- სანამ კონჩიტა გამოჩნდებოდა, მანამდე გავიპარსე წვერი. მეორეც, კონჩიტას ძეგლი უნდა დაუდგან, რომ ხალხს სალაპარაკო მისცა, გაახალისა და გამოაცოცხლა ადამიანები. წვერი იმიტომ
- წვერში ძალიან ჰგავდი ილია ჭავჭავაძეს...
- მერიდებოდა, როცა ამას მეუბნებოდნენ, მაგრამ თან მიხაროდა. ჩემი პირველი რეაქცია ის იყო, ილია ჭავჭავაძეს გონებრივად რომ დავმსგავსებოდი, ის უფრო საამაყო იქნებოდა.
- ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურები წვერის გარეშე.
- სახეს სარეცხის საპნით ვიბან. ეს საგვარეულო საიდუმლოა. ისეთ შთა-ბეჭდილებას ვტოვებ, რომ ძალიან ვუვლი თავს, ასეც არ არის, თუმცა სახე გამიწმენდია. მამაკაცმა თავს უნდა მიხედოს. შეიძლება, ძალიან კარგი პირო-ვნება იყო, მაგრამ ქალბატონები ესთეტიკურ მხარესაც აქცევენ ყურადღებას.
- შენი ზედმეტი გალამაზება პირად ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებს ხომ არ უკავშირდება?
- არა, წვერი ასაკს მმატებს, მაგრამ ახალგაზრდობის საიდუმლო განწყობაშია. თან სულ ახალგაზრდებთან მიწევს ურთიერთობა. შინაგანად იმდენად კარგად ვგრძნობ თავს, რომ ეს ჩემს გარეგნობაზეც აისახება. კეთილი ადამიანი ვარ. როგორც იცით, ''პალიტრა ტვ''-ს ეთერში ახალი გადაცემა ''1002 ღამე''დავიწყე, ახალი ენერგიით დავიმუხტე.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''