- ქეთი, რატომ არ გამოვიდა სელინ დიონის ნომერი ისეთივე კარგი, როგორც სხვები?
- მე ასე არ ვფიქრობ. ყელი დაჩირქებული მაქვს,
- მაყურებელი ნინო ქათამაძის სიმღერის შესრულებით ყველაზე მეტად აღფრთოვანდა. ნინოს ცრემლიც კი მოადგა. ალბათ, სიმღერა ''ქუჩაში ერთხელ'' ძალიან გიყვარს.
- სიმღერები, რასაც ვასრულებ, ახლოსაც არ დგას იმ ჟანრთან რასაც ცხოვრებაში ვმღერი, პროექტში მონაწილეობა კარგი გართობაა ჩემთვის...
მიყვარს ნინო ქათამაძე, როგორც მომღერალი და როგორც პიროვნება. შესაბამისად მისი სიმღერებიც მიყვარს.
- მაყურებლები ერთ-ერთ ფავორიტად გთვლიან და შეიძლება, პროექტშიც გაიმარჯვო. გიფიქრია, რომელ მომღერალს ვერ განასახიერებდი?
- ყველაფერი საინტერესოა. მთავარია, ბრძოლა ერთხელ მაინც იყოს სამართლიანი საქართველოს საკონკურსო სივრცეში (იცინის). ჩემთვის ეს აღმოჩენების კონკურსია, რაც მსიამოვნებს. სამწუხაროა, რომ რაღაცები ხელს მიშლის ბოლომდე ვისიამოვნო ამ მრავალფეროვნებით. მაგალითად სხვა საქმეები, დროის უქონლობა, ავადმყოფობა... თუმცა ასეთი დაბრკოლებები შეიძლება ყველას ჰქონდეს, ამიტომ გული არაფერზე მწყდება. მთავარია, მე მესიამოვნოს და მერე ყველას ესიამოვნება.
- შენს გულშემატკივრებში კონცერტებზე ხშირად არის ბექა ბროლაძე. თქვენ ყოფილი შეყვარებულები ხართ. რადგან ის დღესაც შენი აქტიური გულშემატკივარია, ძველი გრძნობა ხომ არ განახლდა?
- (იცინის) პატარა გადახვევა მეგობრობიდან არ ნიშნავს, მეგობრობის გაქრობას. ბექა ერთ-ერთი ჩემი საუკეთესო მეგობარია და დიდი იმედი მაქვს, სულ ასე იქნება.
მერი კობიაშვილი
სპეციაურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















