26 მაისი, 2014
ექსკლუზივი - ეკა სამხარაძის პირველი კომენტარი ნოე სულაბერიძესთან დაშორების შემდეგ
''ჩემი ყოფილი მეუღლის ''სექსისტორიები'' უკვე სინდრომია...''
''ორი ვარსკვლავისა'' და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გენერალური პროდიუსერის, ნოე სულაბერიძის მეგობარი ქალების თვლით დიდი ხანია, თბილისში თავს ირთობენ. ზოგი რამ მართალი აღმოჩნდება ხოლმე, ზოგიც - ჭორი. ყველას ახსოვს სკანდალური ჭორები, რომელიც ნოესა და ერთ ცნობილ მომღერალს ეხებოდა.

გავიდა გარკვეული პერიოდი და ქალაქში ისევ დაიწყეს ჭორაობა. ამჯერად ამბობდნენ, ნოე ნინი ბადურაშვილთან დადიოდა და ამის გამო უკვე საბოლოოდ დაენგრა ოჯახი, თუმცა ის, რომ ამ ამბავში ნინია გარეული, ჯერჯერობით არც ერთი წყაროთი არ
დადასტურდა. დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეკა სამხარაძე ნოე სულაბერიძეს გაშორდა და განაცხადი გაყრაზე ჯერ კიდევ ორი თვის წინ შეიტანა, თუმცა მისი ქმრის ურთიერთობებზე ვინმე თიკა ჭანტურიძესთან, მხოლოდ ახლა შეიტყო.

კონფიდენციალური წყაროები გვეუბნებიან, რომ მას შემდეგ, რაც ნოე სულაბერიძემ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გადაღებებზე ხელი მოიტეხა და სასწრაფოდ გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მას თან ახლდა თვალებზე ცრემლმომდგარი თიკა ჭანტურიძე.

Rating

გავიგეთ ისიც, რომ ნოე და თიკა ერთად იყვნენ თურქეთსა და ეგვიპტეში, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ეკა და ნოე ფაქტობრივი მეუღლეები გახლდნენ. ამის ირიბ დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს ''ინსტაგრამზე'' ატვირთული ფოტოები, რომლებიც ორივეს ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას აქვთ გადაღებული, ოღონდ ცალ-ცალკე. წყვილი ხშირად დაუნახავთ ერთად ''რედისონის'' ვერანდაზე.

Rating

ვინ არის თიკა ჭანტურიძე? თიკა ამჟამად ''იმედის'' თანამშრომელია და ამბობენ, ნოე სულაბერიძის დახმარებით, ის მალე არხის სახეც უნდა გახდეს. თიკა ტყუპის დედა გახლავთ, ქმარს, ნიკა ჩახვაშვილს, ნახევარი წლის წინ დაშორდა.

Rating

ქმართან დაშორების შესახებ ფეისბუქსტატუსი ეკა სამხარაძემ დაახლოებით ორი თვის წინ განათავსა საკუთარ გვერდზე, თუმცა ნოე სულაბერიძემ მაშინ ეს ფაქტი უარყო.

Rating

მიუხედავად ეკას კატეგორიული მოთხოვნისა, ტელეპროდიუსერს ჯერ კიდევ არ მიუცია თანხმობა ოფიციალურ განქორწინებაზე, რასაც ეკა სამხარაძე თავად ადასტურებს ჩვენთან საუბარში.

- ეკა, ნოესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ... ამბობენ, თქვენს ყოფილ ქმარს რომანი აქვს თიკა ჭანტურიძესთან...
- თიკა ჭანტურიძის შესახებ მეც ცოტა ხნის წინ გავიგე სხვადასხვა წყაროდან, რაც დადასტურდა კიდეც.
ზოგადად, ჩემი ყოფილი მეუღლის ''სექსისტორიების'' კასკადი და მათი ამ ინტენსივობით გასაჯაროება - ეს უკვე სინდრომია. მიხარია, რომ ეს პათოლოგია რა ხანია, ჩემი სამკურნალო აღარ არის.
- ნოესა და ნინი ბადურაშვილის რომანზე თუ გსმენია რამე...
- მეტის თქმას აღარ ვაპირებ.
- მართალია, რომ ნოე განქორწინებაზე არ გთანხმდება?
- მართალია.

ნინო მჭედლიშვილი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
მეგი
ნოე სელაბერიძის პროექტებიძალიან მომწონს. ქალბატონ ეკას დათიკას არ ვიცნობ, არც ვიცი ვინ არიან. ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ. არ ვიცი საიდან უნდა იცოდეთ ამდენი მათი ცხოვრების შესახებ. რახან ყველა თქვენს აზრს გამოხატავთ მეც დავწერ ჩემს მოკრძალებულ შეხედულებას. ჩემთვის ერთი რამ გახდა ნათელი ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ. ნამდვილად არ ვისურვებდი ჩემს ყოფილ თუ მოკლედ, მეუღლეს ასე უწმაწურად მოვეხსენებინე, მინიმუმ უხერხულია. შეურაწყოფას არავის მივაყენებ მაგრამ ძალიან გაკვირვებული ვარ ქართველი ქალების სითამამით.საკუთარ თავს ეცით პატივი სანამ სხვას და მითუმეტეს ოჯახის წევრს ასე მოიხსენიებთ. სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს !
17:41 / 02-06-2014
გამოხმაურება / 0 /
111
აქ ჭკუაში კი არაა საქმე ადამიანური ღირსების ამბავია.. ეს პირველი შემთხვევა არაა ნოეს მხრიდან, მთელი საქართველო დამეთანხმება.და არც უნდა აპატიო ეგეთ ადამიანს ღალატი უპირველესად...
15:55 / 30-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაესტრო
ნინი და ა.შ. რა გაგიჭირდათ ასეთი ამ დოყლაპია ტიპს რომ უწვებით?ხომ ხედავთ ცოლსაც არ უნდა.ეს თიკა კი არის შესაფერისი ნოესი რას ჰგავს,გადმობრუნებულ@@@@@@@@@@ :))))
01:24 / 30-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგა
ეკა მარტლაც საუკეტესო ადამიანია და დზალიან ლამაზი..კოჩაგ რო დაადო ნოესს...ის ნაშაკი ვიცი ვინცაა ნოე რო ხვდბა ,დიდი არაპერი ვირტხაა რა
19:27 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თენგო
აქ რეები ხდება თურმე:-) ამ გოგოზე ცუდს რომ დაცერ ძალიან უნდა გეზიზგებოდეს,ნოეს კომპლექსები სად დაინახა ალბათ ძალიან კარგად იცნობს:>):>)მშვენიერი ქართველი ვაჯკაცი ბიჩია.უკომპლექსო არავინ არ ვართ ჩემო ამელ.. ღმერთო შენ უშველე ყველა გაჩირვებულს.
16:51 / 29-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS