19 მაისი, 2014
რა რეაქცია ჰქონდა გიორგის მუქარაზე სალომე ჭაჭუას - ''ამიტომ მოვუწოდე ერს''...
ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთ სკანდალურ წყვილს ცალ-ცალკე დავუკავშირდით ''მე მყავს ყველაზე მაგარი ცოლი მსოფლიოში. მას აქვს ყველაზე დიდი გული და ყველაზე სუფთა სული. მე ის მეამაყება და მისი სუნთქვით ვცოცხლობ. ასე რომ, ვისაც შეხება გაქვთ, ან გიწევთ ჩემს მეუღლესთან ურთიერთობა, გაუფრთხილდით მას, თორემ მე არ გაგიფრთხილდებით თქვენ...'' - ეს სტატუსი მსახიობმა და ტელეწამყვანმა გიორგი ვარდოსანიძემ ''ფეისბუქის'' გვერდზე გამოაქვეყნა. ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთ სკანდალურ წყვილს ცალ-ცალკე დავუკავშირდით და ამ სტატუსის მუქარის შემცველ ნაწილზე ვკითხეთ.

- სალომე, გუშინ გიორგიმ ''ფეისბუქის''
საკუთარ გვერდზე შენთან დაკავშირებით სტატუსი გამოაქვეყნა, ხომ არ იცი, რამ გააღიზიანა?
- რა სტატუსი? არ ვიცი.
- წაგიკითხავ...
- (წაკითხვის შემდეგ. ავტ.) ისე დაწერა ალბათ, უბრალოდ, არ მგონია ვინმეს ემუქრებოდეს (იცინის). თვითონ გიორგის ჰკითხეთ. მე სამი დღეა კომპიუტერთან არ ვმჯდარვარ, არც ვიცოდი, ამ სტატუსის შესახებ. ისე, მესიამოვნა, კარგი სიტყვები იყო.

სალომესთან საუბრის შემდეგ, გიორგის დავუკავშირდით.

- გიორგი, შენს სტატუსზე მინდა გკითხო, სალომეს ეხებოდა. ხომ მშვიდობა გაქვს?
- მშვიდობა გვაქვს, აბა რა.
- მაშ რას ნიშნავდა ის ბოლო აბზაცი?
- იმას, რომ მე ჩემი ცოლი მიყვარს. ყველა კაცს ხომ თავისი ცოლი უყვარს. არც მე ვარ გამონაკლისი. ამიტომ მოვუწოდე ერს, ვისაც შეხება აქვს ჩემს ცოლთან გაუფრთხილდნენ სალომეს, თორემ მერე მე არ გავუფრთხილდები მათ.
- შენი სიტყვები წინასწარ მუქარას ჰგავს.
- ბავშვი სანამ კოკას გატეხს, მანამდე უნდა გააფრთხილო, მერე რაღა აზრი აქვს?
- ასე მგონია, გამოჩნდა ის ბავშვი ქვა რომ უჭირავს ხელში და კოკას უმიზნებს...…
- არა, არა, ცრუ განგაშია. თუ სერიოზული საფუძველი მექნებოდა, ''ფეისბუქზე'' არ დავწერდი არაფერს, სტატუსებით გინება და მუქარა არ მეხერხება.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
თეკლა
სუპერ-ნიუსი და ქართული ჟურნალისტიკის სიდიადე :)
16:34 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაირა
Zalian blataob da zedmetebsi gadadixar,vis rasi wirdeba seni coli, an sxva ratom uda gaufrtxildes, dwynardi ra
15:48 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლლლლლლლლლლლლ
აუ, ხო დამიკარგე წარმოდგენა შენზე...
11:27 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
კკკკკ
აუ, ნუ დამიკარგე წარმოდგენა შენზე რა
11:26 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
მის ცოლს ეტყობა ინკოგნიტო გამოუჩნდა და ქმარი აღშფოთა
23:36 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ზუკაკო
კაი წყვილი ხარრთ მაგრამ, შენი აზრით ერს შენ ცხოვრებაზე მეტი თვალისსადევნებელი არ ააქვს?
20:58 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
კარგები ხართ!
ასე გააგრელეთ!
20:36 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინიი
მაგარი ბიჭი ხარ გიოო და ძაან მაგარი ცოლი გყავს ... გაიხარეთ...
18:03 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS