27 მაისი, 2014
ლევან ჯავახიშვილის შეყვარებულს მიღებული საჩუქარი სასაცილოდ არ ეყო
სამივე ფინალისტს საჩუქრად სახის მოვლის საშუალებები გადაეცა 26 მაისს ''ორი ვარსკვლავის'' პირველი სეზონი დამთავრდა. კრიტიკის ქარცეცხლში გატარებული პროექტის გამარჯვებული ირინა ონაშვილი გახდა, რომელსაც საჩუქრად მანქანა გადაეცა. სოციალურ ქსელში კრიტიკა არც ფინალს მოჰკლებია.

ამჯერად მაყურებლის გაკვირვება ლელა წურწუმიას კაბამ გამოიწვია. ბევრი წერდა, ფრინველთა საერთაშორისო დღე ხომ არაა, ლელამ არჩევანი ბუმბულებიან კაბაზე რატომ შეაჩერაო.

სამივე ფინალისტს საჩუქრად სახის მოვლის საშუალებები გადაეცა.

მესამეადგილოსანი გახდა გოგოლა კალანდაძე, რომელსაც მეორე პოზიციის მფლობელზე მეტად გაუმართლა. პროექტის ერთ-ერთმა სპონსორმა 10 ათასი ლარი
გადასცა.

მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯავახიშვილს გამარჯვებას ბევრი უწინასწარმეტყველებდა. მისი მეწყვილე ნინი წიკლაური ფინალის დაწყებამდე ''ფეისბუქზე'' წერდა, ''თუ ვინმე ჩვენზე უკეთ იმღერებს, დე, მოიგოს, მაგრამ არ მგონია...''

მოლოდინი დიდი იყო, მაგრამ როდესაც გამარჯვებული გამოცხადდა, ლევანმა გულთბილად მიულოცა ირინა ონაშვილს. ტელეწამყვანი რომ იმედგაცრუებული დარჩა, ეს მისი შეყვარებულის ''ფეისბუქის'' სტატუსიდან გამოჩნდა.

მარიკუნა ოშხნელი სიცილით წერდა, სახის მოვლის საშუალებებიც არ არის ცუდიო. მეგობრები კომენტარებს აკეთებდნენ, რომ ასეთი უმნიშვნელო საჩუქარი მეორე ადგილის მფლობელისთვის იყო სირცხვილი და მარიკუნაც მათ ეთანხმებოდა.

''აღშფოთების ხარისხი კიდევ არ გამინელდა, სახის მოვლის საშუალებებია თემა, თორემ ღირსეულ დამარცხებას არა უშავს'', წერდა ლევანის და მარიკუნას მეგობარი, ჟურნალისტი ნინო თოლორდავა.

სალომე დადიანი
სპეციალურად რეიტინგის საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ტანჯულა
ეხ ლევან ლევან,,შენ ტეატრში უპრო გამოდგები ვიდრე მომგერლად..
19:17 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინე
სამი შვილის მიმტოვებელს არ გეკადრებოდა ხოფერიასთან დიდი ზარზეიმით დაქორწინება. შენ შვილებს როგორ აყურებინებ. შენი ცრემლები და შენი ყველა ესემესი არის განულებული
11:27 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
რა უაზრობებს წერთ? დაენგრა ადამიანს ოჯახი და აღარ აქვს ცხოვრების გაგრძელების უფლება? ან ვინ თქვა შვილები დათმოო? სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას და განკითხვას, საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ, რომელიც დარწმუნებული ვარ საშინლად მოუწესრიგებელია!
10:39 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკო
ლევანს საჩუქარს კი არა სამი თითის კომბინაციას მივცემდი(მიიღო კიდეც). ან საერთოდ რას გამოდიოდა.
09:55 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ღმერთმა 3 შვილი აჩუქა და არ შეიშნო რათ უნდოდა მანქანა
02:21 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
რადგან ოჯახი ასე ადვილად დათმე ამ უსახური გოგოს გამო, ამიტომ ის ცრემლები ,,სამშობლომ რომ გადენინა''არ იყო გულწრფელი და არ იყავი გამარჯვების ღირსი.
18:01 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
1
მოიცა ,რა შეყვარებული , ამას ოჯახი არ ყავდა? ლევან, ლევან..... გაქრა სიყვარული?!
14:59 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეტევან
ასეთი რამ მარტო აქ საქართველოში ტუ მოხდება.არ მგონია რომ რომელიმე ქვეყანამ ასეტ შოუს მეორე ადგილზე გასულს ტუნდაც მესამე სახის კრემები გადასცენ.სირცხვილია ნამდვილად
22:37 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
აკი სამი შვილი ყავსო?!!!
16:26 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
kato
marikuna ra gacinebs mankanac gindoda levani ar geko ex chemo levan dasangrevi ojaxi male unda daigres da ara sami shvilis mere
15:46 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS