26 მაისი, 2014
ექსკლუზივი - ეკა სამხარაძის პირველი კომენტარი ნოე სულაბერიძესთან დაშორების შემდეგ
''ჩემი ყოფილი მეუღლის ''სექსისტორიები'' უკვე სინდრომია...''
''ორი ვარსკვლავისა'' და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გენერალური პროდიუსერის, ნოე სულაბერიძის მეგობარი ქალების თვლით დიდი ხანია, თბილისში თავს ირთობენ. ზოგი რამ მართალი აღმოჩნდება ხოლმე, ზოგიც - ჭორი. ყველას ახსოვს სკანდალური ჭორები, რომელიც ნოესა და ერთ ცნობილ მომღერალს ეხებოდა.

გავიდა გარკვეული პერიოდი და ქალაქში ისევ დაიწყეს ჭორაობა. ამჯერად ამბობდნენ, ნოე ნინი ბადურაშვილთან დადიოდა და ამის გამო უკვე საბოლოოდ დაენგრა ოჯახი, თუმცა ის, რომ ამ ამბავში ნინია გარეული, ჯერჯერობით არც ერთი წყაროთი არ
დადასტურდა. დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეკა სამხარაძე ნოე სულაბერიძეს გაშორდა და განაცხადი გაყრაზე ჯერ კიდევ ორი თვის წინ შეიტანა, თუმცა მისი ქმრის ურთიერთობებზე ვინმე თიკა ჭანტურიძესთან, მხოლოდ ახლა შეიტყო.

კონფიდენციალური წყაროები გვეუბნებიან, რომ მას შემდეგ, რაც ნოე სულაბერიძემ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გადაღებებზე ხელი მოიტეხა და სასწრაფოდ გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მას თან ახლდა თვალებზე ცრემლმომდგარი თიკა ჭანტურიძე.

Rating

გავიგეთ ისიც, რომ ნოე და თიკა ერთად იყვნენ თურქეთსა და ეგვიპტეში, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ეკა და ნოე ფაქტობრივი მეუღლეები გახლდნენ. ამის ირიბ დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს ''ინსტაგრამზე'' ატვირთული ფოტოები, რომლებიც ორივეს ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას აქვთ გადაღებული, ოღონდ ცალ-ცალკე. წყვილი ხშირად დაუნახავთ ერთად ''რედისონის'' ვერანდაზე.

Rating

ვინ არის თიკა ჭანტურიძე? თიკა ამჟამად ''იმედის'' თანამშრომელია და ამბობენ, ნოე სულაბერიძის დახმარებით, ის მალე არხის სახეც უნდა გახდეს. თიკა ტყუპის დედა გახლავთ, ქმარს, ნიკა ჩახვაშვილს, ნახევარი წლის წინ დაშორდა.

Rating

ქმართან დაშორების შესახებ ფეისბუქსტატუსი ეკა სამხარაძემ დაახლოებით ორი თვის წინ განათავსა საკუთარ გვერდზე, თუმცა ნოე სულაბერიძემ მაშინ ეს ფაქტი უარყო.

Rating

მიუხედავად ეკას კატეგორიული მოთხოვნისა, ტელეპროდიუსერს ჯერ კიდევ არ მიუცია თანხმობა ოფიციალურ განქორწინებაზე, რასაც ეკა სამხარაძე თავად ადასტურებს ჩვენთან საუბარში.

- ეკა, ნოესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ... ამბობენ, თქვენს ყოფილ ქმარს რომანი აქვს თიკა ჭანტურიძესთან...
- თიკა ჭანტურიძის შესახებ მეც ცოტა ხნის წინ გავიგე სხვადასხვა წყაროდან, რაც დადასტურდა კიდეც.
ზოგადად, ჩემი ყოფილი მეუღლის ''სექსისტორიების'' კასკადი და მათი ამ ინტენსივობით გასაჯაროება - ეს უკვე სინდრომია. მიხარია, რომ ეს პათოლოგია რა ხანია, ჩემი სამკურნალო აღარ არის.
- ნოესა და ნინი ბადურაშვილის რომანზე თუ გსმენია რამე...
- მეტის თქმას აღარ ვაპირებ.
- მართალია, რომ ნოე განქორწინებაზე არ გთანხმდება?
- მართალია.

ნინო მჭედლიშვილი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
ნათია
ჩემო თეკლა, კარგად რომ ვიხედები თვალებიდან, ამიტომაც დავწერე :)) ვისი უნდა მშურდეს, ესენიც ოდრი ჰეპბერნის მსგავსნი არ იყონ :) ტქვენ შეხედეთ კარგად, რას დაიმსგავსეს თავები ქართველმა ქალებმა, ბუნებრიობის ნასახი არ შერჩათ. ასე ხამებივით გარუჯულები მხოლოდ საქართველოში დადიან. შემწვარ გოჭებს ჰგვანან. აიქლიბავენ ცხვირებს, ტუჩებს იკეთებენ ძალიან არაპროპორციულად. აიჭიმავენ წარბებს ნახევარ მეტრზე. ბოდიში მომითხოვია და მაიმუნის უკანალებს ჰგვანან თავიანთი პირით და ყველას ერთად აღებულს კი ამ ტიპის ქალებს, ვერც ვანსხვავებ ერთმანეთისგან. მეძახეთ ახლა შურიანი:)
18:48 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
რას გავს ეს ეკა! ან ნოე! და თიკა კრასავიცაა ვერ იყურებით თვალებიდან?!! შურიანის გარდა ვინ დაწერდა ასეთ რაღაცეებს?!:) ნუ მაცინებთ:)))))
16:02 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თემო
ეკა და ნოე შეეფერებოდნენ მე თუ მკითხავთ. ეს გოგო, თიკა ზედმეტია ნოესთვის, შეხედეთ კარგად!
14:54 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ნოეს სწორედ ეს დიდტუჩა და შტერი ქალი ეკუთვნის, მეტის ღირსი არაა :))) კიდევ კარგი, გაეყარა ცოლი. მშვენიერი გოგოა ეკა, იმედია ბედნიერი იქნება. რა ჯანდაბად უნდოდა აფერისტი ნოე :((((
12:56 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
გულშემატკივარი
სოფო ხალვაშიც არ დაგავიწყდეთ,ქმარმა შეუსწრო ნოესთან ერთად
12:27 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
:)
სოფო ხალვაშს რატომ არ ახსენებთ,ქმარმა შეუსწრო ნოესთან
12:24 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნია
ბეყე ნოე ეკას ღირსი ნამდვილად არ არის!!!
11:07 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
. . . .
ღმერტმა გაუმარჯოს ნოეს ...D.D.D.
09:49 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
რასა გავს ნოე, უკეტესი ეკუტვნის ეკას კარგი გოგოააააააა
01:53 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თამრიკო
ეკა, შენი ღირსი არ იყო ეგ არაკაცი და გარყვნილი კაცი. გუშინ ნინი იყო დღეს თიკაა და ხვალ კიდე სხვა იქნება, ეგ არასოდეს გამოსწორდება, ასე რომ ადრეც უნდა გაშორებულიყავი.
22:57 / 26-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS