12 მაისი, 2014
სკანდალი ''იქს ფაქტორში'' - ''გაბუნიას ვინ ეკითხება, რაც ზემოდან უბრძანეს, ის გააკეთა''...
''იქს ფაქტორი'' მე უნდა მომეგო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბერიძეს ჩემზე გამართული ვოკალი აქვს დღეს, ''რუსთავი 2''-ის მაყურებელი ''იქს ფაქტორის'' იმ ტურს ნახავს, სადაც მწვრთნელები ათი კონკურსანტიდან ოთხ საუკეთესოს შეარჩევენ. დღეს სტეფანესა და სოფო ტოროშელიძის გუნდები (გოგონები და ჯგუფები) იბრძოლებენ ოთხეულისთვის. ბიჭების და 25 წელს გადაცილებული კონკურსანტების ''შერკინებას'' კი შემდეგ ორშაბათს ნახავს მაყურებელი. თუმცა ბიჭების საუკეთესო ოთხეული უკვე გარკვეულია. მათ ვინაობას ჯერ არ გაგიმხელთ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ამ ოთხეულში ვერ მოხვდა ნიკა შერმაზანაშვილი, კონკურსანტი,
რომელიც ''ფეისბუქზე'' სკანდალური სტატუსებით გამოირჩევა, ''რუსთავი 2''-სა და გიორგი გაბუნიას უსამართლობაში ადანაშაულებს.

- ნიკა, მას მერე რაც ოთხეულში ვერ გადახვედი, შენს ''ფეისბუქსტატუსებს'' ვაკვირდები... ნაწყენი მეჩვენები, ასეა?
- ნაწყენი არ ჰქვია ამას, არც ვიცი, რა მდგომარეობაა, ენით აღუწერელი ტკივილია ჩემთვის.
- რატომ? რა მოხდა ასეთი?
- გაბუნიამ რომ არ გადამიყვანა შოკი მივიღე. ვერ ვიჯერებდი რაც მოხდა,
თავი სიზმარში კი არა, არც ვიცი სად მეგონა. კულისებში რომ გამოვედი, სახეში სისხლი მომაწვა. ''სტაფის'' გოგონები მელაპარაკებოდნენ, ხელს მკიდებდნენ, არაფერი მესმოდა, ვერც ვგრძნობდი.
- რატომ იყავი ასე დარწმუნებული, რომ ოთხეულში მოხვდებოდი. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავდა. არ მეთანხმები?
- არ გეთანხმები. ''იქს ფაქტორი'' მე უნდა მომეგო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბერიძეს ჩემზე გამართული ვოკალი აქვს. ბევრი არგუმენტი მაქვს, თუ რატომ უნდა ვყოფილიყავი უფრო დიდხანს ამ პროექტში, მოგებას რომ თავი დავანებოთ...
- მაგალითად?
- ხალხის სიყვარული დავიმსახურე, ყველაზე მეტი ნახვა ჩემს ვიდეოს ჰქონდა და მნახველთა 99% დადებითად მაფასებდა. ჟანრობრივად ძალიან ბევრი სტილის მორგება შემიძლია, ზოგი ძალიან მაგრად გამომდის, ზოგი - ნორმალურად. ბევრი მაქვს ნამუშევარი საკუთარ თავზე, ვმღერი, ვუკრავ სოლო ელექტრო გიტარაზე, ვწერ სიმღერებს, მყავს ბენდი, ვვარჯიშობ და ყველაზე მეტი ნახვა და მოწონება ჩემს ვიდეოს ჰქონდა. რატომ არ უნდა გადავეყვანე ჟიურის როცა თვით გაბუნიამ აღნიშნა რომ ''ფალში'' არ მქონია ნამღერში, ტექნიკური შენიშვნა არ მაქვსო, ასე თქვა. აბა რაღა უნდოდა. ვერ გავიგე...
- თვლი, რომ უსამართლოდ მოგექცა გაბუნია?
- კი და ბოდიშიც მომიხადა ამის გამო, მითხრა, რომ ეს შოუა და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოო. მაგრამ გაბუნიას ვინ ეკითხება, რაც უბრძანეს ზემოდან, ის გააკეთა.
- მაშ ვის ეკითხება ვინ დაგბლოკა?
- ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს იმან. გაბუნიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ეგ ვერაფერს შეცვლიდა, მყავდეს ეგეც ''რუსთავი 2''-ის დირექტორი (იცინის). საქართველოში ასე ხდება ყოველთვის, ვიღაცას უნდა გაამარჯვებინონ და მე რომ ლაივებზე მესიჯებს მივიღებდი, ფულის დახარჯვა მოუწევდათ ჩემი მხარდაჭერის გადასაფარად.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
.........
ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზეეე ამ პროექტში შენზე უკეთესებიც არიან მართალია დაკუნთული ხარ მაგრამ ეს სილამაზის პროექტი არ არის ძალიან კარგი თუ გაბუნიამმ არ გადაგიყვანა შემდეგ ტურში (ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე)
18:44 / 14-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ani
თავის ქება კიტრადო...ისე დაგემართა.გარრეგნულად მაგარი ხარ,მაგრამ მანდ გლიჯავენ ისე მღერიან და უსამართლობა მათი გაშვება იქნებოდა.სორი:)
13:58 / 14-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ძალიან მებრალები მე პირადად, შენ მეორე ტურშიც არ უნდა ყოფილიყავი. უბრალოდ იმხელა წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე რომ უკვე მარაზმია. შენი შესაძლებლობები არაფერია იმასთან რაც შენ გგონია. ასე რომ დაოკდი.
13:37 / 14-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
ნიკ რომ იცოდე შენ ამ სიტყვებით შენი მომავალი დაასამარე.სადაც არ უნდა გამოჩნდე ყოველთვის წინ დაგხვდება ეს ინტერვიუ და იქვე დასრულდება სენი მცდელობები. ეს ცემი მოკრძალებული აზრია. ისე ქიმიაზე სემჯდარი სენნაირი დაკუნთული ტიპები ბევრი მინახია მერე 2 თვეში რომ იჩუტებიან და თან პოტენციის პრობლემები აქვთ ტესტოსტერონის ნაკლებობისაგან:)))
12:31 / 14-05-2014
გამოხმაურება / 0 /
02
სიდან ამხელა ამბიციაი,,,სიდან...:D
10:16 / 14-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მე თუ მკითხავ როგორც უბრალოდ მსმენელს და მაყურებელს შენ მეორე ტურშიც არ იყავი გადასაყვანი :) ეს ჩემი პირადი აზრია და მიიღე სწორად :)
03:46 / 14-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნარცისო შერმაზანაშვილი
თავისი გვარის უტყდება და ტიპმა დაამოკლა:)
23:44 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
777
ნიკ შერმა არა შუშუ.
23:28 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
მართალია რომ გაბუნიამ ეს იმიტომ არ გადაიყვანა რომ თამთა მოსწონს იმასაც და კონკურენტს ხედავს ნიკ შერმაშიო :დ რავი ერთი ორგან მოვკარი ყური და რამდენად მართალია არ ვიცი.
22:00 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯერ იყო და გაბუნიას ლანძღავდი საკუთარ ფეისბუქზე და ახლა თურმე გაბუნიას ბრალი არა რუსთავი 2-ის ბრალი ყოფილა მთლიანად შენი არ გადაყვანა იმ დონის მომღერალი ხარ რომ თურმე შენი დაბლოკვა მოუწიათ. სიმართლე გითხრა იმის მერე უარესად დავკარგე წარმოდგენა შენზე,რაც თამთა გოდუაძის სახელის გამოყენებით ცდილობდი გაპიარებას.კაცი რომ ქალის ხარჯზე ცდილობს პოპულარული გახდეს ის რა კაცია. თამთამ ერთხელ გაგიღიმა კამერების წინ გადაცემის პიარისთვის და შენ უკვე თავში აგივარდა არიქა თამთა გოდუაძეს მოვწონვარო. სწორი გითხრა გაბუნიამ შენ ხარ ნარცისი რომელსაც თავისი თავი ძალიან დიდი ვინმე ჰგონია დაეშვი ნიკოლოზ მიწაზე შენით არ დაწყებულა და არც მთავრდება ყველაფერი შენზე ბევრად ნიჭიერებიც არიან და სიმპათიურებიც მაგრამ ესე არ უვარდებათ თავში ჩემო კარგო.
21:56 / 13-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS