13 მაისი, 2014
სალომე ტეტიაშვილი: ''აგრესია წამოვიდა ჩემ მიმართ''...
ადამიანში ყველაზე მეტად უბრალოება და თავმდაბლობა მომწონს და ვცდილობ მეც ასეთი ვიყო გუშინ ''იქს ფაქტორის'' ყველაზე მძიმე ტური ვნახეთ. მწვრთნელებს საკუთარი გუნდიდან ექვსი კონკურსანტის გაშვებამ მოუწიათ. ''საშინელ ხასიათზე ვარ და ეს ხასიათი დიდ ხანს გამყვება'' - თქვა ტურის ბოლოს სტეფანემ. სალომე ტეტიაშვილი ის კონკურსანტი იყო, რომლის ბედზეც მენტორმა ყველაზე დიდხანს, ხუთი წუთის განმავლობაში იფიქრა.

- სალომე, გილოცავ ოთხეულში მოხვედრას. ბევრი განერვიულეს. უშვებდი იმას, რომ სტეფანეს შესაძლოა არ გადაეყვანე?
- რა თქმა უნდა, ვუშვებდი. იმიტომ, რომ
ძალიან ბევრმა ძლიერმა კონკურსანტმა დატოვა პროექტი და ყველაფერი მოსალოდნელი იყო.
- ხუთი წუთის განმავლობაში ელოდი ''განაჩენს''. ალბათ ბევრ რამეზე მოასწარი ფიქრი. ყველაზე მეტად ვისზე ღელავდი?
- დედაზე, ჩემს მეგობრებზე და ხალხზე, არ მინდოდა მათთვის იმედი გამეცრუებინა.
- ხალხი შენს სახელს სკანდირებდა დარბაზში... დედას ხედავდი მაყურებელთა რიგებში?
- არა, ვერაფერს ვხედავდი ისეთ ემოციებში ვიყავი და იმდენად ვღელავდი, სანამ გადაწყვეტილებას მოვისმენდი.
- შენს გამო პროექტი დატოვა თიკა ბალანჩინმა. ხომ არ გისაუბრიათ ამ დღის მერე შენ და თიკას?
- არა, არ გვისაუბრია, მაგრამ მას ჩემს გამო არ დაუტოვებია პროექტი. შედეგებთან მონაწილეები არაფერ შუაში არ ვართ, ყველაფერს მენტორი წყვეტს. ამიტომ თუ ვინმემ პროექტი დატოვა, ამაში მონაწილეები დამნაშავე არ ვართ. თიკა ძალიან მაგარი გოგოა და ძალიან მიყვარს. უკვე აღვნიშნე, რომ ბევრმა ძლიერმა კონკურსანტმა დატოვა პროექტი, მაგრამ ამას ხომ ჩვენ არ ვწყვეტთ. ვისაც არ უნდა დაეტოვებინა პროექტი ნებისმიერ შემთხვევაში ხალხისგან იგივე რეაქცია წამოვიდოდა, რადგან ყველას თავისი ფავორიტი ჰყავს და რთულია, როცა შენიანი ტოვებს შოუს. ცოტა აგრესია წამოვიდა ჩემ მიმართ, თიკა როგორ გააგდოო, წერდნენ, მაგრამ თიკას ადგილას მე რომ ვყოფილიყავი თიკასკენ წავიდოდა აგრესია. ყველა მონაწილის შემთხვევაში იგივე მოხდებოდა, ეს ბუნებრივია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაში მონაწილეები დამნაშავე არ ვართ.
- შენ რომ სტეფანეს ადგილას ყოფილიყავი, ვის ააყენებდი ტეტიაშვილის გამო სკამიდან?
- ამაზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ, არ ვიცი, იმიტომ, რომ უძლიერესი ათეული იყო და ძალიან რთულია ასეთ შემთხვევაში რომელიმეს სახლში გაშვება.
- მომეჩვენა თუ კაბასა და ქუსლებზე არაკომფორტულად გრძნობდი თავს?
- არ მოგეჩვენა, ნამდვილად ასე იყო (იღიმება). ძირითადად ჯინსებითა და კედებით დავდივარ. ძალიან შორს ვარ კლასიკური სტილისგან. ამიტომ საშინელ დისკომფორტს მიქმნის ასეთი სამოსი, ისევე როგორც დიდი დოზით მაკიაჟი.
- ზღვის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებზეც მინდა გკითხო. დიდი ამბავი ატყდა სოციალურ ქსელში. როგორ ჩაუვარდათ ეს ფოტოები ხელში ჟურნალისტებს?
- ''ფეისბუქზე'' უკვე 5000 მეგობარი მყავს და მეტს ვეღარ ვიმეგობრებ, ამიტომ პირადი კედელი გახსნილი მაქვს. ყველას შეუძლია სიახლეების ნახვა. შესაბამისად ამ ფოტოებზეც ხელი მიუწვდებოდათ, მათ შორის ჟურნალისტებსაც.
- ცოტა ხნის წინ შეყვარებულს დაშორდი, მას მერე ხომ არავინ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?
