას ვდებ.
- ნინი, მსგავს პროექტში მიიღებ კიდევ მონაწილეობას? ძალიან ბევრ წერილს იღებ სოციალურ ქსელში, გამშვიდებენ, და ამბობენ, ეს საქართველოა და გული არ დაგწყდეთო...
- საქმე იმაშია, რომ მე ამ პროექტში მონაწილე არ ვიყავი, აქ ვმუშაობდი ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მ;ომღერალი. ამიტომ შეგუებული ვიყავი თავიდანვე, რომ ეს არის ლევანის კონკურსი და მე მხოლოდ მისი დამხმარე ვიყავი. ჩვენი დუეტი მალე გახდა პროფესიონალური და ჩემი წვლილიც გასცდა დამხმარეს ფარგლებს. ამიტომ განვიცადე ლევანის გარეთ დარჩენა. რაც შემეხება მე, კონკურსებში არასოდეს მივიღებ მონაწილეობას. გამოვედი ამ ასაკიდან.
პროექტებში, სადაც მხოლოდ დამხმარე ვიქნები, აუცილებლად დავთანხმდები მონაწილეობაზე. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა ადამიანებს რომ სიკეთეს ვუკეთებ და ვეხმარები. სოციალურ ქსელში იმდენი იწერება ჩვენზე და კონკრეტულად ჩვენს გუშინდელ გამოსვლაზე, რომ სიამაყით ვივსები. ეს ღირდა ამად. ღირსეული წაგება ყველაზე ტკბილია, როცა შენზე მთელი საქართველო საუბრობს.
რაც შეეხება საქართველოს, მიყვარს ჩემი ქვეყანა და სულ ვამბობ, საქართველოში ჰაერსაც კი გემო აქვს-მეთქი, მაგრამ... მაინც... ეს საქართველოა და ზუსტად ეს საქართველო შემოინახავს ისტორიად იმ გამოსვლას, რაც გუშინ ''ორი ვარსკვლავის'' სცენაზე ნინიმ და ლევანმა ჩაიდინეს (იცინის).

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 34 /
რუსო
ძალიან ემოციური იყო აუცილებლად ლევანს უნდა გაემარჯვა ყველა ტურში ძლიერი იყო
00:13 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ნინი და ლევანი ტქვენ კველაზე მაგრები და კარგები ხარტ. გვიკვარხარტ
23:59 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთევან
ნინი და ლევან თქვენ ,მთელი საქართველო გადევნებდათ თვალყურს,არა მგონია სიმართლემ არ იჩინოს თავი.თქვენ გენაცვალეთ გულს ნუ გაიტეხთ,გამარჯვება თქვენია.ვაი მათ ვისაც ამის დანახვა არ სურთ,სირცხვილი მათ.
23:37 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
salian mixaria amdeni nichieri adamiani rom arsebobs sakartveloshi,tumca amaseve bevria nichis daunaxavi
23:09 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ცარო
მე არ მგონია ისეთი ქართველი ვინც თქვენს საფინალო სიმღერას უცრემლოდ და უემოციოდ მოისმენდა,მეც ვტიროდი და თან ვიყავი საოცრად ამაყი რომ ასეთი ქართველი ახალგაზრდები კიდევ გვყავს,გაიხარეთ ასეთი სიხარულის და სიამაყის გრძნობის მონიჭებისთვის, გფარავდეთ უფალი,თქვენ ნამდვილად ხალხის რჩეული ხართ, ეს სიმღერა არასოდეს დაავიწყდება საქართველოს.
23:06 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო
მართალია ლევანი იმსახურებდა გამარჯვებას და გოგოლას პრიზი მას უნდა მიეღო,მაგრამ ირინას ვერგამარჯვებაც ასევე უსამართლობა იქნებოდა.
22:44 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
დოდო
ჩემი ოჯახი შოკში ვიყავით ნინისა და ლევანის საფინალო სიმღერით, და ალბათ მთელი საქართველო. შედეგად ........ ჯაზ3
22:25 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
tatuna
გამარჯვება და ხალხის სიყვარული თქვენია,სირცხვილი შოუს პროდიუსერებს
22:24 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გულნარა
ნინი და ლევანი ტქვენ ანგელოზები ხარტ მე ტქვენს ადგილას არც მაგენის კოსმედიკას ავიგებდი. ცაიცხონ მაგ მახინჯებმა. ტქვენ არ ცაგიგიატ საქარტველო იცრემლება ტქვენს უსამარტლობაზე. გისურვებტ ცარმატებებს.გულს ნუ გაიტეხტ, ყველამ ვიციტ ვინ ვინ არის.
22:24 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მართა
1000 % ით ვეთანხმები მანანას....
21:50 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS