როგორც ეკას პირადმა ექიმმა ტელეეკრანიდან განგვიმარტა, ეს იყო ბომბი თავის ტვინში, რომელიც როდის ამოქმედდებოდა არავინ იცოდა. მომღერალი სასწაფოდ საჭიროებდა საზღვარგარეთ მკურნალობას. ამისთვის კი სათანადო სახსრები ეკას და მის ოჯახს არ გააჩნდა.
ეკა ხოფერიას გადაცემაში კვალიაშვილის მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და მომღერლის დასახმარებლად ტელე-მარათონი გამართეს. შემოსულმა თანხამ მოლოდინს გადააჭარბა. ეკას მკურნალობაც და
ეკა სამკურნალოდ საფრანგეთში გაემგზავრა. იქიდან მომღერალი ''ფეისბუქის'' საშუალებით ატყობინებდა თავის გულშემატკივრებს, რომ ჩავიდა, რომ მკურნალობა დაიწყო.
საავადმყოფოს პალატაში გადაღებული ფოტოც კი ვნახეთ ''ფეისბუქის'' მის კედელზე. ეკა თავის ექიმებთან გადაღებულ ფოტოებსაც გამოაქვეყნა.
რამდენიმე დღეა მომღერალი საქართველოში დაბრუნდა. ჩვენ მას ''ფეისბუქის'' საშუალებით მივწერეთ.
- ეკა როგორ ხარ, ჩამოხვედი?
- კი, ჩამოვედი, მაგრამ ჯერ არაფრის თავი არ მაქვს.
- რედაქციაში რეკავენ, შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს მკითხველს. ოპერაცია გაიკეთე?
- არა, ოპერაცია არც თქმულა, რა სისულელეა. საჭირო იყო მკურნალობის კურსის ჩატარება და ჩავიტარე. ახლა ძალიან დაღლილი ვარ, არაფრის თავი არ მაქვს. როცა ინტერვიუსთვის მზად ვიქნები, თვითონ მოგწერ.
- კარგი, ჯანმრთელობას გისურვებ.
ნინო მჭედლიშვილი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















