20 მაისი, 2014
ირინა ბაირამაშვილი გათხოვდა - "გაცნობიდან ხუთ დღეში ამიხსნა სიყვარული''...
თიკამ რამდენიმე წუთის წინ თიკამ სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა "ჩემ გოგოს ვულოცავ გაბედნიერებას, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ თავის საყვარელ მიკასთან ერთად. მიყვარხარ, ძალიან, ძალიან, შენი მეჯვარე'' - ეს სტატუსი დილას მომღერალმა თიკა ჯამბურიამ მომღერალ ირინა ბაირამაშვილის შესახებ გამოაქვეყნა.

ცნობილ სახეებს ხშირად უყვართ ხუმრობა და ხანდახან ჟურნალისტების მოსატყუებლად ათას ხრიკს მიმართავენ. ქორწინების რგოლს მარჯვენა ხელის არათითზე იკეთებენ და სურათებს იღებენ.

ამ კუთხით თიკამ ერთხელ უკვე მოატყუა პრესა, ამიტომ მომღერლის სტატუსი არ დავიჯერეთ.

Rating

თიკამ რამდენიმე წუთის
წინ თიკამ სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. ირინას დავურეკეთ და მილოცვის შემდეგ რამდენიმე კითხვა დავუსვით.

ირინა ბაირამაშვილი:

- ჩემი რჩეული მიკუნა ღაღაშვილია. პროფესიით სტომატოლოგია, მაგრამ ამჯერად თავისი პროფესიით არ მუშაობს. საფრანგეთში ცხოვრობდა და საქართველოში თვენახევრის წინ დაბრუნდა.

ჩვენი ბებია-ბაბუები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, ამიტომ ერთმანეთი რომ გავიცანით, თავიდან მეგობრობა დავიწყეთ. აღმოჩნდა, რომ ძალიან რომანტიკული ადამიანია. გაცნობიდან ხუთ დღეში ამიხსნა სიყვარული. ძალიან მალე დავთანხმდი.

წარმოშობით კახელია, მაგრამ თბილისში დაიბადა. მაინც ისე გამოვიდა, რომ წარმოშობით კახელს მივეკედლე.

ერთ თვეში საფრანგეთში მივდივართ თაფლობის თვის გასატარებლად, მაგრამ საცხოვრებლად იქ არ დავრჩებით. მიკუნა პატრიოტი ადამიანია და უნდა, რომ მისი შვილები საქართველოში დაიბადონ.

ჯვარი დღეს სიღნაღში დავიწერეთ, მიკამ ძალიან ბევრი სიურპრიზი გამიკეთა.

მერი კობიაშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ნინ
ირინას ვულოცავ!
17:15 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
უძლიერესი და უნიჭიერესი მომღერალია ირინა და უსაყვარლესი ადამიანი. გილოცავ ირინა, ბედნიერი იყავი, გვიყვარხარ კახელებს ♥
17:08 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ბიჭი ჯობია,მაგრად მომეწონა ))))))))
17:03 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ცნობისათვის
ირინა არის გოგო, რომელიც ძალიან,ძალიან კარგად მღერის! იგი "ჯეოსტარელია"
15:26 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
რა ბოღმა და ბოროტები ხართ ხალხო.საიდან ამოგდით ამდენი სიბოროტე.ჯერ გაიცანით კი ირინა?ადამიანს აფასებთ ვუზუალობით და ვინ?ვინმე არარაობა ტუ გააკრიტიკებს ამ გოგოს,რომელიც ყველგან სიკეთეს აფრქვევს და სითბოს.ჯერ დაფიქრდით თქვენ ვინ ხართ საერთოდ?გვიყვარხარ ირი და გვეამაყები საქართველოს.ბედნიერი იყავი სულ.
14:47 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
bla
ამხელა კაცს მიკუნას რატო ეძახის?
14:33 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ვულოცავ! ბედნიერი იყოს-მაგრამ ვინ არის?
11:28 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანე
გილოცავთ
11:17 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
კეთილის მსურველი
ბედნიერებას გისურვებთ. მაგრამ ეს ბებია-ბაბუა რაღაა? განა, ასე სამარცხვინოა პაპა-დიდედას თქმა დღეს საქართველოში, მითუმეტეს კახელისთვის?
10:36 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა კატო ნუკა
გილოცავ ირინა ბედნიერები იკავით გამრავლდით და გაიხარეთ
00:13 / 21-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS