მარიკუნა ოშხნელი პროფესიით ჟურნალისტია. 2012 წელს ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დაამთავრა და ამჯერად ''ტვ 3''-ში მუშაობს.
ლევანს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. მარიკუნა შეყვარებულს ''ორ ვარსკვლავში'' გულშემატკივრობს და გვერდში უდგას.
''ზუსტად ვიცი, დღეს შენ იქნები ძალიან ძალიან მაგარი! ერთი სული
შევეცადეთ, მათი სიყვარულის ამბავი ლევანისგან გაგვეგო, მაგრამ უშედეგოდ. ჟურნალისტმა ჩვენთან საუბარში მხოლოს ის დაადასტურა, რომ შეყვარებულია.
- ლევან, გვინდა რამდენიმე კითხვით მოგმართოთ შეყვარებულთან დაკავშირებით.
- პირად თემებზე არ ვსაუბრობ.
- უბრალოდ მაინც რომ დაადასტუროთ, ან უარყოთ ეს ამბავი.
- მეტი დადასტურება, რაღა გინდათ. ''ფეისბუქზე'' დავწერე ყველაფერი. ძველმოდურ ენაზე რომ ვთქვათ, ერთად დავდივართ.
- უახლოეს მომავალში შეიძლება ყვითელი პრესის ფურცლებზე თქვენი ქორწლის ამსახველი ფოტოები ვიხილოთ?
- 37 წლის ვარ და 37 წელია, პირად თემებზე არ ვსაუბრობ (იცინის).
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















