19 მაისი, 2014
ვინ არის ლევან ჯავახიშვილის რჩეული - ''ძველმოდურ ენაზე რომ ვთქვათ, ერთად დავდივართ''...
ერთი სული მაქვს, როდის მოვა 10 საათი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვისიამოვნებთ მეც და მაყურებელიც შენი სიმღერით ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი შეყვარებულია. ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ მისი ''ფეისბუქის'' გვერდიდან გახდა ცნობილი. ლევანმა დაწერა, რომ მარიკუნა ოშხნელთანაა ურთიერთობაში.

მარიკუნა ოშხნელი პროფესიით ჟურნალისტია. 2012 წელს ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამჯერად ''ტვ 3''-ში მუშაობს.

ლევანს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. მარიკუნა შეყვარებულს ''ორ ვარსკვლავში'' გულშემატკივრობს და გვერდში უდგას.

''ზუსტად ვიცი, დღეს შენ იქნები ძალიან ძალიან მაგარი! ერთი სული
მაქვს, როდის მოვა 10 საათი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვისიამოვნებთ მეც და მაყურებელიც შენი სიმღერით! შენ ხარ ყველაზე კარგი და ყველაზე ტკბილხმიანი. აბა, შენ იცი, დაგვატკბე და გაგვახარე. პ.ს. სმს-ები არ დაგავიწყდეთ, დაუმესიჯეთ ნინის და ლევანს'' - წერს ლევანის ''ფეისბუქზე'' მარიკუნა.

შევეცადეთ, მათი სიყვარულის ამბავი ლევანისგან გაგვეგო, მაგრამ უშედეგოდ. ჟურნალისტმა ჩვენთან საუბარში მხოლოს ის დაადასტურა, რომ შეყვარებულია.

- ლევან, გვინდა რამდენიმე კითხვით მოგმართოთ შეყვარებულთან დაკავშირებით.
- პირად თემებზე არ ვსაუბრობ.
- უბრალოდ მაინც რომ დაადასტუროთ, ან უარყოთ ეს ამბავი.
- მეტი დადასტურება, რაღა გინდათ. ''ფეისბუქზე'' დავწერე ყველაფერი. ძველმოდურ ენაზე რომ ვთქვათ, ერთად დავდივართ.
- უახლოეს მომავალში შეიძლება ყვითელი პრესის ფურცლებზე თქვენი ქორწლის ამსახველი ფოტოები ვიხილოთ?
- 37 წლის ვარ და 37 წელია, პირად თემებზე არ ვსაუბრობ (იცინის).

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
კეთილისმსურველი
ჯობია ყველამ ჩვენს საქმეს და ცხოვრებას მივხედოთ! ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას და ვისაც გამბედაობა არ ჰყოფნის და სხვებზე იბოღმება, გზა ხსნილი აქვს.. არაჩვეულებრივი ადამიანია როგორც ლევანი, ასევე, მარიამიც და ისინი იმსახურებენ ბედნიერებას. ნამდვილად არ არის სასიამოვნო ამბავი მაგრამ მეორედაც და მეათედაც ქმნის ხალხი ოჯახს და ეს ჩვენი განსასჯელი არ არის! წარმატებები ლევან და მარიამ!!
11:41 / 09-06-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ლევანი წლებია ცოლს დაშორებულია, ეს თქვენ გაიგეთ ახლა და რა აჟიოტაჟი ატეხეთ, ამდენი წლის მერე რაღა დროს მაგაზე ლაპარაკია :) ბედნიერებას გისურვებ ბატონო ლევან თქვენს ულამაზეს საცოლესთან ერთად, შეაბერდით ერთმანეთს და ნუ უსმენთ ამ გაბოროტებულ სერიალებზე შეყვარებულ ხალხს!
03:15 / 05-06-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსა
ეს ერთი და იგივე ადამიანი ამდენ კომენტარს რომ წერს და ლანძღავს ლევანს კარგია? მე როგორც მისმა კოლეგამ ვიცი თან ყვება თავის შვილებს და აუცილებელია იმ კალთან ცხოვრობდეს ვინც არ უყვარს? ბავშვებს ისე ვერ მიხედავს? ვინც ეგრე ფიქრობს თქვენ იცხოვრეთ მთელი ცხოვრება იმ ადამიანებთან, ვისთანაც ცხორება არ მოგინდებათ! ამ ადამიანებს ერთმანეთი რამდენი ხანია უყვართ, გიჟდებიან ერთმანეთზე და ერთმანეთისთვის ყველაფერს აკეთებენ! ღმერთმა გაუმარჯოს, ლევანის შვილებსაც მიხედავენ, საკუთარ ბავშვებსაც რო ეყოლებათ და ერთმანეთსაც! ნეტა ყველას ასე გმირულად და წრფელად უყვარდეს ერთმანეთი საქართველოში, როგორც ამ ორ ადამიანს! სამაგალითო სიყვარული აქვთ, ამხელა ქალი ვარ და ასეთი არ მსმენია არსად!
03:12 / 05-06-2014
გამოხმაურება / 0 /
კუსა
ცოლი მიატოვა და ანგელოზივით შვილებს გული ატკინა. შვილები არ ელაპარაკებიან, ბოლო ორ კონცერტს არ დასწრებიან და ეს კაცობაზე გველაპარაკება და ტუტუცი გოგოს სიყვარულზე!!! თურმე მზეს და ვარსკვლავებს ხედავს, ეგოისტია ნამდვილი!
16:38 / 30-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინე
შენი ესემესები და ცრემლები განულებულია, შენს შვილებს როგორ აკურებინე არ გრცხვენია? ახლა საქართველოსაც უმღერი როცა ოჯახს ანგრევ სირცხვილი შენნნ
12:27 / 30-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS