წყვილმა ერთმანეთი საფრანგეთში გაიცნო. პრინცს ქრისტინე მისი პირველი ფოტოს ნახვისთანავე მოსწონებია. მოგვიანებით იოანე ამბობდა, რომ კარგად ესმოდა, რატომ იყო საქართველო ქრისტინეთი ამაყი. ჟურნალისტებთან საუბარში იმასაც აღნიშნავდა, რომ დაოჯახების შემდეგ მეუღლეს მოდელობას არ დაუშლიდა.
მათი სიყვარულის ისტორია ლამაზად დაიწყო. ხუანმა ქრისტინეს სიყვარული ფუნიკულიორზე აუხსნა. ორივე მალევე მიხვდა, რომ
რამდენიმე დღის წინ, წყვილმა ქორწილი ესპანეთის ქალაქ რანდაში გადაიხადეს. ქრისტინეს კრისტიან დიორის თეთრი კაბა ეცვა. ხუანმა კი არმანის სამეულზე გააკეთა არჩევანი.
ქრისტინეს ხუანის დედის ნაჩუქარი ბეჭედი ამშვენებდა, რომელიც ბაგრატიონების საგვარეულო სამკაულია.
წყვილი თაფლობის თვის გატარებას მონაკოში გეგმავს. შემოდგომაზე კი საქართველოში აპირებენ ქორწილის გადახდას.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