- დაშორების შემდეგ დაახლოებით სამი თვე გავიდა. ჩემს ცხოვრებაში ნამდვილად არავინ გამოჩენილა. იმდენად ვარ კარიერაზე გადართული, რომ სიყვარულზე არც ვფიქრობ. თან არც არსებობს ისეთი ობიექტი, ვის მიმართაც პატარა სიმპატიები მაინც მექნება. მოკლედ მარტო ვარ (იცინის).
- სალომე, რომ ამბობენ სალომე ტეტიაშვილს თავში აუვარდაო, როგორ გგონია, რა საფუძველი აქვთ ამის?
- ერთადერთი თემაა რომლის საფუძველს მართლა ვერ ვხვდები. არ ვიცი რატომ ამბობენ ამას. ადამიანში ყველაზე მეტად უბრალოება და თავმდაბლობა მომწონს და ვცდილობ მეც ასეთი ვიყო. ასე გავიზარდე და რა წარმატებასაც არ უნდა მივაღწიო ასეთივე დავრჩები, უშუალო, უბრალო და თავმდაბალი. ეს ადამიანის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.
- გაღიზიანებს, როცა მსგავსი ტიპის კომენტარებს კითხულობ შენს შესახებ?
- არ ვღიზიანებდი. ყველას ვერ ვეყვარები. ასეთები ვართ ქართველები, ვცდილობთ ყველას რაიმე ნაკლი ვუპოვოთ. ყველას ჰგონია, რომ თავად უკეთ გააკეთებს ყველაფერს იმას, რაც შენში არ მოსწონს.
- წარმატებებს გისურვებ.
- მადლობა.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
მაია აწკარუნაშვილი
ძალიან მაგარი გოგო ხარ, წარმატებას გისურვებ, როგორც ამ ტურში, ასევე ცხოვრებაშიც.,,რად უნდა ცუდსა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი.,, ასე, რომ შენ არავის არ უსმინო.
17:05 / 16-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
შენ ნუ გელავ ყველაზე მაგარიხარ და გაიმარჯვებ კიდევაც ხალხი შურიანია რასვიზავთ ... დედაშენის სამსახურს აბრალებენ შენს გადასვლას.. სჰენ ხომიცი რომ კარგი ხარ და სხვებს ნუუსმენნ
12:54 / 16-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა შურიანი ხალხი ხართ , კრიტიკის და ადამიანის შეურაწყოფის გარდა არაფერი გეხერხებათ ,ყველამ თავის თავს რომ მიხედოს აჯობებს მოგწონს მოუსმინე არადა ნუ მოუსმენ რა ვინმეს განსასჯელია ვის როგორი ცხოვრება აქვს !!!
12:45 / 16-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიპო
მე პირველ რიგსჰი იმას ვიტყვი რომ წარმატებას ვუსურვებ ამ ადამიანს მაგრას მიყვარს და ვფასებ მიუხედავად იმისა როომ ცჰემი არაფერია.ხოლო ხალხს გირცჰევტ დაანებეტ სხვის ცხოვრებასჰი ცჰარევა ტავი ყველას მისი ცხოვრება აქვს და არავის არააქვს არავის ცხოვრებასჰი ცჰარევის უპლებები ეხა რადგან პოპულარული გახდა სალომე ყველა ნაკლს ედზებს მასსჰი ეს ასე ხდება ყოველტვის მაგრამ არაა სწორი საქციელი ტქვენ უპალტან წარდგენისას ეს არ გამოგადგებატ ამიტომ გირცჰევტ ტავი დაანებოტ ამ ამაზრზენ საქციელებს ტავი .
08:07 / 16-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ძალიან,ძალიან მაგარი გოგო ყველაფრით გარეგნობიდან დაწყებული.იმსახურებ დიდ წარმატებას.
22:55 / 15-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკო
მე ვერ დავიჯერებ რომ სალომეს თავში ავარდნილი არააქ რადგან ეს ნამდვილად ასეეა. მაგრამ ამას ყურადღება რომ არ მივაქციოთ არ შეიძლება...ისე ძალიან ლამაზი სექსუალური გოგო ხარ....მე პირადად წარმატებებს გისურვებ და გამარჯვებას
19:30 / 15-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა-ს
პლაჟზე იყო ადამიანი უბრეტელო საცურაო კოსტიუმით,ეს სიშშვლე არაა,მაგრამ იმაშ კი გეთანხმები,რომ საქართველოში სიშიშვლედ ითვლება,დროში ვართ ჩარჩენილები,თორემ ამაის გამო აგრესია,სირცხვილიც კია...რაც შეეხება სალომეს სიმღერას, წარმატება მინდა ვუსურვო და ყველაფერი საუკეთესო!
19:06 / 15-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
სალომე ძალიან მიყვარხარ....მაგარი ხარ და იბრძოლე გამარჯვებისთვის სხვის სიტყვებს ყურადღება არ მიაქციო♥♥♥
18:17 / 15-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
სისშიშვლეები რომ არ გამოგეჩინა აგრესიაც არ წამოვიდოა,კაი გოგო ხარ მაგრამ უნდა გაიტვალისწინო სად ცხოვრობ:)
16:02 / 15-05-2014
გამოხმაურება / 0 /
anna
me saberdznetidan gadevneb tvals,dzalian m agarixar,imsaxureb shemo kargo.carmatebebi
12:27 / 14-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS