26 მაისი, 2014
ექსკლუზივი - ეკა სამხარაძის პირველი კომენტარი ნოე სულაბერიძესთან დაშორების შემდეგ
''ჩემი ყოფილი მეუღლის ''სექსისტორიები'' უკვე სინდრომია...''
''ორი ვარსკვლავისა'' და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გენერალური პროდიუსერის, ნოე სულაბერიძის მეგობარი ქალების თვლით დიდი ხანია, თბილისში თავს ირთობენ. ზოგი რამ მართალი აღმოჩნდება ხოლმე, ზოგიც - ჭორი. ყველას ახსოვს სკანდალური ჭორები, რომელიც ნოესა და ერთ ცნობილ მომღერალს ეხებოდა.

გავიდა გარკვეული პერიოდი და ქალაქში ისევ დაიწყეს ჭორაობა. ამჯერად ამბობდნენ, ნოე ნინი ბადურაშვილთან დადიოდა და ამის გამო უკვე საბოლოოდ დაენგრა ოჯახი, თუმცა ის, რომ ამ ამბავში ნინია გარეული, ჯერჯერობით არც ერთი წყაროთი არ
დადასტურდა. დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეკა სამხარაძე ნოე სულაბერიძეს გაშორდა და განაცხადი გაყრაზე ჯერ კიდევ ორი თვის წინ შეიტანა, თუმცა მისი ქმრის ურთიერთობებზე ვინმე თიკა ჭანტურიძესთან, მხოლოდ ახლა შეიტყო.

კონფიდენციალური წყაროები გვეუბნებიან, რომ მას შემდეგ, რაც ნოე სულაბერიძემ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' გადაღებებზე ხელი მოიტეხა და სასწრაფოდ გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მას თან ახლდა თვალებზე ცრემლმომდგარი თიკა ჭანტურიძე.

Rating

გავიგეთ ისიც, რომ ნოე და თიკა ერთად იყვნენ თურქეთსა და ეგვიპტეში, ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ეკა და ნოე ფაქტობრივი მეუღლეები გახლდნენ. ამის ირიბ დადასტურებად შეიძლება ჩაითვალოს ''ინსტაგრამზე'' ატვირთული ფოტოები, რომლებიც ორივეს ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას აქვთ გადაღებული, ოღონდ ცალ-ცალკე. წყვილი ხშირად დაუნახავთ ერთად ''რედისონის'' ვერანდაზე.

Rating

ვინ არის თიკა ჭანტურიძე? თიკა ამჟამად ''იმედის'' თანამშრომელია და ამბობენ, ნოე სულაბერიძის დახმარებით, ის მალე არხის სახეც უნდა გახდეს. თიკა ტყუპის დედა გახლავთ, ქმარს, ნიკა ჩახვაშვილს, ნახევარი წლის წინ დაშორდა.

Rating

ქმართან დაშორების შესახებ ფეისბუქსტატუსი ეკა სამხარაძემ დაახლოებით ორი თვის წინ განათავსა საკუთარ გვერდზე, თუმცა ნოე სულაბერიძემ მაშინ ეს ფაქტი უარყო.

Rating

მიუხედავად ეკას კატეგორიული მოთხოვნისა, ტელეპროდიუსერს ჯერ კიდევ არ მიუცია თანხმობა ოფიციალურ განქორწინებაზე, რასაც ეკა სამხარაძე თავად ადასტურებს ჩვენთან საუბარში.

- ეკა, ნოესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ... ამბობენ, თქვენს ყოფილ ქმარს რომანი აქვს თიკა ჭანტურიძესთან...
- თიკა ჭანტურიძის შესახებ მეც ცოტა ხნის წინ გავიგე სხვადასხვა წყაროდან, რაც დადასტურდა კიდეც.
ზოგადად, ჩემი ყოფილი მეუღლის ''სექსისტორიების'' კასკადი და მათი ამ ინტენსივობით გასაჯაროება - ეს უკვე სინდრომია. მიხარია, რომ ეს პათოლოგია რა ხანია, ჩემი სამკურნალო აღარ არის.
- ნოესა და ნინი ბადურაშვილის რომანზე თუ გსმენია რამე...
- მეტის თქმას აღარ ვაპირებ.
- მართალია, რომ ნოე განქორწინებაზე არ გთანხმდება?
- მართალია.

ნინო მჭედლიშვილი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 37 /
დათო
საერთოდ რა შესადარებელია ეკასთან ან ნინი, ან სოფო, ან - ეს ვიღაც თიკა. ეკა ძალიან ჭკვიანი, ლამაზი და ნიჭიერი გოგოა. ძალიანაც სწორი გადაწყვეტილება მიუღია!
18:27 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუკრია
ნინის დაბრალდა მორიგი ოჯახის დანგრევა? რა გეშველებათ მეტი საქმე რომ არ გაქვტ? ნოეს გემოვნება გახსნია))))) აი ეს ეკა კიდევ ისეტ სახეზე დგას, მეც გავშორდებოდი)))
15:02 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
თუ ვინმეს ცოლი პეხზე კიდია და ცოლს ჰალატობს ყველას ბადურაშვილი რატომ გონია ამის მიზეზი? დაანებეთ ამ ნინის თავი .ან თუ გაშორებულიია ეს კაცი ცოლს ვისი რა საქმეა ვისთან გაივლის თიკა იქნება ეს თუ ნინი! ან გარეგნობას როგორ არ აქვს მნიშვნელობა? ეკას მერე თიკა და ნინი ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავები არიან, ეკა არც გარეგნობით არ ბრწყინავს და ინტერვიუდანაც ჩანს რა ქალია.
14:47 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
შალვა
ვაახ რა ბედიაქვს ზოგს )) რა გოგო უთრევიაა:)
14:23 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატო
აუუუ რა გოგოაა მეც არ ვიტყოდი უარს))))
14:12 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარა
რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ლამაზი და ვინ არა?? ღალატი არავის არ ეპატიება! ცოლიან კაცებთან კიდე საქმის დაჭერა რა საქციელია?!
13:27 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თემო
ყველა ვინც ლამაზია აწყობილს როგორ უნდა ეძახდეთ? ეგრე წკრიალაშვილიც აეწყო და იმიტომაც გავს ჯექსონს:) :D
00:05 / 28-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ელი
გეტანხმები ნატიას მეც ზუსტად მაგ აზრის ვარ გენაცვალეეეეეეეე
22:40 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ზურა
არ იცოდით ეგ და ნინი რომ ხვდებოდნენ?უკვე 2 წელია, გათხოვებამდე და ბავშვის გაჩენის მერეც, სულ საჩუქრებით ანებივრებდა და ყველა თავის პროექტში თან მიყავდა და აპიარებდა. ესეა ბაბაია, ესე, აბაა.
22:06 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ეკა ძალიან ჭკვიანი და ღირსეული ქალბატონია, ვინც მისი ფასი ვერ გაიგო მეტის ღირსი არ არის თავის შესაფერისი ქერქეტა ქალი უშოვია.
21:33 / 27-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS