12 მაისი, 2014
სკანდალი ''იქს ფაქტორში'' - ''გაბუნიას ვინ ეკითხება, რაც ზემოდან უბრძანეს, ის გააკეთა''...
''იქს ფაქტორი'' მე უნდა მომეგო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბერიძეს ჩემზე გამართული ვოკალი აქვს დღეს, ''რუსთავი 2''-ის მაყურებელი ''იქს ფაქტორის'' იმ ტურს ნახავს, სადაც მწვრთნელები ათი კონკურსანტიდან ოთხ საუკეთესოს შეარჩევენ. დღეს სტეფანესა და სოფო ტოროშელიძის გუნდები (გოგონები და ჯგუფები) იბრძოლებენ ოთხეულისთვის. ბიჭების და 25 წელს გადაცილებული კონკურსანტების ''შერკინებას'' კი შემდეგ ორშაბათს ნახავს მაყურებელი. თუმცა ბიჭების საუკეთესო ოთხეული უკვე გარკვეულია. მათ ვინაობას ჯერ არ გაგიმხელთ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ამ ოთხეულში ვერ მოხვდა ნიკა შერმაზანაშვილი, კონკურსანტი,
რომელიც ''ფეისბუქზე'' სკანდალური სტატუსებით გამოირჩევა, ''რუსთავი 2''-სა და გიორგი გაბუნიას უსამართლობაში ადანაშაულებს.

- ნიკა, მას მერე რაც ოთხეულში ვერ გადახვედი, შენს ''ფეისბუქსტატუსებს'' ვაკვირდები... ნაწყენი მეჩვენები, ასეა?
- ნაწყენი არ ჰქვია ამას, არც ვიცი, რა მდგომარეობაა, ენით აღუწერელი ტკივილია ჩემთვის.
- რატომ? რა მოხდა ასეთი?
- გაბუნიამ რომ არ გადამიყვანა შოკი მივიღე. ვერ ვიჯერებდი რაც მოხდა,
თავი სიზმარში კი არა, არც ვიცი სად მეგონა. კულისებში რომ გამოვედი, სახეში სისხლი მომაწვა. ''სტაფის'' გოგონები მელაპარაკებოდნენ, ხელს მკიდებდნენ, არაფერი მესმოდა, ვერც ვგრძნობდი.
- რატომ იყავი ასე დარწმუნებული, რომ ოთხეულში მოხვდებოდი. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები გყავდა. არ მეთანხმები?
- არ გეთანხმები. ''იქს ფაქტორი'' მე უნდა მომეგო. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბერიძეს ჩემზე გამართული ვოკალი აქვს. ბევრი არგუმენტი მაქვს, თუ რატომ უნდა ვყოფილიყავი უფრო დიდხანს ამ პროექტში, მოგებას რომ თავი დავანებოთ...
- მაგალითად?
- ხალხის სიყვარული დავიმსახურე, ყველაზე მეტი ნახვა ჩემს ვიდეოს ჰქონდა და მნახველთა 99% დადებითად მაფასებდა. ჟანრობრივად ძალიან ბევრი სტილის მორგება შემიძლია, ზოგი ძალიან მაგრად გამომდის, ზოგი - ნორმალურად. ბევრი მაქვს ნამუშევარი საკუთარ თავზე, ვმღერი, ვუკრავ სოლო ელექტრო გიტარაზე, ვწერ სიმღერებს, მყავს ბენდი, ვვარჯიშობ და ყველაზე მეტი ნახვა და მოწონება ჩემს ვიდეოს ჰქონდა. რატომ არ უნდა გადავეყვანე ჟიურის როცა თვით გაბუნიამ აღნიშნა რომ ''ფალში'' არ მქონია ნამღერში, ტექნიკური შენიშვნა არ მაქვსო, ასე თქვა. აბა რაღა უნდოდა. ვერ გავიგე...
- თვლი, რომ უსამართლოდ მოგექცა გაბუნია?
- კი და ბოდიშიც მომიხადა ამის გამო, მითხრა, რომ ეს შოუა და ყველაფრისთვის მზად უნდა იყოო. მაგრამ გაბუნიას ვინ ეკითხება, რაც უბრძანეს ზემოდან, ის გააკეთა.
- მაშ ვის ეკითხება ვინ დაგბლოკა?
- ვისაც მეტი ძალაუფლება აქვს იმან. გაბუნიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ეგ ვერაფერს შეცვლიდა, მყავდეს ეგეც ''რუსთავი 2''-ის დირექტორი (იცინის). საქართველოში ასე ხდება ყოველთვის, ვიღაცას უნდა გაამარჯვებინონ და მე რომ ლაივებზე მესიჯებს მივიღებდი, ფულის დახარჯვა მოუწევდათ ჩემი მხარდაჭერის გადასაფარად.

ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
თათია
ნიკა დაეშვი ძაალიან გთხოვ. შენ შენი ქედმაღლობის და ამპარტავნობის გამო ვერ მოხვდი მანდ. კი გაქვს ვიზუალი, გაქვს ხმა, მაგრამ სხვა იმიჯი უნდა შეგექმნა ისე, როგორც ეს მიშო ელიავამ გააკეთა, ხალხს დაანახა უბრალოება და სწორი ტაქტიკა შეიმუშავა შენ კიდევ პირიქით გეგონა ეს შენი ამპატრავნობა გიშველიდა მაგრამ არა, არსად გიშველის შეცვალე ტაქტიკა მეტ წარმატებას მიაღწევ
18:52 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ამიკო
დაბლოკვაა როდესაც ჟიურისა და ხალხის მოწონებას დაიმსახურებ და შოუს მიღმა დარჩები ისე რომ ტელევიზიითაც არ განახებენ მაგალითად როგორც მოხდა პროექტ "ნიჭიერი"-ში განაწყენებული ჯგუფ "BOOM" ის წევრი...
16:52 / 20-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
შენ რა გგონია პატარა თინეიჯერ გოგოებს რომ აგოიმებ შენი სიმპათიურობის გამო, უსამართლოდ გამაგდესო და მე უნდა მომეგო ეს პროექტიო,ხალხის უმრავლესობაც ეგრე ფიქრობს?:D დაეშვი ნიკოლოზ მიწაზე სანამ არ დაენარცხე არ გინდა ეს ინტრიგნობა მართლა პირიქით უფრო სასაცილო ჩანხარ მასე ხალხის თვალში,შენ კი გინდა ხალხს თავი დაჩაგრულ კრავად მოაჩვენო მაგრამ არ გამოგდის ხო ხედავ არ ჭამს ხალხი შენს ზღაპრებს მარტო შენი გარეგნობითაც ვეღარ დაახარბებ ვერავის სიმღერაა მთავარი შენ კი ერთი საშუალო დონის მომღერალი ხარ არც კი დიდი არაფერი. შენზე უკეთესები გავარდნენ ამ პროექტიდან მართლა უსამართლოდ მაგრამ შენსავით არავინ დაბოღმილა და ქალივით ინტრიგანობა არ დაუწყია რას გავს შენი საქციელი კაცი ხარ ბოლოსდაბოლოს და პატარა ნერვიული გოგოსავით იქცევი.
13:40 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშას
რა ბოღმაზე ლაპარაკობ?თავი დააანებეთ ამ ინტრიგებს. ეგ დამლაგებლის გოგო არც მე მომწონს და არ მიჩუყდება გული საერთოდ მაგაზე ბევრად კარგები არიან იქს ფაქტორში. შენ თუ ობიექტური ხარ მაშინ ნიკ შერმას რატო არ ადარებ იქს ფაქტორის სხვა ბიჭებს?რომელზე უკეთესია ეგ შენი ნიკ შერმა გიორგი ბერიძეზე თუ მებოზე თუ თორნიკე ყიფიანზე რომელს სჯობია სიმღერით თქვი რა კაცურად.მარტო გარეგნობა ხო არაა ყველაფერი ეს ტიპი თვითონვე იძახის თან გიორგი ბერიძეს ჩემზე კარგი ვოკალური მონაცემები აქვს მაგრამ მე უნდა მე უნდა მომეგო მაინც ეს შოუო,საიდან ამხელა ამბიციები საინტერესოა ტიპი აშკარად თვითონ არის დაბოღმილი და თავისთავზე უზომოდ შეყვარებული,რაღაც ერთი თამთას გაღიმება ძაან თავში აუვარდა მაგ ბიჭს და 1000 სისულელეები მოიგონა.ჯერ თამთას სახელი გამოიყენა კარგად საკუთარი პიარისთვის ახლა ამ ინტრიგებს მიმართავს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ეს ტიპი სპეციალურად ინტრიგნობს ეგრე რომ პიარი გაიკეთოს.
13:26 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ჰაი ყველაზე დაბოღმილი გოგოებეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე... ძაან კარგი ბიჭა ვიზუალიც ხელს უწყბს, მერე რა რომ ჩვეულებრივი ტემბრი აქვს ის დამლაგებლის გოგო რომაა რომ გადაირიეთ მთელი საქართველო იმას მაინც ბევრად სჯობია ხმითაც და ყელაფრითაც, თქვენ მარტ საწყალ თვალებიანი უბადრუკი არსებები თუ მოგეწონებათ, ნორმალური - არა.
01:46 / 19-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო.de
ისე თუ ხართ დაკვირვებულები,საქართველოში კონკურსანტების 90%ს ვისაც არ ან ვერ გაუმართლა,გამოცდა ვერ ჩააბარა და კარს მიღმა დარჩა,ყველა იმას ამბობს რომ დაბლოკეს და ა.შ. რატომ არ შეუძლია ამ ხალხს მარცხთან თავაწეული და ამაყი შეხვედრა ვერ ვხვდები. მოიგებ თუ წააგებ,ეგ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.თუმცა '' მისს საქართველოს'' კონკურსს არ ვგულისხმობ!
15:02 / 17-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
რა სასაცილოა შენი ინტერვიუ. მაინტერესებს საიდან მოიტანე რო შენი მესიჯების "გადაფარვა" დასჭირდებოდათ? სოფი სააკაშვილს და სალომე ტეტიაშვილს კონკურენტობასაც ვერ უწევ რო იცოდე. გამომივიდა რა ესეც მისი უდიდებულესობა ხმა :D "ანიან" +1 მართალი ხარ 100%
16:48 / 16-05-2014
გამოხმაურება / 0 /
კომპედენტურად
ერთადერთი რის გამოც ხალხს შენი ინტერესი გაუჩნა თამთასთან ფლირტის შოუმ გააკეთა დანარჩენად კაპიკია შენი ფასი შენაირები ვედრო ლარად ყრია მხოლოდ ისეთები დაიკრავენ ტაშს მარტო იმიტომ რომ ტელევიზორში გამოჩნდი რომ გაფასებენ დანარჩენად მღერიხარ როგორც ერთერთი რიგითი და ვიზუალი გაქვს როგორც ერთერთ რიგით ქართველს მხოლოდ კუნთები გიწევს ცოტა მეტი მომხიბვლელობისკენ რაც დიდად არაფრით გამოგარჩევს დაძინებისწინ ყოველთვის იფიქრე იმაზე რომ ამდენსაც რომ მივაღწიე რატომ არ მიკვირსო იმიტომ რომ შენთვის ესეც ბევრია ზედმეტად ბევრი არ იმსახურებ
02:03 / 15-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიაკო
კიდევ კარგი არ გადახვედი.. რამხელა წარმოდგენა გაქვს შენს თავზე. და დიდი მომღერალიც ვერაფერი ხარ.. პკ
19:42 / 14-05-2014
გამოხმაურება / 0 /
თამთა
აუუ ეგ თუ არ გადავიდა რაზე უყურო xფაქტორს?))
19:08 / 14-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS