11 მაისი, 2014
ნინი და ქრისტინე „ევროვიზიას“ კონჩიტას იმიჯით ეწვევიან?
ნინი ბადურაშვილმა და ქრისტინე იმედაძემ კი თავიანთი „წვერებიანი“ ფოტო გამოაქვეყნეს „ევროვიზია 2014“-ის გამარჯვებული ავსტრიელი კონჩიტა ვურსტი გახდა. საქართველომ მას ათი ქულა დაუწერა. თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელში აღშფოთებას ბევრი ვერ მალავდა. ამბობდნენ, ასეთი ცუდი სიმღერა არ მოგვისმენია და რა უბედურებაა, რომ გაიმარჯვაო. სავარაუდოდ აღშფოთებულთა შორის ისეთებიც არიან, ვინც კონჩიტას დაუმესიჯა.

კონჩიტას კრიტიკოსთა შორის არ არის ანრი ჯოხაძე, რომელიც პირველივე ტურში მას გულშემატკივრობდა და „ევროვიზიის“ გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ სტატუსიც დადო „ფეისბუქზე“, „დღეს მთელი თბილისი კონჩიტააო“.

ნინი ბადურაშვილმა და
ქრისტინე იმედაძემ კი თავიანთი „წვერებიანი“ ფოტო გამოაქვეყნეს. „მომავალ წელს ჩვენი დუეტი მიდის ევროვიზიაზე და არავინ გააპროტესტოთო“ - წერს ნინი.

სოციალურ ქსელში მათ ხუმრობას ბევრი ღიმილით, ზოგი კი კრიტიკით შეხვდა. თქვენ და კიდევ წვერი წარმომიდგენია, რა კოშმარი ნომერი იქნება და რა უბედურებაა ეს ერთუჯრედიანი დაცინვა, წერდნენ აღშფოთებულები.

სალომე დადიანი
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
საწყლეებო
ნუ ახლა, ნინიზე მსმენია, მაგრამ ქრისტინე ვაბშე მომღერალია? XD O MY ღმერთ.. კონჩიტას როგორ ედრებით თქვე უნიჭოებო უიჰმე რა ხალხია :))))
17:14 / 12-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
საქართველომ 10 ქულა დაუწერაო, ვის ან რა მოეწონა მაგ ავადმყოფში, რა ხდება ხალხო, მართლა საით მივდივარ...
17:13 / 12-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
კონჩიტას რა უნდოდა იქქ. ეჰ რა გვეშველება.
14:31 / 12-05-2014
გამოხმაურება / 0 /
ია
უხდებათ,რას ერჩით..
00:25 / 12-05-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
თქვენი დასაცინი არაფერი ჭირს ამ მომღერალს, თქვენ ჯობია თქვენს ცოდვებს მიხედოთ.
22:24 / 11-05-2014
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
ვაი უბედურო საქართველო საით მივექანებით,თვით ეშმაკი გამოეცხადა დედამიწას...ფუუუუ
15:54 / 11-05-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS