15 მაისი, 2014
შორენა ბეგაშვილმა კონჩიტობა გადაწყვიტა და „წვერი“ გაიზარდა
ზოგი წვერს ფოტოშოპის წყალობით იზრდის და ზოგიც მაკიაჟს მიმართავს ბოლო დროს სოციალური ქსელი „ევროვიზიის“ გამარჯვებულმა კონჩიტამ დაიპყრო. მამაკაცები წვერს იპარსავენ იმის გამო, რომ ვინმემ ვაი და კონჩიტას არ მიამსგავსოს. ქალები კი რატომღაც წვერს „იზრდიან“.

ზოგი წვერს ფოტოშოპის წყალობით იზრდის და ზოგიც მაკიაჟს მიმართავს სასურველი შედეგის მისაღწევად.

პირველები წვერი ნინი ბადურაშვილმა და ქრისტინე იმედაძემ „მოირგეს“. მათ კი ქართველ სექსიმბოლოდ აღიარებული შორენა ბეგაშვილი მიჰყვა, რომელიც მეგობარმა მაკიაჟით კონჩიტას ისე დაამსგავსა, რომ არა მის გვერდით მდგომი ქართველი მომღერლები, შეიძლება
გვეფიქრა, რომ მართლაც კონჩიტაა.

„აშკარაა, რომ მთელი ევროპა დღეს კონჩიტა ვართ“ - წერენ შორენას მეგობრები და ძნელია, მათ არ დაეთანხმო.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS