ნინი ბადურაშვილმა და ქრისტინე იმედაძემ კი თავიანთი „წვერებიანი“ ფოტო გამოაქვეყნეს
„ევროვიზია 2014“-ის გამარჯვებული ავსტრიელი კონჩიტა ვურსტი გახდა. საქართველომ მას ათი ქულა დაუწერა. თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელში აღშფოთებას ბევრი ვერ მალავდა. ამბობდნენ, ასეთი ცუდი სიმღერა არ მოგვისმენია და რა უბედურებაა, რომ გაიმარჯვაო. სავარაუდოდ აღშფოთებულთა შორის ისეთებიც არიან, ვინც კონჩიტას დაუმესიჯა.
კონჩიტას კრიტიკოსთა შორის არ არის ანრი ჯოხაძე, რომელიც პირველივე ტურში მას გულშემატკივრობდა და „ევროვიზიის“ გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ სტატუსიც დადო „ფეისბუქზე“, „დღეს მთელი თბილისი კონჩიტააო“.
ნინი ბადურაშვილმა და
ქრისტინე იმედაძემ კი თავიანთი „წვერებიანი“ ფოტო გამოაქვეყნეს. „მომავალ წელს ჩვენი დუეტი მიდის ევროვიზიაზე და არავინ გააპროტესტოთო“ - წერს ნინი.
სოციალურ ქსელში მათ ხუმრობას ბევრი ღიმილით, ზოგი კი კრიტიკით შეხვდა. თქვენ და კიდევ წვერი წარმომიდგენია, რა კოშმარი ნომერი იქნება და რა უბედურებაა ეს ერთუჯრედიანი დაცინვა, წერდნენ აღშფოთებულები.
სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის