12 მაისი, 2014
სკანდალი ''იქს ფაქტორში'' - ''გაბუნიას ვინ ეკითხება, რაც ზემოდან უბრძანეს, ის გააკეთა''...
''იქს ფაქტორი'' მე უნდა მომეგო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბერიძეს ჩემზე გამართული ვოკალი აქვს დღეს, ''რუსთავი 2''-ის მაყურებელი ''იქს ფაქტორის'' იმ ტურს ნახავს, სადაც მწვრთნელები ათი კონკურსანტიდან ოთხ საუკეთესოს შეარჩევენ. დღეს სტეფანესა და სოფო ტოროშელიძის გუნდები (გოგონები და ჯგუფები) იბრძოლებენ ოთხეულისთვის. ბიჭების და 25 წელს გადაცილებული კონკურსანტების ''შერკინებას'' კი შემდეგ ორშაბათს ნახავს მაყურებელი. თუმცა ბიჭების საუკეთესო ოთხეული უკვე გარკვეულია. მათ ვინაობას ჯერ არ გაგიმხელთ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ამ ოთხეულში ვერ მოხვდა ნიკა შერმაზანაშვილი, კონკურსანტი,
რომელიც ''ფეისბუქზე'' სკანდალური სტატუსებით გამოირჩევა, ''რუსთავი 2''-სა და გიორგი გაბუნიას უსამართლობაში ადანაშაულებს.

- ნიკა, მას მერე რაც ოთხეულში ვერ გადახვედი, შენს ''ფეისბუქსტატუსებს'' ვაკვირდები... ნაწყენი მეჩვენები, ასეა?
- ნაწყენი არ ჰქვია ამას, არც ვიცი, რა მდგომარეობაა, ენით აღუწერელი ტკივილია ჩემთვის.
- რატომ? რა მოხდა ასეთი?
- გაბუნიამ რომ არ გადამიყვანა შოკი მივიღე. ვერ ვიჯერებდი რაც მოხდა,
თავი სიზმარში კი არა, არც ვიცი სად მეგონა. კულისებში რომ გამოვედი, სახეში სისხლი მომაწვა. ''სტაფის'' გოგონები მელაპარაკებოდნენ, ხელს მკიდებდნენ, არაფერი მესმოდა, ვერც ვგრძნობდი.
- რატომ იყავი ასე დარწმუნებული, რომ ოთხეულში მოხვდებოდი. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავდა. არ მეთანხმები?
- არ გეთანხმები. ''იქს ფაქტორი'' მე უნდა მომეგო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბერიძეს ჩემზე გამართული ვოკალი აქვს. ბევრი არგუმენტი მაქვს, თუ რატომ უნდა ვყოფილიყავი უფრო დიდხანს ამ პროექტში, მოგებას რომ თავი დავანებოთ...
- მაგალითად?
- ხალხის სიყვარული დავიმსახურე, ყველაზე მეტი ნახვა ჩემს ვიდეოს ჰქონდა და მნახველთა 99% დადებითად მაფასებდა. ჟანრობრივად ძალიან ბევრი სტილის მორგება შემიძლია, ზოგი ძალიან მაგრად გამომდის, ზოგი - ნორმალურად. ბევრი მაქვს ნამუშევარი საკუთარ თავზე, ვმღერი, ვუკრავ სოლო ელექტრო გიტარაზე, ვწერ სიმღერებს, მყავს ბენდი, ვვარჯიშობ და ყველაზე მეტი ნახვა და მოწონება ჩემს ვიდეოს ჰქონდა. რატომ არ უნდა გადავეყვანე ჟიურის როცა თვით გაბუნიამ აღნიშნა რომ ''ფალში'' არ მქონია ნამღერში, ტექნიკური შენიშვნა არ მაქვსო, ასე თქვა. აბა რაღა უნდოდა. ვერ გავიგე...
- თვლი, რომ უსამართლოდ მოგექცა გაბუნია?
- კი და ბოდიშიც მომიხადა ამის გამო, მითხრა, რომ ეს შოუა და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოო. მაგრამ გაბუნიას ვინ ეკითხება, რაც უბრძანეს ზემოდან, ის გააკეთა.
- მაშ ვის ეკითხება ვინ დაგბლოკა?
- ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს იმან. გაბუნიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ეგ ვერაფერს შეცვლიდა, მყავდეს ეგეც ''რუსთავი 2''-ის დირექტორი (იცინის). საქართველოში ასე ხდება ყოველთვის, ვიღაცას უნდა გაამარჯვებინონ და მე რომ ლაივებზე მესიჯებს მივიღებდი, ფულის დახარჯვა მოუწევდათ ჩემი მხარდაჭერის გადასაფარად.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
დიკო
333 დზან მაგარი ხარ ნიკა
15:14 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
ნიკ შერმა უნდა გადასულიყოო ძაან მაგრა იმღერაა უსამართლოდ მოექცნენნ ეს ფაქტია თუმცა მას ყველაფერი წინ აქ და წარმატებებს ვუსურვებ:))
14:51 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
რათქმაუნდა იმსახურებდა გასავლას მიშო ელიავას მაგივრად,დანარჩენებთან ერთად უნდა მდგარიყო ოთხეულში ამის სრული შესაძლებლობა და უფლება ქონდა,რატომ გადაირივნენ მიშოზე როცა პირი გააღო გული შემიწუხდა და ის მღEრის და ნიკი ვერა?სად არის სმენა,გემოვნება,ეს ადამიანი სხვა პროექტშიც გამოდიოდა და იქაც ვგულშემატკივრობდი და ნამდვილად ბევრად მეტი შეუძლია მიშოზე მაქვს მე აქცენტი და ნამუშევარიც მეტი აქვს,რა კრიტერიუმით აირჩა ის ადამიანი ჩემთვის ამოუცნობია ..ნიკ წარმატებები და გული არ გაიტეხო მთავარია,შენ ყველაფერი ბევრად უკეთ გამოგივა ექს ფაქტორის გარეშე :*
14:39 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატa
ამ სმს საბერდნეტიდან გწერტ შეგიდლიატ ამიხსნატ მაია ასატიანი როცა გადაცემაში ელიტ ბოზები ჰკავს,რატო იცინის სულ გიჟივიიტ? რა უხარია?
14:38 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ნიკა მართლა იმსახურებდა გადასვლას ,,,
14:33 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ელე
ნიკაა! ერთ-ერთი უძლიერესი იყო... მისი შემდეგ ტურში არ გადაყვანით იქს ფაქტორის რეიტინი დაიწევს!!!!!!!!!!
14:25 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკო
ქრისტეს ნუ ედრები!!!!!! რამხელა ამბიციებია ))))) ერთი პატარა, არაფრით გამორჩეული ბიჭი ხარ!!!!
13:12 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ნუ გაქვს ამხელა ამბიციები, ეგ ამბიციები ღუპავთ ადამიანებს. ჯერ ერთი მარტო ბერიძე რომ ავიღოთ, ბევრად მაგარი მონაცემები აქვს! კარგი ხმა გაქვს და ნორმალურო გარეგნობა, მაგრამ შენზე ბევრად მაგრები არსებობენ და ნუ ხარ ესეთი თავდაჯერებული! შეურაცხყოფას ნუ აყენებ ადამიანებს რომელთაც არ მოსწონხარ და ნუ აყენებ შენ თავს უფრო მაღლა! ეგეთი "კაი ტიპი"-ც ვერ ხარ!!!
13:10 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკ შერმა
0,01% ხართ თქვენ და თქვენნაირი ,,გენიოსები'' ეგრე ქრისტეც არ მოსწონდაა ყველას და მასაც ლანძღავდნენ და მასეც იძახდნენ ვის დაეკარგაო და უარესებს ღმერთზე და მე ვინ ვარ ყველას მოვეწონო )) სად დავიკარგო არსად არ დავიკარგები ეგ ხო იცით ! ღვარძლი არსად დაგეკარგოთ მაინც ყველაფერს მივაღწევ BLIADძ!
11:59 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
Tornike
ნამდვილად იმსახურებდა ეს კონკურსანტი გადასვლას... სიმართლეს ამბობს... გულწრფელად გამოხატავს თავის განწყობას რა გინდათ ვერ გავიგე :))) გაბუნია რომ ვერაა ჯანზე რად უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი ....
11:55 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS