12 მაისი, 2014
სკანდალი ''იქს ფაქტორში'' - ''გაბუნიას ვინ ეკითხება, რაც ზემოდან უბრძანეს, ის გააკეთა''...
''იქს ფაქტორი'' მე უნდა მომეგო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბერიძეს ჩემზე გამართული ვოკალი აქვს დღეს, ''რუსთავი 2''-ის მაყურებელი ''იქს ფაქტორის'' იმ ტურს ნახავს, სადაც მწვრთნელები ათი კონკურსანტიდან ოთხ საუკეთესოს შეარჩევენ. დღეს სტეფანესა და სოფო ტოროშელიძის გუნდები (გოგონები და ჯგუფები) იბრძოლებენ ოთხეულისთვის. ბიჭების და 25 წელს გადაცილებული კონკურსანტების ''შერკინებას'' კი შემდეგ ორშაბათს ნახავს მაყურებელი. თუმცა ბიჭების საუკეთესო ოთხეული უკვე გარკვეულია. მათ ვინაობას ჯერ არ გაგიმხელთ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ამ ოთხეულში ვერ მოხვდა ნიკა შერმაზანაშვილი, კონკურსანტი,
რომელიც ''ფეისბუქზე'' სკანდალური სტატუსებით გამოირჩევა, ''რუსთავი 2''-სა და გიორგი გაბუნიას უსამართლობაში ადანაშაულებს.

- ნიკა, მას მერე რაც ოთხეულში ვერ გადახვედი, შენს ''ფეისბუქსტატუსებს'' ვაკვირდები... ნაწყენი მეჩვენები, ასეა?
- ნაწყენი არ ჰქვია ამას, არც ვიცი, რა მდგომარეობაა, ენით აღუწერელი ტკივილია ჩემთვის.
- რატომ? რა მოხდა ასეთი?
- გაბუნიამ რომ არ გადამიყვანა შოკი მივიღე. ვერ ვიჯერებდი რაც მოხდა,
თავი სიზმარში კი არა, არც ვიცი სად მეგონა. კულისებში რომ გამოვედი, სახეში სისხლი მომაწვა. ''სტაფის'' გოგონები მელაპარაკებოდნენ, ხელს მკიდებდნენ, არაფერი მესმოდა, ვერც ვგრძნობდი.
- რატომ იყავი ასე დარწმუნებული, რომ ოთხეულში მოხვდებოდი. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავდა. არ მეთანხმები?
- არ გეთანხმები. ''იქს ფაქტორი'' მე უნდა მომეგო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბერიძეს ჩემზე გამართული ვოკალი აქვს. ბევრი არგუმენტი მაქვს, თუ რატომ უნდა ვყოფილიყავი უფრო დიდხანს ამ პროექტში, მოგებას რომ თავი დავანებოთ...
- მაგალითად?
- ხალხის სიყვარული დავიმსახურე, ყველაზე მეტი ნახვა ჩემს ვიდეოს ჰქონდა და მნახველთა 99% დადებითად მაფასებდა. ჟანრობრივად ძალიან ბევრი სტილის მორგება შემიძლია, ზოგი ძალიან მაგრად გამომდის, ზოგი - ნორმალურად. ბევრი მაქვს ნამუშევარი საკუთარ თავზე, ვმღერი, ვუკრავ სოლო ელექტრო გიტარაზე, ვწერ სიმღერებს, მყავს ბენდი, ვვარჯიშობ და ყველაზე მეტი ნახვა და მოწონება ჩემს ვიდეოს ჰქონდა. რატომ არ უნდა გადავეყვანე ჟიურის როცა თვით გაბუნიამ აღნიშნა რომ ''ფალში'' არ მქონია ნამღერში, ტექნიკური შენიშვნა არ მაქვსო, ასე თქვა. აბა რაღა უნდოდა. ვერ გავიგე...
- თვლი, რომ უსამართლოდ მოგექცა გაბუნია?
- კი და ბოდიშიც მომიხადა ამის გამო, მითხრა, რომ ეს შოუა და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოო. მაგრამ გაბუნიას ვინ ეკითხება, რაც უბრძანეს ზემოდან, ის გააკეთა.
- მაშ ვის ეკითხება ვინ დაგბლოკა?
- ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს იმან. გაბუნიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ეგ ვერაფერს შეცვლიდა, მყავდეს ეგეც ''რუსთავი 2''-ის დირექტორი (იცინის). საქართველოში ასე ხდება ყოველთვის, ვიღაცას უნდა გაამარჯვებინონ და მე რომ ლაივებზე მესიჯებს მივიღებდი, ფულის დახარჯვა მოუწევდათ ჩემი მხარდაჭერის გადასაფარად.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
მარი
ანიანიი ხაარ თუუ რავიი ვიინ ხაარ.არასწორაად აზროვნეებ როგორც ჩანს.არავიზეე მეტიი არ გონია თავი უბრალოოდ რაც ეკუთვნოდაა ნამდვილაად დაა ვეეერ მიიღო ვიღააცაზეე დამოკიდებულ ადამიანიის გამოო იმაზე პრეტენზია არ უნდა ქონდეს? შენ იყო ამის ადგილზეე დაა დავინახავდით როგორ იჭუკჭუკებდი ;) ძაან მაგრაად მღერიის და ყველააფერი ქონდა იმისთვის როო გაემარჯვაა და პირველ რიგში ამ ოთხეულსჰი ყოფილიყო :))
21:29 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
აუუ რატოო არ გაადაივანაა :( :( ოთხეულში მოხვედრის ღირსი ნამდვილად იყო :@
21:01 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
რამხელა წარმოდგენა გაქვს შენს თავზეეე :(((
18:31 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ანიან
ეხლა მე მისმინე კარგად! წავიკითხე შენი ინტერვიუც რეიტინგში და აი ესეც და საერთოდ რასაც წერ და ეს ყველაფერი არის ამაზრზენი! არავიზე მეტი არ ხარ არც ნიჭით და არც გარეგნობით აქ რომ ბევრს ბლატაობ :) ეს კონკურსია და როცა მიდიხარ მონაწილეობის მისაღებად უკვე მზად უნდა იყო რომ ნებისმიერ მომემნტში დატოვებ შოუს და განა იმიტო რო ცუდი ხარ, უბრალოდ კონკურსია. როდესაც 10დან 6 ერთმანეთზე მაგარია მანდ ლოგიკურია რომ უბრალოდ სხვა გზა არაა დაადებ ხელს და ორი გავარდება და რჩება 4. მაგრამ შენი გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ ნამდვილად არ იყო ისეთ, რომ გარანტირებული გქონოდა სკამზე ჯდომა! სხვები მართლა უკეთ გამოვიდნენ, უკეთესი რეპერტუარით და უფრო მაგრად წარმოაჩინეს თავი. ერთი მინუსი და უკვე დგები განზე ასეთ რთული წესების შემთხვევაში და ეს ეგრე გულთან ახლოს როგორ უნდა მოიტანო? ან როგორ ამბობ მე უნდა გამემარჯვაო და ესა და ისაო? ასეთი წარმოდგენა საკუთარ თავზე საიდან ადამიანო? და მაგის გამო უნდა ტიროდე? ვაჟკაცობა შეინარჩუნე... მნიშვნელოვანი დაცემა კი არაა, მთავარია თავაწეული ადგე და მამაკაცურად შეხვდე მსგავს რაღაცეებს. რო თხოვდი გაბუნიას დამტოვე მომეცი ერთი შანსიო და სწორად გითხრა მან რომ შენ უკვე გქონდა შანსი და რაღაც სერენადები მოაწყვე რამაც არ გამოავლინა ის რაღაცეები რაც იქს ფაქტორს გაგამარჯვებიებდა. ჩათვალე რომ ფინალში იყავი და დარწმუნებული ხარ რომ მაგ გამოსვლით გაიმარჯვებდი? არა ვინც დარჩა ისინი კი ნამდვილად გაიმარჯვებდნენ, 4დან ორი მაინც აუცილებლად! გეყოს შეურაცყოფის მიყენება დანარჩენი მონაწილეებისთვის, აი ისინი არიან და მე რატო არ ვარ. ეგრე გამოგდის. გაბუნიაზე ცუდის თქმაც. აი ეს როგორ მითხრა და რატო არ გადამიყვანა. პირდაპირ მისწრე მაშინ ვინც დარჩა იმ ოთხ კონკურსანტს რატო მე არ ვარ და რატო შენთქო ჰა თუ ხარ მაგარი. ამას წერ მტირალა ქალივით. დათაგე და უთხარი მათ ხმამაღლა " მე მაინც თქვენზე უკეთესი ვარ"! რათ გინდა ბევრი მიმოხილვა ამის. მოკლედ ცოტა დაკაცდი რა იქს ფაქტორი არა ტოროლა. არ გაგიმართლა დაიკიდე. ცხოვრება მშვენიერია ;)
17:52 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ჩურტიკიკილა
აუუ ნიკუ არ გადავიდა რა ცუდიაააა გადაუსჰვიტ რააააააააააააააააააააააა:D
17:26 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ნიკა არის უნიჭიერესი ადამიანი . და მე ვფიქრობ რომ თუ ვერ მოიგებდა ფინალში მაინც უნდა გასულიყო ც ძალიან დამწყდა გული ) მე მეამაყება რომ ის ქართველია ♥
17:02 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
რა გოიმური განცხადებაა :)) თავის ბოდი ბილდერობა აქვს ავარდნილი :))
16:55 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე სალიტა
იმსახურებდაა გადაასვლასს ძლიან გული დამწყდა რომმ არ მოხვდა ოთხეულში :((
16:51 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიაკო
ნიკა აუცილებლად უნდა გადასულიყოო უდიდესი შეცდომა დაუშვეს
15:55 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
სიმართლე გითხრათ ეს ბიჩი იმსახურებდა გადასვლას რადგან ხმითაც ყველა მოხიბლა იმიჯითაც და რავიციი .... ყველაზე მეტიი მოოწეოონება მას ქონა
15:27 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS