14 მაისი, 2014
რატომ შეადარა ვახო რჩეულიშვილმა ნინა წკრიალაშვილი ნეფერტიტს - ''მე მოსე უნდა ვყოფილიყავი''...
ამ საინტერესო პოსტის შემდეგ ბატონ ვახტანგ რჩეულიშვილს ტელეფონზე დავურეკეთ პოლიტიკოსმა ვახო რჩეულიშვილმა ნინა წკრიალაშვილი ''ფეისბუქზე'' ეგვიპტის დედოფალს ნეფერტიტს შეადარა და მათი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. რასაკვირველია, მეგობრებმა მაშინვე მოიწონეს ფოტო და უთხრეს, რომ საქართველოს მშვენება ნინას და ნეფერტიტის შედარება ძალიან დროული იყო.
''ცხვირი გავს? – გავს, ტუჩი გავს? – გავს, ყური გავს? – გავს... ნინა მაგარია, მაგრამ მსგავსება ხომ დანახვა უნდა და მეც მაგარი ვარ'' - წერს ვახო.

ამ საინტერესო პოსტის შემდეგ ბატონ ვახტანგ რჩეულიშვილს ტელეფონზე
დავურეკეთ და ვკითხეთ, რატომ გაუჩნდა სურვილი, ნინა და ნეფერტიტი ერთმანეთისთვის შეედარებინა.

- ''ორ ვარსკვლავზე'' ჯაზის ტურისთვის ვემზადებოდით, ნინა უნდა ყოფილიყო ნეფერტიტი. ესკიზი ამ ნომრისთვის დამზადდა.
- თქვენ ფარაონის როლი უნდა შეგესრულებინათ?
- მე მოსე უნდა ვყოფილიყავი.
- ნომერი ''ორ ვარსკვლავში'' ვეღარ შესრულდა, რადგან პროექტი დატოვეთ, მომავალში სიმღერას მაინც შეასრულებთ?
- არ ვიცი, ვნახოთ. შეიძლება ვიმღეროთ კიდეც.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS