26 მაისი, 2014
ექსკლუზივი - ეკა სამხარაძის პირველი კომენტარი ნოე სულაბერიძესთან დაშორების შემდეგ
''ჩემი ყოფილი მეუღლის ''სექსისტორიები'' უკვე სინდრომია...''
''ორი ვარსკვლავისა'' და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გენერალური პროდიუსერის, ნოე სულაბერიძის მეგობარი ქალების თვლით დიდი ხანია, თბილისში თავს ირთობენ. ზოგი რამ მართალი აღმოჩნდება ხოლმე, ზოგიც - ჭორი. ყველას ახსოვს სკანდალური ჭორები, რომელიც ნოესა და ერთ ცნობილ მომღერალს ეხებოდა.

გავიდა გარკვეული პერიოდი და ქალაქში ისევ დაიწყეს ჭორაობა. ამჯერად ამბობდნენ, ნოე ნინი ბადურაშვილთან დადიოდა და ამის გამო უკვე საბოლოოდ დაენგრა ოჯახი, თუმცა ის, რომ ამ ამბავში ნინია გარეული, ჯერჯერობით არც ერთი წყაროთი არ
დადასტურდა. დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეკა სამხარაძე ნოე სულაბერიძეს გაშორდა და განაცხადი გაყრაზე ჯერ კიდევ ორი თვის წინ შეიტანა, თუმცა მისი ქმრის ურთიერთობებზე ვინმე თიკა ჭანტურიძესთან, მხოლოდ ახლა შეიტყო.

კონფიდენციალური წყაროები გვეუბნებიან, რომ მას შემდეგ, რაც ნოე სულაბერიძემ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გადაღებებზე ხელი მოიტეხა და სასწრაფოდ გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მას თან ახლდა თვალებზე ცრემლმომდგარი თიკა ჭანტურიძე.

Rating

გავიგეთ ისიც, რომ ნოე და თიკა ერთად იყვნენ თურქეთსა და ეგვიპტეში, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ეკა და ნოე ფაქტობრივი მეუღლეები გახლდნენ. ამის ირიბ დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს ''ინსტაგრამზე'' ატვირთული ფოტოები, რომლებიც ორივეს ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას აქვთ გადაღებული, ოღონდ ცალ-ცალკე. წყვილი ხშირად დაუნახავთ ერთად ''რედისონის'' ვერანდაზე.

Rating

ვინ არის თიკა ჭანტურიძე? თიკა ამჟამად ''იმედის'' თანამშრომელია და ამბობენ, ნოე სულაბერიძის დახმარებით, ის მალე არხის სახეც უნდა გახდეს. თიკა ტყუპის დედა გახლავთ, ქმარს, ნიკა ჩახვაშვილს, ნახევარი წლის წინ დაშორდა.

Rating

ქმართან დაშორების შესახებ ფეისბუქსტატუსი ეკა სამხარაძემ დაახლოებით ორი თვის წინ განათავსა საკუთარ გვერდზე, თუმცა ნოე სულაბერიძემ მაშინ ეს ფაქტი უარყო.

Rating

მიუხედავად ეკას კატეგორიული მოთხოვნისა, ტელეპროდიუსერს ჯერ კიდევ არ მიუცია თანხმობა ოფიციალურ განქორწინებაზე, რასაც ეკა სამხარაძე თავად ადასტურებს ჩვენთან საუბარში.

- ეკა, ნოესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ... ამბობენ, თქვენს ყოფილ ქმარს რომანი აქვს თიკა ჭანტურიძესთან...
- თიკა ჭანტურიძის შესახებ მეც ცოტა ხნის წინ გავიგე სხვადასხვა წყაროდან, რაც დადასტურდა კიდეც.
ზოგადად, ჩემი ყოფილი მეუღლის ''სექსისტორიების'' კასკადი და მათი ამ ინტენსივობით გასაჯაროება - ეს უკვე სინდრომია. მიხარია, რომ ეს პათოლოგია რა ხანია, ჩემი სამკურნალო აღარ არის.
- ნოესა და ნინი ბადურაშვილის რომანზე თუ გსმენია რამე...
- მეტის თქმას აღარ ვაპირებ.
- მართალია, რომ ნოე განქორწინებაზე არ გთანხმდება?
- მართალია.

ნინო მჭედლიშვილი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
მკითხველი
ნოე მამამისს ჰგავს!ჯიში, ბატონებო, ჯიში!.. მეტს არაფერს ვიტყვი.
22:10 / 26-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ნეტა რა აქვს მოსაწონი ნოეს
21:31 / 26-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რაღა ნინი ბადურაშვილი და რაღა შორენა ბეგაშვილი.
20:48 / 26-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
ამ თიკას რავა დაუბრუცია ეს ტუჩები.ეკა მილიონად ჯობია ამ თიკას და ნოეს ხომ ჯობია და ჯობია
20:46 / 26-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეტი
ეკა ცალიან კარგი ხარ.არ გეცყინოს მაგრამსულ არ მომწონდა შენი ნოე.ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ
18:21 / 26-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
როგორ მეცოდება ეკა, რომ ამ კაცააბრაზნისთან ცხოვრობდა ამდენი ხანი
18:06 / 26-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ეკა ძალიან მომწონს,ეს თიკაც ლამაზია მაგრამ აწყობილია ეტყობა.
17:37 / 26-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS