მონაწილეთა და გულშემატკივართა განწყობის შექმნაზე ანსამბლმა „მეტეხმა“ იზრუნა და ხალისიანი სიმღერები შეასრულა.
თამაშის მთავარი თემა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე იყო, ამიტომაც გადაცემას ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი ესწრებოდა სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად. ელჩმა წამყვანის გვერდით დაიკავა ადგილი და მონაწილეებს რამდენიმე კითხვა ქართულად დაუსვა.
ისრაელის ელჩის გადაწყვეტილებით, ერთი კითხვა, რომელიც ისრაელს უკავშირდებოდა, სტუდიაში, დამსწრეთათვის დაისვა, მასზე სწორი პასუხი სამტრედიელმა პედაგოგმა ზაზა ჩახუნაშვილმა იცოდა და ისრაელის საელჩოსგან პრიზი - ნოუთბუქი გადაეცა.
ვინ გახდა ამ საინტერესო თამაშის გამარჯვებული და რა გამორჩეული სიურპრიზი მოუწყო მას და მის პედაგოგს ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის წარმომადგენელმა ნიკო მჭედლიშვილმა, ამას შაბათს, 17 მაისს, „ეტალონში“ შეიტყობთ.
გადაცემა „პირველი არხის“ ეთერში 19:00 სთ-ზე დაიწყება.




















