27 მაისი, 2014
პირველი კომენტარი პრიზის გარეშე დარჩენილი ნინი წიკლაურისგან - ''კონკურსებში არასოდეს მივიღებ მონაწილეობას''...
რაც შეეხება საქართველოს, მიყვარს ჩემი ქვეყანა და სულ ვამბობ, საქართველოში ჰაერსაც კი გემო აქვს-მეთქი, მაგრამ... ''ორი ვარსკვლავი'' დამთავრდა, მაგრამ პროექტის მეორე ადგილზე გასულ წყვილზე დღესაც ბევრს საუბრობენ. ბევრს უკვირს, რომ მეორე ადგილოსან ლევან ჯავახიშვილს და ნინი წიკლაურს მხოლოდ სახის კრემები გადასცეს. მესამე ადგილზე გასულ გოგოლა კალანდაძეს კი 10000 ლარი. მთელი დღის განმავლობაში ''ფეისბუქზე'' ორივე დამამშვიდებელ წერილებს იღებს. ნოეს კი სწერენ, რომ ასეთ პროექტებში როგორც წესი, მეორე ადგილზე გასულებიც იღებენ პრიზებს, და ამ ძალიან კარგ წყვილს პრიზის
გარეშე ნუ დატოვებთო. ატეხილი აჟიოტაჟის გარშემო ნინი წიკლაურთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- ნინი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში იმ ამბავს, რომ მხოლოდ სახის კრემები გადმოგცეს. თავად ამ ამბავზე რა კომენტარს გააკეთებ?
- ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვფიქრობ, უკომენტაროდ დატოვება ჯობს, რადგან არ მაქვს პასუხი და ალბათ არც უნდა მქონდეს.
- ელოდით მეორე ადგილს, ყველა გამარჯვებას გიწინასწარმეტყველებდათ.
- გამარჯვებას ველოდი, რადგან ვთვლიდი, რომ ჩვენი გამოსვლები და მით უმეტეს ბოლო ნამღერი, ''ჰერიო ბიჭებო,'' თეონა კონტრიძის კომენტარს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული, უმაღლესი კლასის ნამღერი იყო.
- მართლა კარგი დუეტი შედგა და ხომ არ ფიქრობთ, რომ ერთად გააგრძელოთ სიმღერა. თუნდაც ერთი სიმღერა რომ ჩაწეროთ, თქვენს გულშემატკივრებს გაახარებთ.
- აუცილებლად. იმდენი გაზიარება აქვს ჩვენს დუეტებს სოციალურ ქსელებში, რომ ნამდვილად ჩავწერთ ერთ მეგობრულ დუეტს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრები შეიყვარებენ, მაგრამ გავა წლები და ჩვენი შესრულებით ''ჰერიო ბიჭებო'' ისტორიას დარჩება, ამის პირობას ვდებ.
- ნინი, მსგავს პროექტში მიიღებ კიდევ მონაწილეობას? ძალიან ბევრ წერილს იღებ სოციალურ ქსელში, გამშვიდებენ, და ამბობენ, ეს საქართველოა და გული არ დაგწყდეთო...
- საქმე იმაშია, რომ მე ამ პროექტში მონაწილე არ ვიყავი, აქ ვმუშაობდი ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მ;ომღერალი. ამიტომ შეგუებული ვიყავი თავიდანვე, რომ ეს არის ლევანის კონკურსი და მე მხოლოდ მისი დამხმარე ვიყავი. ჩვენი დუეტი მალე გახდა პროფესიონალური და ჩემი წვლილიც გასცდა დამხმარეს ფარგლებს. ამიტომ განვიცადე ლევანის გარეთ დარჩენა. რაც შემეხება მე, კონკურსებში არასოდეს მივიღებ მონაწილეობას. გამოვედი ამ ასაკიდან.
პროექტებში, სადაც მხოლოდ დამხმარე ვიქნები, აუცილებლად დავთანხმდები მონაწილეობაზე. ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა ადამიანებს რომ სიკეთეს ვუკეთებ და ვეხმარები. სოციალურ ქსელში იმდენი იწერება ჩვენზე და კონკრეტულად ჩვენს გუშინდელ გამოსვლაზე, რომ სიამაყით ვივსები. ეს ღირდა ამად. ღირსეული წაგება ყველაზე ტკბილია, როცა შენზე მთელი საქართველო საუბრობს.
რაც შეეხება საქართველოს, მიყვარს ჩემი ქვეყანა და სულ ვამბობ, საქართველოში ჰაერსაც კი გემო აქვს-მეთქი, მაგრამ... მაინც... ეს საქართველოა და ზუსტად ეს საქართველო შემოინახავს ისტორიად იმ გამოსვლას, რაც გუშინ ''ორი ვარსკვლავის'' სცენაზე ნინიმ და ლევანმა ჩაიდინეს (იცინის).

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 34 /
ირმა
ლევან,ხომ იცი რომ ისედაც პირველი ხარ,მადლობა ამ წუთებისთვის
09:09 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
ტოფილა ყრუ მაყურებელმა კი სათქმელი კომენტარებით გამოხატეს....
00:39 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
სიტყვები არ მყოფნის დღესაც ემოციაში ვარ ლევანი და ნინი თქენ გენაცვალოტ საქათველო. ყველაზე ღირებულოი ტქვენ ხართ, ფასი არ აქვს იმ ჯილდოს იმის გარეშეც შეუდარებლები ხართ!
22:13 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლარისა
დიდი მადლობა ნინი და ლევან, ნამდვილად კარგი დუეეტი იყავიტ, ჰერიო ბიჯებომ.... ბევრი ემიგრანტი აგვატირა...... ნამდვილად არ ველოდიტ ტქვენი დუეტის უპრიზოდ დატოვებას......
18:27 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
პეპე1
ლევანი და ნინი 100% ღირსი იყო გამარჯვების,მაგრამ ნაცები კიდევ ბობოქრობენ საქართველოში.
15:46 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯჯჯ
ერთი ეგ მაინტერესებს ეგ თითები როაქვთ გაფშეკილი და გახარებულნი არიან რას ნიშნავს ის მაინც თუ იციან. სატანისტების აღმნიშვნელი ნიშანია და მე ურჩევ არამარტო ამათ არამედ ყველას მან ნიშანს მოერიდონ!
14:54 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
დალი
საუკეთესო დუეტი იყო. საწყენია უპრიზოდ რომ დარჩნენ. ისე გაგვახარებთ თუ კი ჩაწერთ ,,ჰერიო ბიჭებო"-ს.თქვენი თაყვანისმცემლები.
14:14 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
კაკა
ლევანი უპრიზოდ არ უნდა დაეტოვებინათ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მუსიკალურ სამყაროში, ბებია, ბაბუები, ძმები და ნათესავები არ გამოილევა, ამიტომ (არ გეწყინოთ ირინაზე არ ვამბობ) კოჭლი ცხვარი ყოველთვის წინ მოექცევა.ლევანი კი შეუდარებელი იყო, ვამაყობ რომ ქართველი ხარ!
12:34 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
აააა
ნაცების რძალს უპრიზოდ ხომ არ დატოვებდნენე
11:09 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლანა
მხოლოდ ამ წყვილისთვის ვყურობდი ამ შოუს. ნეტა ჯიური რისთვის არის საჭირო თუ მათ არაფერი ეკითხებათ.დაუწერეს ყველას ერთნაირი ქულა და ამით თავი დაიძვრინეს.თვითონ ჟიურის დაწერილ ქულებშიც ხომ უნდა ასახულიყო, ვის რა ადგილი ეკუთვნოდა? ესემესები რომ არ ყოფილიყო მაშინ საკითხავია რას იზამდნენ? თუმცა ვიცი იგივე მოხდებოდა........
07:59 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS